Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილების სამართლებრივი საფუძველია, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნა გამოცხადდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილება.