Comments

tioseliani's picture
tioseliani (თამარ იოსელიანი)
სხვა
Registration Date: 2011/07/15
Last visit: 2023/08/14 15:43:14
Contact - All comments

შეუძლებელია საზღვაო ან საჰაერო ხომალდის მეთაურს ჰქონდეს ელექტრონულ ბაზასთან წვდომა

tamtatamta123's picture
tamtatamta123 (tamta)
სხვა
Registration Date: 2023/02/11
Last visit: 2023/07/06 14:12:46
Contact - All comments

17 წლის გიორგი გაემგზავრა საოცნებო პერსონალური კომპიუტერის შესაძენად ტექნიკის მაღაზიაში. მან შეარჩია სასურველი კომპიუტერი და დადო ტექნიკის მაღაზიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საფასური გიორგიმ გადაიხადა მშობლების საკრედიტო ბარათიდან. მას შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა შეიტყვეს მის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, ძალიან გაბრაზდნენ და მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მშობლებს მიაჩნდათ, რომ კომპიუტერი ხელს შეუშლის მათ შვილს გამოცდენბის ჩაბარებაში. ამასობაში გიორგის მიაღწია 18 წლის ასაკს. მშობლები ითხოვენ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
აქვთ თუ რა მშობლებს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?

გიორგის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების, კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები, ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის.სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18 წლამდე მყოფი სუბიექტი ითვლება არასრულწლოვნად. კაზუსიდან დგინდება, რომ გიორგი არის 17 წლის.შესაბამისად იგი არასრულწლოვანია.ამასთან, აუცილებელია სახეზე იყოს ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი. ორმხრივია გარიგება, როცა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის ფაქტი.მან ტექნიკის მაღაზიასთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება.შესაბამისად, გიორგის მიერ დადებულია ორმხრივი გარიგება.ამასთან, გიორგიმ გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდან დგინდება, რომ მშობლები წინააღმდეგები არიან ამ გარიგების და ითხოვენ მის ბათილობას.შესაბამისად,მოწონების ფაქტი არ გვაქვს სახეზე.ამასთან, აუცილებელია გარიგება არ იყოს სარგებლიანი არასრულწლოვნისთვის. სარგებელში იგულისხმება არა ფინანსურური, არამედ უფლებრივი სარგებელი, როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებით გიორგის წარმოეშობა საპასუხო ვალდებულება, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, გარიგება არ არის სარგებლის მომტანი გიორგისთვის.თუმცა შესაძლოა დადებული გარიგება იყოს ნამდვილი 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის აუცილებელია არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, თავისუფალი განკარგვის მიზნით.კაზუსიდან დგინდება,რომ გიორგიმ გადაიხადა მშობლების საკრედიტო ბარათით.ვინაიდან პრობლემა არ იკვეთება კაზუსში,ე.ი ის მას გადასცეს თავისუფალი განკარგვის მიზნით.შესაბამისად ემანსიპაციის ეს ფორმა სახეზეა. მოთხოვნა არ წარმოიშვა. გიორგის მშობლებს არ აქვთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
16 წლის ნინოს სურს ოქროს სამაჯურის შეძენა. ერთ-ერთი მისი ნაცნობი ნინოს შესთავაზებს სამაჯურის შეძენას 500 ლარად. სამაჯურის საბაზრო ღირებულება შეადგენს 10000 ლარს. გახარებული ნინო სიხარულით თანხმდება შეთავაზებას. ის დარწმუნებულია, რომ მშობლები მოუწონებენ შენაძენს, თუმცა იმედგაცრუებული რჩება. მშობლები მოითხოვენ ნინოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
აქვთ თუ არა მშობლებს ნინოს მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?

Amoxsna
ჰიპოთეზა- შესაძლოა ნინოს მშობლებს გარიგების ბათილად მოთხოვნის უფლება ჰქონდეთ სქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. კაზუსის მიხედვით ნინოს მშობლებს რომ წარმოეშვათ მოთხოვნის უფლება უნდა არსებობდეს კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ელემენტი სახეზე, კერძოდ არასრულწლოვნის მიერ უნდა იყოს ორმხრივი გარიგება დადებული, ეს უნდა იყოს კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, ასევე კანონიერი წარმომადგენელი არ უნდა იწონებდეს დადებულ ხელშეკრულებას და ასევე არ უნდა იღებდეს არასრულწლოვანი სარგებლის. რაც შეეხება პირველ ელემენტს სახეზე უნდა იყოს არასრულწლოვანი და მის მიერ დადებული უნდა იქნეს ორმხრივი გარიგება, კაზუსის მიხედვბით ნინო არის 16 წლის, სამოქალაქო კოდექსის მე-12-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით არასრულწლოვანია შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის პირი, შესაბნამისად სახეზე გვყავს არასრულწლოვანი. რაც შეეხება მეორე ელემენტს კაზუსის მიხედვით კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობა არ იყოს სახეზე და ამ თანხმობის გარეშე დადო ნინომ ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად დასტურდება მეორე ელმენტის აესებობაც. მესამე ელემენტი არის ის, რომ არ უნდა იყოს შემდგომი მოწონების ფაქტი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, კაზუსის მიხედვით კი არათუ მოწონების ფაქტი იკვეთება, არამედ მშობლები ითხოვენ არსებული გარიგების ბათილობას, შესაბამისად არ გვაქვს შემდგომი მოწონებაც. ბოლოს კი არ უნდა არ უნდა დასტურდებოდეს სარგებლის მიღება არასრულწლოვანის მიერ, კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილში ნახსენები სარგებელი თავის თავში არ მოიაზრებს მატერიალურ სარგებელს, კერძოდ სარგებელში იგულისხმება სამართლებრივი სარგებელი, კონკრეტულად კი აქ იგულისხმება შემთხვევა როდესაც პირს არ წარმოეშობა ვალდებულება და წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, მაგრამ ნინომ რახან დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ეს ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ორმხრივმავალდებულებელი, შესაბამისად არ დასტურდება სარგებლის მიღებაც. დასკვნა- ნინოს მშობლებს გარიგების ბათილად მოთხოვნის უფლება აქვთ სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

maruckebi's picture
maruckebi (mariami)
სხვა
Registration Date: 2023/01/28
Last visit: 2023/10/19 16:19:51
Contact - All comments

1. თავიდან სწორი იქნება თუ ზოგადად შენატანის ცნებას განვმარტავთ, რადგანაც შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება,რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
რაც შეეხება კაზუსის პირველ ნაწილს: პარტნიორების უარი იაშვილის მოთხოვნაზე იყო საქართველოს მეწარმეთა კოდექსის 24 -ე მუხლთან შეუსაბამო , რადგანაც მეწარმეთა შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში როდესაც არაფულადი შენატანის ოდენობა მეტია შეთანხმებული შემატანის ოდენობაზე, პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება, ხოლო საზოგადოება უფლებამოსილია ამ ვალდებულების შესრულება გადაავადოს არაუმეტეს 1 წლით, თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმაზე რომ პარტნიორებს არ ჰქონდათ უფლება უარი ეთქვათ იაშვილის მოთხოვმაზე.
2.პარტნიორებს შეთანხმებულ დროზე ადრე არ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ სპს „კილაძე და კომპანიასთვის“ შენატანის განხხორციელება რადგანაც საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით შენატანი უნდა შესრულდეს კანონით და წესდებით განსაზღვრულ წესსა და ვადებში. შესაბამისად პარტნიორთა მოთხოვნა იმაზე რომ შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს ,,კილაძე და კომპანიისთვის " შენატანის განხორციელება არ არის კანონიერი და მართებული, ვინაიდან პარტნიორთა შეთანხმებით და წესდებით მას შენატანის ვადა განუსაზღვრეს და გაიგრძელეს 2022 წლის 1 თებერვლამდე .
3.ასევე არაკანონიერია ის ფაქტიც, რომ შპს ბერმუხამ მის პარტნიორ სპს კილაძე და კომპანიას იმის გამო მოსთხოვა ვადაზე ადრე შენატანის განხორციელება რომ კრედიტორი დაეკმაყოფილებინა. ვინაიდან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის არ აგებს პასუხს კრედიტორის წინაშე . შესაბამისად ამ შემთხვევაში უშუალოდ შპს ბერმუხას უნდა ეგო პასუხი მთელი თავისი ქონებით კრედიტორის წინაშე.
4.კანონიერია უარი, ვინაიდან მას წესდებით ჰქონდა განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც უნდა განეხორციელებინა შენატანი. მას უფლება ჰქონდა უარი ეთქვა შენატანის ვადაზე ადრე განხორციელებაზე.

maruckebi's picture
maruckebi (mariami)
სხვა
Registration Date: 2023/01/28
Last visit: 2023/10/19 16:19:51
Contact - All comments

2222222თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ ის რომ სახეზე არის სამი პარტნიორი, მათ შორის არიან: კაკაბაძე, ხმალაძე, შპს გვირილა. ეს სამივე წარმოადგენენ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას სახელად "შპს ხმალაძე და კომპანია".
დამატებით უნდა ითქვას, ის რომ თითოეულ მათგანს საზოგადოების კაპიტალში შეტანილი აქვთ გარკვეული თანხა, რომელიც არის 1000ლარი. ჯამში კი წარმოადგენს 3000ლარს.
როგორც მეწარმეთა შესახებ კანონის 94 მუხლში წერია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები. ამასთანავე უნდა ითქვას ისიც, რომ სოლიდარული ტიპის საზოგადოება წარმოადგენს ამხანაგობის ტიპის საზოგადოებას.
ამის შესაბამისად პარტნიორები ვალდებულები თანხა კომპანიის ბიუჯეტიდანაც გადაიხადონ და ასევე თავიანთი სახსრებიდანაც.
რაც შეეხება "თბილბანკის" მოთხოვნას მიმაჩნია რომ არასწორია, რადგანაც მას ჯერ უნდა მიემართა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის ამას კი ვადასტურებთ 110 მუხლით, რომლის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, ის რომ ვინაიდან გვირილა გავიდა 2018 წელს ეს არ არის საკმარისი რომ მან უარი თქვას პასუხისმგებლობაზე, რადგანაც 110 მუხლში აღნიშნულია, რომ გასული უნდა იყოს 3 წელი გვირილას რომ ყველანაირი ვალდებულება მოეხსნას.
ამასთანავე ისიც მნიშვნელოვანია, რომ კანონიერად არ მიმაჩნია "თბილბანკის" მოთხოვნა გვირილას მიმართ, რადგანაც ის წარმოადგენდა მისი აზრით სხვა პარტნიორებთან შედარებით გადახდისუნარიან პარტნიორს.
ვფიქრობ, რომ უპირველესად, თბილბანკს პირდაპირ უნდა მიემართა "შპს ხმალაძე და კომპანიისათვის" და ამ შემთხვევაში კი სპს გადაიხდიდა იმ 3000ლარს რაც ბიუჯეტში ჰქონდა, ხოლო რაც დარჩებოდა 17 000ლარი, გადანაწილდებოდა სამ პარტნიორზე.

aPOstle's picture
aPOstle (giorgi)
სხვა
Registration Date: 2019/11/24
Last visit: 2023/06/17 16:40:27
Contact - All comments

Რაშვებიიი

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

კომპანია "ბადაგონს" შესაძლოა ჰქონდეს გიორგისგან ლევანისაგან ღვინის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია კომპანია "ბადაგონ"-სა და ლევანს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.ნასყიდობის ხელშეკრულება წინაპირობად ითვალისიწნებს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას ოფერტისა და აქცეპტის სახით. სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოფერტი წარმოადგენს მბოჭავი ხასიათის ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია პირთა განსაზღვრული წრისადმი და იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მხოლოდ თანხმობა ან უარყოფა კმაროდეს სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის. კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანმა გამოავლინა ნება, რაც გამოიხატა წერილის შედგენაში, რომელშიც დეტალურად იყო განსაზღვრული ადრესატი-კომპანია "ბადაგონი", ასევე შინაარსიც, კერძოდ მან შეუკვეთა 200 ბოთლი ღვინო. მაგრამ კაზუსიდან დგინდება, რომ წერილი გააგზავნა არა ლევანმა, არამედ მისმა დამლაგებელმა ნინომ. აქედან გამომდინარე ნინო შესაძლოა წარმოადგენდეს ლევანის წარმომადგენელს სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამისათვის აუცილებელია წარმომადგენლობა იყოს დასაშვები, მოხდეს ნინოს მიერ საკუთარი ნების გამოვლენა, ასევე ლევანის სახელით მოქმედება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა იყოს მოცემული. სსკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლობა დაუშვებელია, როცა საკითხი ეხება მკაცრად პირადი ხასიათის ურთიერთობებს ან კანონი კრძალავს გარიგებას დადებას წარმომადგენლის მეშვეობით. კაზუსის მიხედვით, საკითხი ეხება დამლაგებლის მიერ ღვინის შეძენას, რომელიც შეიძლება დაიდოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ, ასევე კანონით არ იკრძალება გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით. შესაბამისად, წარმომადგენლობა დასაშვებია. ამასთან, აუცილებელია წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა. ზოგადად, წარმომადგენლობა უნდა იქნეს გასნხვავებული შიკრიკის ინსტიტუტისგან, რა დროსაც შიკრიკი ავლენს არა საკუთარ ნებას, არამედ გადააქვს სხვა პირის ნება. ჩვენს შემთხვევაში, დამლაგებლის მიერ წერილის გაგზავნის დროს ნების გამოვლენა გამოვლინდა სწორედ მის მიერ არჩევანის გაკეთებაში, კერძოდ, გაეგზვნა მითითებული წერილი. შემდეგი ელემენტია წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედება. კომპანია "ბადაგონი"-სათვის ერთმნიშვნელოვნად იყო შესაცნობი, რომ გარიგებას დებდა ლევანი. შესაბამისად, სახეზე არის წრმოდგენილი პირის სახელით მოქმედება. თუმცა აქ გასათვალისწინებელია,რომ სახეზე არ გვაქვს წარმომადგენლობითი უფლებამომოსილება სსკის 107-ე მუხლის მნიშვნელობით,ვინაიდან აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ დამლაგებლის ფუნქციები.მისი უფლებამოსილებიდან და ფუნქციების გათვალისწინებით მას ვერ ექნებოდა მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.შესაბამისად, ნინო არ წარმოადგენს ლევანის წარმომადგენელს. სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი,თუ კი სახეზეა წარმომადგენლობა,ასეთი გარიგებით წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს.შესაბამისად, თუ კი ნინო წარმოადგენდა ლევანის წარმომადგენელს,იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა ლევანს ვალდებულებები.მოთხოვნა არ წარმოიშვა.კომპანია "ბადაგონ"-ს არ აქვს ლევანისაგან ღვინის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

17 წლის ლევანი დიდი ხანია ინახავს მისთვის მშობლების მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენების მიზნით გადაცემულ თანხას საოცნებო ლეპტოპის შესაძენად. 2000 ლარის შეგროვების შემდეგ ის გაემართა შპს "აქტაოქეიში" ლეპტოპის შესაძენად. შეიძინა ნივთი და გახარებული დაბრუნდა სახლში. როცა მისმა მშობლებმა გაიგეს მის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, ძალიან გაბრაზდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ლევანს არაფერში სჭირდებოდა ამ ღირებულების ლეპტოპის ფლობა. ამასთან, ისინი შიშობდნენ, რომ ლევანი აღარ დაუთმობდა დროს სწავლას. სწორედ ამ მიზეზებით მშობლებმა მოითხოვეს ლევანის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობა. აქვთ თუ არა ლევანის მშობლებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?

ლევანის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის აუცილებელია,რომ არსებობდეს არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების, კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები, ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის. 18 წლამდე მყოფი სუბიექტი ითვლება არასრულწლოვნად,სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-14 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.კაზუსის მიხედვით,გიორგი არის 17 წლის.გამოდის,რომ იგი არასრულწლოვანია.ამასთანავე შემდეგ მოთხოვნას წარმოადგენს რომ, სახეზე იყოს ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი. ორმხრივ გარიგებას წარმოადგენს, როცა გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის ფაქტი.კაზუსიდან ჩანს,რომ ლევანსა და კომპანია აქტაოქეის შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.ამ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი პირის მიერ ნების გამოვლენა. შესაბამისად,ლევანის მიერ დადებულია ორმხრივი გარიგება. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ლევანმა გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდანიკვეთება, რომ მშობლები წინააღმდეგები არიან ამ გარიგების უფრო მეტიც ითხოვენ მის ბათილობას.შესაბამისად,მოწონების ფაქტი არ გვაქვს სახეზე.ამასთან, აუცილებელია,რომ გარიგებას არ ჰქონდეს სარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვანისათვის.ამ სარგებელში იგულისხმება არა ფინანსურური, არამედ უფლებრივი სარგებელი, როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი ლევანს წარმოეშობა საპასუხო ვალდებულება, რომელსაც წარმოადგენს, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება.აქედან გამომდინარე, გარიგება არ არის სარგებლის მომტანი ლევანისათვის.მაგრამ გასათვალისწინებელია ,რომ ლევანის მიერ დადებული გარიგება მივიჩნიოთ ნამდვილად სსკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამისათვის საჭიროა არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგოს ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, თავისუფალი განკარგვის მიზნით. კაზუსიდან დგინდება, რომ მშობლები ლევანის თავისუფალი განკარგვის მიზნით გადასცემდნენ თანხას. მოთხოვნა არ წარმოიშვა. ლევანის მშობლებს არ აქვთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63- ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

ნათია ძვირფასი ზარდახშის მესაკუთრეა, რომელიც თავისი დიდი ბებიისგან მემკვიდრეობით ერგო. ის არის მოოქროვილი და ამშვენებს ძვირფასი ქვები. პანდემიის ფონზე ნათია დაკარგავს სამსახურს და დარჩება შემოსავლის გარეშე. იმისათვის, რომ უზრუნველყოს მისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა, ის დაიწყებს სახლიდან ნივთების რეალიზაციას. მიუხედავად ემოციური დაძაბულობისა, ის ასევე გადაწყვეტს ძვირფასი ზარდახშის რეალიზაციას. ზარდახშის ყიდვის სურვილს გამოთქვამს მაია. ნათიასა და მაიას შორის ძვირფასი ზარდახშის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნათიამ ნასყიდობის საფასურად მიუთითა 500 ლარი. ზარდახშის გადაცემისას ნათიამ აღმოაჩინა, რომ 5000 ლარის ნაცვლად ჰქონდა მითითებული 500 ლარი და მოსთხოვა მაიას 5000 ლარის გადახდა. მაია უარს ამბობს ამ თანხის გადახდაზე, ხოლო ნათია ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

აქვს თუ არა ნათიას ნასყიდობის ხელშეკრულებ ის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?
Body

ნათიას შესაძლოა ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.ამისათვის აუცილებელია ნათიას მიერ ნამდვილი შეცილების განხორციელება,რომელიც წინაპირობად ითვალისწინებს შეცილების საფუძვლის,შეცილების გაცხადების და შეცილების ვადის დაცვას.შესაძლოა სახეზე იყოს არსებითი შეცდომა გარიგების შინაარსში სსკ-ის 73-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის მიხედვით. კაზუსიდან დგინდება,რომ ნათია ძვირფასი ზარდახშის მესაკუთრეა,რომელიც არის მოოქროვილი და ამშვენებს ძვირფასი ქვები,ამასთანავე ის ამ ნივთების რეალიზაციას ახორციელებდა იმისათვის,რომ არასრულწლოვანი შვილი ერჩინა.იქედან გამომდინარე,რომ ნასყიდობოს საგანი წარმოადგენდა ძვირფასს ნივთს,რომლის ღირებულებაც წარმოადგენდა 5000ლარს,ძნელი წარმოსადგენია,რომ მისი მესაკუთრე მას გაყიდდა 500 ლარად.ამიტომაც საგულისხმოა,რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საფასურის განსაზღვრისას უბრალოდ მოხდა ტექნიკური შეცდომა.შესაბამისად სახეზეა არსებითი შეცდომა გარიგების შინაარსში. შემდეგი ელემენტია ის ,რომ შეცილება გაცხადებული უნდა იყოს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.შეცილება წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას,რომელიც ნამდვილია იმ მომენტიდან,როცა ის მეორე მხარეს მიუვა,ანუ როცა მას აქვს მისი გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა.კაზუსიდან დგინდება,რომ ნათია როგორც კი აღმოაჩენს თუ არა შეცილების საფუძველს-რომ 5000ლარის ნაცვლად ჰქონდა მითითებული 500 ლარი,მაშინვე მოითხოვს შესაბამისი თანხის გადახდას მაიასაგან.შესაბამისად სახეზეა შეცილების გაცხადების ფაქტი. ამასთანავე დაცული უნდა იყოს შეცილების ვადა. სსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე-შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდა 1 თვის ვადაში.კაზუსიდან დგინდება,რომ ნათიამ როგორც კი აღმოაჩინა შეცილების საფუძველი და კონტრაჰენტისგან მიიღო უარი,მაშინვე ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.შესაბამისად შეცილების ვადა დაცულია.მოთხოვნა წარმოიშვა.ნათიას აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

გიორგი გადაწყვეტს საგურამოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებას. ამ მიზნით ის განათავსებს უძრავი ქონების გაყიდვის პორტალზე განაცხადს, სადაც მიუთითებს ქონების მახასიათებლებს და ფასს 500000 ლარის ოდენობით. ნინოს, რომელსაც სურს ქალაქგარეთ სახლის შეძენა, დაინტერესდება გიორგის შეთავაზებით, დაურეკავს მას. ქონების დათვალიერების შემდეგ გადაწყვეტს ქონების შეძენას, თუმცა საშემოსავლო გადასახადის შემცირების მიზნით გიორგი და ნინო შეთანხმდებიან, რომ ქონების ღირებულებად ნაცვლად 500000 ლარისა მიუთითონ 100000 ლარი. გიორგი და ნინო დადებენ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას კანონით დადგენილი ფორმის დაცვით და მოხდება რეესტრში საკუთრების უფლების ნინოს სახელზე რეგისტრაცია. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ ითხოვს გიორგი ნინოსაგან 500000 ლარის გადაცემას, თუმცა ნინო უარს ამბობს ამ მოცემულობით თანხის გადაცემაზე და თანახმაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადასცეს გიორგის.

აქვს თუ არა გიორგის 500000 ლარის გადაცემის მოთხოვნის უფლება?

გიორგის შესაძლოა ჰქონდეს 500000 ლარის გადაცემის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ეს მეორე და 81-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია, გიორგისა და ნინოს შორის დადებულ იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულება და ასევე გარიგება დადებულ უნდა იქნეს მოტყუებით. ნასყიდობის ხელშეკრულება, ეს არის ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა. კაზუსიდან დგინდება რომ გიორგისა და ნინოს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. თუმცა ასევე კაზუსიდან ირკვევა რომ უძრავი ქონების ღირებულება იყო 500000 ლარის ოდენობის, რის შესახებაც აქსეპორმა ნინომ იცოდა. თუმცა გიორგისა და ნინოს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში 100000 ლარი არის მითითებული. ნასყიდობის ორივე მხარე ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ რომ საშემოსავლოს გადახდის შემცირების მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ იქნება არა 500000 ლარი არამედ 100000 ლარი. თუმცა ვიცით რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულ უნდა იქნეს წერილობითი ფორმითა და არა ზეპირი. თუმცა რომ არა ზეპირი გარიგების ეს პირობა გიორგი ნინოსთან არ დადებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. მათ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, ნინო თანახმაა გიორგის გადაუხადოს ხელშეკრულებაში მითითებული თანხა და ზეპირი შეთანხმეფით გათვალისწინებულ 400000 ლარის გადახდაზე უარს აცხადებს. თუმცა რომ არა ზეპირი შენთანხმება გიორგი ნინოსთან არ დადებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. გიორგი ნინოსთან დადებული გარიგებით იქნა მოტყუებული. მაშასადამე გიორგის ნინოსგან აქვს 500000 ლარის გადახდის მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მიხლის მეორე და 81-ე მიხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

ანი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მენეჯერულ პოზიციაზე. ერთ-ერთ ნაცნობს მან მართვის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით გამოართვა თანხა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა გოგისთვის, რომელიც ამ ინფორმაციის მის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა. კერძოდ, ანის გაუმხილა, რომ იცოდა ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე და თუ წყნეთში მდებარე აგარაკს არ მიჰყიდდა, ამის თაობაზე აცნობებდა სამუშაოს ხელმძღვანელობას და საგამოძიებო ორგანოებს. ანის ძალიან უყვარს წყნეთის აგარაკი, ვინაიდან ეს მისი მშობლებისაგან დატოვებული ქონებაა და მის მშობლებთან ასოცირდება. ანი დაკარგავს მოსვენებას, ძალიან შეშფოთდება, მაგრამ სამუშაო ადგილისა და პასუხისგებაში მიცემის შიშით 2010 წლის 1 იანვარს დადებს გოგისთან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას. უძრავი ქონება აღირიცხება გოგის საკუთრებად. 2012 წლის 1 იანვარს საგამოძიებო ორგანოსათვის ცნობილი გახდება ანის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ და ის მიეცემა პასუხისგებაში და სასჯელის სახით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. 2014 წლის 1 დეკემბერს ანი მიმართავს გოგის და მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
აქვს თუ არა ანის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?

Body

შესაძლოა ანის ჰქონდეს 85 მუხლის შესაბამისად გოგისთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება, ამისათვის აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილება, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. კაზუსიდან დგინდება რომ ანის მიმართ გოგის მხრიდან განოხორციელებული იყო მუქარა, რომ იცოდა ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე და თუ წყნეთში მდებარე აგარაკს არ მიჰყიდდა, ამის თაობაზე აცნობებდა სამუშაოს ხელმძღვანელობას და საგამოძიებო ორგანოებს. ეს შესაბამისად ნიშნავს იძულების ფაქტს რათა მისთვის ანის მიეყიდა აგარაკი და ამ მოქმედებით მან იძულებით დადო ანისთან ნასყიდობის ხხელშეკრულება, ეს ინფორმაციის გოგიმ მის სასარგებლოდ გამოიყენა. გარდა ამისა ასევე აუცილებელია ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, 477 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მიუხედავად იმისა რომ ანი სამუშაო ადგილისა და პასუხისგებაში მიცემის შიშით 2010 წლის 1 იანვარს დადებს გოგისთან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი არსებობს კაზუსიდან გამომდინარე მთავა ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ანიმ ნასყიდობის ხელშეკრულება დადო მუქარის საფუძველზე გოგისთან, შესაბამისად 85 მუხლის მიხედვით ანის შეუძლია მოითხოვოს გოგისთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

თორნიკემ „ტოიოტას” ცენტრში 80.000 ლარად ახალი „ტოიოტა-ლენდკრუიზერი” იყიდა. მანქანის ყიდვიდან ერთი კვირაც არ იყო გასული,რომ ავტობანზე მანქანის ელექტროგაყვანილობა მწყობრიდან გამოვიდა და ევაკუატორის გამოძახება გახდა საჭირო ავტოტექმომსახურების ცენტრში მის გადასაყვანად. იმავე საღამოს, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნისას, თორნიკე სიცილ-სიცილით ჰყვებოდა, როგორ გაამწარა მანქანამ, რომ მისი შეკეთება 1.000 ლარი დაუჯდებოდა და შეკეთება კი არა,1.000 ლარს თუ ვინმე მისცემდა, საერთოდ მიჰყიდიდა ამ მანქანას. თორნიკეს ერთ-ერთი მეგობარი ლაშა ამ შეთავაზებით აღფრთოვანდა, ვინაიდან „ლენდკრუიზერის” ქონა მისი დიდი ხნის ნატვრა იყო და იმწამსვე დასთანხმდა. თორნიკემ დასტურად ლუდის კათხა მიუჯახუნა და უთხრა:
დილიდანვე მოდი და ადვოკატის წამოყვანა არ დაგავიწყდეს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გავაფორმოთო. მეორე დილით ლაშამ ჯერ ნაცნობ ადვოკატთან შეიარა და მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება და თორნიკესთან წაყოლა სთხოვა, რაზეც ადვოკატი 500-ლარიანი ანაზღაურების სანაცვლოდ დასთანხმდა, შემდგომ კი თავად თორნიკეს მიაკითხეს ფულის მისაცემად და მანქანის წამოსაღებად. თორნიკემ ლაშასა და ადვოკატის დანახვის და ამ ამბის მოსმენის შემდეგ სიცილი ვერ შეიკავა და გაკვირვებულმა უთხრა ლაშას: ხომ არ გადაირიე, ხუმრობა არ გესმისო. ლაშა
დაჟინებით ითხოვს მანქანის გადაცემას ან, მინიმუმ, ადვოკატის ხარჯის
ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით.
რის მოთხოვნის უფლება აქვს ლაშას თორნიკეს მიმართ?
ამოხსნა
შესაძლოა ლაშას ჰქონდეს ავტომობილის გადაცემის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი საფუძველზე.
ამისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელმეკრულების არსებობა, რომელიც თავის მხრივ წინაპირობად ითვალისწინებს ნამდვილი ოფერტის და ნამდვილი აქცეპტის არსებობას. ოფერტი გულისხმობს ხელშეკრულების დადების შესახებ შეთავაზებას, რომელიც ერთი ან რამდენიმე პირისადმი და ოფერტი შეზღუდული საკუთარი შეთავაზებით და აქცეპტის შემთხვევაში ვალდებულია დადოს ხელშეკრულება. ოფერტად შეიძლება შეფასდეს თორნიკეს შეთავაზება, რომ თუ ვინმე მისცემდა 1000 ლარს, მიჰყიდდა ავტომობილს. ვინაიდან შეთავაზება მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, ის წარმოადგენს არა ოფერტს, არამედ მოწვევას ოფერტზე. თუმცა ლაშას მიერ თორნიკეს წინადადებაზე დათანხმება შეიძლება შეფასდეს ოფერტად, ამისათვის აუცილებელია ოფერტი შეიცავდეს ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას და იმ ფორმით იყოს ფორმულირებული, რომ მხოლოდ დათანხმება ან უარყოფა კმაროდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის წარმომობისთვის. ვინაიდან ლამას შეთავაზება შეიცავს მითითებას მანქანის მოდელზე, ფასზე, მივმართება კონკრეტულ სუბიექტს, ის წარმოადგენს ოფერტს. აქცეპტად შეიძლება შეფასდეს თორნიკეს განცხადება, რომ მეორე დღეს მისთვის გაევლო და თან ადვოკატიც წამროეყვანა. ხელშეკრულებსი დადების მიზნით. სახეზეა - თორნიკეს მიერ ლაშას შეთავაზებაზე დათანხმების ფაქტი, შესაბამისად, სახეზეა აქცეპტი. სახეზე გვაქვს მხარეთა მორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
თუმცა მოთხოვნის წარმოშობა არსებითად შეიძლება დაბრკოლდეს სსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.ამისათვის აუცილებელია ნების გამოვლენა მოხდეს არასერიოზულად, იმ ვარაუდით რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა. თორნიკემ სიცილიტ მიმართა,რომ მან იხუმრა,შესაბამისად, სახეზეა მის მიერ ნების არასერიოზულად გამოვლენის ფაქტი. თორნიკეს მიერ სიცილით ნების გამოვლენა,ავტომობილის ნასყიდობის ფასსა და რეალურ საბაზრო ღირებულებას შორის აშკარა დისპროპორცია, შეტავაზების ადგილი და თორნიკეს მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი წარმოშობს ვარაუდის საფუძველს ნების გამოვლენის არასერიოზულობის შესახებ. სესაბამისად,მხარეტა შორის დადებული გარიგება ბათილია.
ლაშას არ აქვს თორნიკესგან 500 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

ირაკლის აქვს დაადების დღე. მან თავის 15 წლის დას, ნათიას სთხოვა ტორტის შეძენა საკონდიტრო „ასორტში“ 150 ლარად. ნათიამ თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო საკონდიტროში “ლიკა“ შეიძინა ტორტი, თავიი გემოვნებით. კონდიტეი და ნათია თანხის -160 ლარის მოგვიანებით, 2 კვირაში, გადახდაზე შეთანხმდნენ. როც ნათიამ 3 კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ შეიარა იმავე საკონდიტროში, ნამცხვრის საყიდლად, კონდიტემა მას ტორტის საფასურის გდახდის შესახებ შეახსენა. თუმცა, ნათიამ უარი უთხრა გადხდაზე, რადგან ტორტი ირაკლიმ შეიძინა.
კითხვა: შეუძლია თუ არა კონდიტერს, მოითხოვოს ნათიასგან ტორტის საფასურის გადახდა?

-შესაძლოა კონდიტერს ჰქონდეს ნათიასაგან ტორტის ღირებულების გადახდის მოთხოვნის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 -ე ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, რომელიც თავის მხრივ, წინაპირობად ითვალისწინებს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას, ოფერტის და აქცეპტის სახით. ოფერტი წარმოადგენს ნების გამოვლენას, რომელიც შეიცავს ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას და იმ ფორმით არის გამოხატული, რომ მხოლოდ თანხმობა ან უარყოფა კმარა ხელშეკრულების დასადებად. კაზუსიდან დგინდება რომ ნათიამ შეიძინა ტორტი საკონდიტროში, შესაბამისად მან განახორციელა ოფერტი ტორტის შეძენასთან დაკავშირებით. აქცეპტი წარმოადგენს თანხმობას ოფერტზე, ვინაიდან საკონდიტრომ გასცა პროდუქცია ნათიაზე, სახეზეა მის მიერ გამოვლენილი აქცეპტი. აქედამ გამომდინარე, ნათიასა და საკონდიტროს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება.
შესაძლოა ნათია იყოს ირაკლის წარმომადგენელი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პროცესში სსკ-სი 103-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია ნამდვილი წარმომადგენლობის არსებობა, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებას, წარმომადგენლობის დასაშვებობას, წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედების, წარმოდგენილი პირის მიერ საკუთარი ნების გამოვლენის ელემენტების არსებობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლობა ან კანონიდან გამომდინარეობს, ან წარმოიშობა გარიგების სააფუძველზე. კაზუსიდან დგინდება, რომ ირაკლიმ დაავალა ნათიას ტორტის შეძენა კონკრეტულ საკონდიტროში და ასევე კონკრეტული თანხის ფარგლებში. შესაბამისად, სახეზეა ირაკლის მიერ ნათიასათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება. კაზუსიდან დგინდება, რომ ნათიამ ტორტი შეიძინა არა ირაკლის მიერ დასახელებულ საკონდიტრო „ასორტში“, არამედ „ლიკაში“, ასევე გადააცილა ირაკლის მიერ განსაზღვრულ ზღვრულ თანხას და ნაცვლად 150 ლარისა, ტორტი შეიძინა 160 ლარად. შესაბამისად ნათია გასცდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებს და მოქმედებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირი რომელიც დებს გარიგებას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე, ამ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, წარდგენილი პირი მოიწონებს თუ არა გარიგებას. აქედან გამომდინარე, ნათიას მიერ დადებული გარიგება წარმოადგენს მერყევად ბათიად გარიგებას, და ამ გარიგების ნამდვილობა ხდება დამოკიდებული ირაკლის მოწონებაზე. ვინაიდან არ იკვეთება საწინააღმდეგო გარემოება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახეზეა ირაკლის მიერ გარიგების მოწონების ფაქტი. შესაბამისად გარიგება არის ნამდვილი.
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ გარიგების ხასიათიდან გამომდინარე მისი დადება წარმომადგენლის მეშვეობით არ უნდა განხორციელდეს, მაშინ წარმომადგენლობა დაუშვებელია. კაზუსიდან გამომდინარე საკითხი ეხება საკონდიტრო ტორტის შეძენის დავალებას. ტორტი შეიძლება შეძენილ იქნეს ნებისმიერი მესამე პირის მიერ. შესაბამისად, წარმომადგენლობა დასაშვებია.
ამასთან, აუცილებელია წარმომადგენლის საკუთარი ნების გამოვლენა. კაზუსიდან დგინდება, რომ ნათიამ ტორტი შეარჩია საკუთარი გემოვნებით. შესაბამისად მან ტორტის შერჩევის პროცესში საკუთარი ნება გამოავლინა. აქედან გამომდინარე, სახეზეა წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენის ფაქტი. დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედება. ამასთან, კონტრაჰენტისათვის შესაცნობი უნდა იყოს რომ გარიგება იდება არა წარმომადგენლის მიერ საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ სხვა პირის ინტერესებისთვის. კაზუსიდან დგინდება, რომ ნათიას რაიმე ფორმით საკონდიტროსთვის არ განუმარტავს, რომ ის დებდა გარიგებას სხვა პირის ინტერესისთვის. შესაბამისად, ამ უკანასკნელისთვის არ იყო განჭვრეტადი სხვა პირისთვის გარიგების დადების ფაქტი. შესაბამისად, ნათიას მიერ დადებული გარიგება არ არის სხვა პირის სახელით სსკ-ის 104-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოთ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია ვისთან დადებს გარიგებას. კაზუსიდან დგინდება, რომ საკონდიტროს არ შეეძლო რომ ევარაუდა, რომ გარიგებას ნათია დებდა სხვა პირისათვის. ამასთან ვინაიდან ადგილი ჰქონდა არა ადგილზე ანგარიშსწორების, არამედ მოგვიანეთ თანხის გადახდის დაპირების ფაქტს, საკონდიტროსთვის არ იყო სულერთი მოვალის პიროვნება. შესაბამისად არ გვაქვს სახეზე ნამდვილი წარმომადგენლობის არსებობა.
104-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშვა ნათიას. თუმცა ნათია არის თხუთმეტი წლის და მის მიერ დადებული გარიგების ნამდვილობისათვის, სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოითხოვება შემდეგი ელემენტების არსებობა; კანონიერი წარმომადგენლის გარიგების მოწონების ფაქტი ან გარიგების სარგებლიანი ბუნება არასრულწლოვნისთვის. გარიგება არ არის სარგებლის მომტანი მისთვის. კაზუსიდან არ დგინდება რაიმე ელემენტი რომელიც მიუთითებს მშობლების მიერ გარიგების მოწონების ან პირიქით მოწონების არარსებობის ფაქტზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშობლები მოიწონებდნენ მის მიერ დადებულ გარიგებას. ნათიასა და საკონდიტროს შორის დადებული გარიგება ნამდვილია. საკონდიტროს მოთხოვნა წარმოიშვა. საკონდიტროს არ აქვს ნათიასგან ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად.

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

გიორგი არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი. ის არის გამოცდილი და პროფესიონალი კადრების ძიებაში. ერთ დღეს მასთან მუშაობის დაწყების სურვილს გამოთქვამს ლევანი, რომელიც დასაქმდება გაყიდვების სამსახურში. ამასთან, გიორგი თავის მომხმარებლებს ელექტრონული ფორმით შეატყობინებს, რომ გაყიდვებზე შეუძლიათ მიმართონ ლევანს. ლევანს ასევე ევალება თავად კომპანიისათვის აუცილებელი ინვენტარით უზრუნველყოფა პარტნიორი კომპანიებისაგან. ლევანი ძალიან სწრაფად ავლენს კარგ უნარებს. გიორგი კადრის შენარჩუნების მიზნით მას დააწინაურებს, გაუზრდის ანაზღაურებას. ამასთან, გადაიყვანს მენეჯერულ პოზიციაზე, სრულად ჩამოსცილდება გაყიდვებს, მათ შორის, კომპანიისათვის ავეჯის შესყიდვაც აღარ წარმოადგენს მის ფუნქციებს. ამის მიუხედავად თანამდებობის შეცვლის შემდეგ ის დაურეკავს პარტნიორ ნინოს და შეუკვეთავს სამშენებლო კომპანიისთვის ავეჯს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 10000 ლარს. ნინო მოითხოვს 10000 ლარის გადახდას გიორგისაგან, რასაც შეეწინააღმდეგება გიორგი, ვინაიდან ლევანს აღარ ჰქონდა მსგავსი გარიგების დადების უფლება. ნინო ითხოვს 10000 ლარის გადახდას.
აქვს თუ არა ნინოს თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება?
ამოხსნა
შესაძლოა ნინოს ჰქონდეს გიორგისაგან თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
ამისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, რომელიც თავის მხრივ, წინაპირობად ითვალისწინებს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას, ოფერტის და აქცეპტის სახით. ოფერტი წარმოადგენს ნების გამოვლენას, რომელიც შეიცავს ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას და იმ ფორმით არის გამოხატული, რომ მხოლოდ თანხმობა ან უარყოფა კმარა ხელშეკრულების დასადებად. კაზუსიდან დგინდება, ლევანიმ შეუკვეთა ავეჯი განხორციელდა ოფერტი,ხოლო მიწოდებით განხორციელდა აქცეპტი. შესაბამისად ლევანს და ნინოს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.
შესაძლოა ლევანი იყოს გიორგის წარმომადგენელი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პროცესში სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ამისათვის აუცილებელია ნამდვილი წარმომადგენლობის არსებობა, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილები, წარმომადგენლობის დასაშვებობის, წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედების, წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენის ელემენტების არსებობას სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლობა ან კანონიდან გამომდინარეობს ან წარმოიშობა გარიგების საფუძველზე.
ვინაიდან ლევანი იყო დასაქმებული კომპანიაში შესაბამისად ის წარმოადგენდა კომპანიას მესამე პირებთან ურთიერთობაში,თუმცა საკითხავია წარმოდგენილი ხელშეკრულების დადების პროცესში მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების ფაქტი. ლევანი იყო დასაქმებული იმ პოზიციაზე რომლის ფუნქციებშიც არ შედიოდა ავეჯით უზრუნველყოფა.შესაბამისად გასცდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებს რაც გულისხმობს, რომ მოქმედებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე.
სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელიც დებს გარიგებას წარმოამდგენლობით უფლებამოსილების გარეშე, ამ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე წარდგენილი პირი მოიწონებდა თუ არა გარიგებას. აქედან გამომდინარე ლევანის მიერ დადებული გარიგება წარმოადგენს მერყევად ბათილ გარიგებას და ამ გარიგების ნამდვილობა ხდება დამოკიდებული გიორგის მოწონებაზე. კაზუსიდან დგინდება, რომ გიორგი ამ ფაქტს არ მოიწონებს და უარს ამბობს თანხის გადახდაზე იქიდან გამომდინარე, რომ, ლევანს აღარ ჰქონდა მსგავსი გარიგების დადების უფლება.
თუმცა შესაძლოა გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები გიორგის წარმოეშვას სსკ-ს 108 მუხლის საფუძველზე და ამისათვის აუცილებელია, უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს.კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ნინოსათვის ცნობილი იყო ლევანის უფლებამოსილებების შესახებ, რომ ის დასაქმებული იყო გაყიდვების სამსახურში და ასევე ევალება თავად კომპანიისათვის აუცილებელი ინვენტარით უზრუნველყოფა პარტნიორი კომპანიებისაგან. თუმცა როდესაც მოხდა ლევანის სხვა პოზიციაზე გადაყვანა ნინოსათვის ეს ფაქტი არ იყო ცნობილი, რადგან მას გიორგიმ არ შეატყობინა, ნინომ არ იცოდა რომ ლევანის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყდა და ამის შესახებ მას არც შეიძლება სცოდნოდა. ამასთანავე ამავე მუხლში გვაქვს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ მოხდება უფლებამოსილების ცვლილებების და ამასთანავე მისი გაუქმების ცნობა მესამე სამშენებლო კომპანიისთვის, აქედან გამომდინარე, იგი მოქმედებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში. ლევანის მიერ გამოვლენილ ნება ოფერტი სამართლებრივ შედეგს წარმოშობს მხოლოდ გიორგისათვის. ფაბულიდან არ იკვეთება მოთხოვნის შეწყვეტის ან განხორციელების შემაფერხებელი გარემოებები შესაბამისად, მოთხოვნა არსებობს და განხორციელებადია.
შესაბამისად ნინოს აქვს უფლება გიორგისაგან მოითხოვოს თანხის გადახდა სსკ-ს 477 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

ხანდაზმულობა არის:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი
რა მიზანს ემსახურება კანონის ინტერპრეტირება?
სამართლიანობის მიღწევა
რა მიეთითება სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი - „გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
დეფინიციური ნორმა
რა მიზანს ემსახურება კანონის ინტერპრეტირება?
სამართლიანობის მიღწევა

რა მიეთითება სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა
15 წლის გიორგი მშობლების თანხმობის გარეშე დებს ლევანთან ნასყიდობის ხელშეკრულებას. როგორია გიორგის (არასრულწლოვნის) მიერ დადებული გარიგება საცილო

შეიძლება თუ არა რამდენიმე ნორმის გამოყენება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად? დასაშვებია
გარიგებებში წარმომადგენლობის არსებობისას არ ექვემდებარება შემოწმებას: წარმომადგენლის სახელით მოქმედება
კაზუსის ამოხსნის რომელ ნაწილში მოწმდება უფლების დამაბრკოლებელი შესაგებლის არსებობა? მოთხოვნის წარმოშობა

გარიგებებში წარმომადგენლობის არსებობისას არ ექვემდებარება შემოწმებას: წარმომადგენლის სახელით მოქმედება

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი - „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“.
ჩამოთვლილთაგან რომელია ამ ნორმის ქმედების შემადგენლობა:
პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად, „მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.“.მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად; ლევანმა საიველირო მაღაზიაში შეიძინა ოქროს ბეჭედი. აღმოჩნდა, რომ ბეჭედი არ იყო ოქროსი. ლევანი ითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა ლევანს ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა: ლევანს შესაძლოა ჰქონდეს მაღაზიასთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

ლევანმა საიველირო მაღაზიაში შეიძინა ოქროს ბეჭედი. აღმოჩნდა, რომ ბეჭედი არ იყო ოქროსი. ლევანი ითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა ლევანს ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა:ლევანს შესაძლოა ჰქონდეს მაღაზიასთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

თელეოლოგიური განმარტება გულისხმობს? ნორმის არსისა და მიზნის ძიებას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, „გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.“ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის სამართლებრივ შედეგს? გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას
.ალტერნატიული ფაქტობრივი ელემენტის არსებობისას აუცილებელია თუ არა ყველა მათგანის არსებობა?ერთ-ერთის არსებობა საკმარისია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

ნათია და ნინო არიან მეგობრები. მათ შორის დაიდო ძვირფასი ტილოს ნასყიდობის ხელშეკრულება. ნათიამ ნასყიდობის ფასად მიუთითა 200 ლარი. ნინო დათანხმდა გარიგების დადებას. ნასყიდობის საგნის გადაცემისას აღმოჩნდა, რომ ნათიამ ნასყიდობის საფასურის 2000 ლარის ნაცვლად მიუთითა 200 ლარი, რის გამოც ნათიამ უარი თქვა ნივთის გადაცემაზე. აქვს თუ არა ნათიას გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს: არცერთი პასუხი არ არის სწორი .ვალდებულების შესრულება არის ?უფლების მომსპობი შესაგებელი რა მიზანს ემსახურება კანონის ინტერპრეტირება?სამართლიანობის მიღწევა რა სახის შეიძლება იყოს სხვა ნორმის სამართლებრივ შედეგებზე მითითება ?სტატისტიკური და დინამიკური გარიგებებში წარმომადგენლობის არსებობისას არ ექვემდებარება შემოწმებას: წარმომადგენლის სახით მოქმედება

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

ირაკლის სარჩელი აქვს აღძრული სასამართლოში გიორგის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენს თბილისში მდებარე 4 ოთხიანი ბინა საერთო ფართით 120 კვ.მ. სასამართლოს ზეპირ სხდომაზე მოსამართლე ირაკლისა და გიორგის შესთავაზებს დავის მორიგებით დასრულებას, წინაღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებს, რომ დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ორივე მხარისათვის არასასურველი შედეგი დადგეს. ირაკლის მორიგებას ასევე ურჩევს მისი ადვოკატი სანდრო. ირაკლის გიორგი შესთავაზებს, რომ ირაკლიმ ბინის სანაცვლოდ გადაიხადოს 50,000.00 აშშ დოლარი. ირაკლის აღნიშნული თანხა არ გააჩნია და მის ადვოკატ სანდროს ეუბნება, რომ მორიგება ვერ შედგება. სანდრო ირაკლის შეახსენებს დავის რისკების შესახებ და ასევე გაახსენებს, რომ ირაკლი ფლობს მიწის ნაკვეთს თბილისში, რომლის საბაზრო ღირებულება 100,000.00 აშშ დოლარია. ირაკლი გადაწყვეტს მიწის გაყიდვას, თუმცა გიორგის მიერ მორიგებისთვის განსაზღვრული აქვს 1 თვის ვადა. აღნიშნულ ვადაში ირაკლი ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის მყიდველის მოძიებას. სანდრო ირაკლის სთავაზობს, რომ იგი მზადაა შეიძინოს მიწის ნაკვეთი ირაკლისგან 50,000.00 აშშ დოლარად. ირაკლი სანდროს ეუბნება, რომ 50,000.00 აშშ დოლარად ვერ გაყიდოს მიწის ნაკვეთს, რომლის საბაზრო ღირებულება 100,000.00 აშშ დოლარია. სანდრო ირაკლის შეახსენებს, რომ მოურიგებლობის შემთხვევაში არსებობს საკმოდ დიდი რისკი, რომ იგი დავას წააგებს. ირაკლი ფიქრობს, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია ბინა. შესაბამისად, გადაწყვეტს, რომ სანდროს მიწის ნაკვეთი მიყიდოს 50,000.00 აშშ დოლარად. მხარეები ასეც მოიქცევიან და 2019 წლის 19 აგვისტოს აფორმებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას და სანდრო რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ამავე დროს, სანდრო ირაკლის უხდის 50,000.00 აშშ დოლარას. აღნიშნული შემდეგ ირაკლი უკავშირდება გიორგის და თანხმდება მორიგების პირობებზე, თუმცა გიორგი უარს აცხადებს მორიგებაზე და დავა გრძელდება სასამართლოში. 2019 წლის 01 სექტემბერს ირაკლი სანდროს სთხოვს, რომ უკან დაუბრუნოს მიწის ნაკვეთი და თავის მხრივ სანდროს დაუბრუნებს 50,000.00 აშშ დოლარს, რაზედაც სანდრო უარს აცხადებს. აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა:
იძულებით დადებული გარიგება

nnnnnn55's picture
nnnnnn55 (nanshd)
სხვა
Registration Date: 2023/05/01
Last visit: 2023/07/11 00:04:04
Contact - All comments

ყველა შემთხვევაში ახდენს თუ არა სამართლის ნორმა კონკრეტულ სამართლებრივი შედეგის დადგომას?საკანონმდებლო დეფინიციების შემთხვევაში არ ახდენს

კაზუსის ამოხსნის რომელ ნაწილში მოწმდება უფლების დამაბრკოლებელი?მოთხოვნის შეწყვეტა . რით განხვავდება თელეოლოგიური რედუქცია ანალოგიისგან ?თეოლოგირუი რედუქციის დროს აქვს ნორმის გამოყენების სფეროს შეზღუდვა სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის,შესაბამისად,წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:იმ ვადის გასვლით,რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება. სასამართლო გადაწყვეტილებები დგება ?როგორც დასკვნის,ისე გადაწყვეტილებების სტილით რას გულისხმობს ინტერპრეტაციის ობიექტური თეორია?გადამწყვეტია კანონის ნება ხანდაზმულობა არის ? მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი

ikuna1's picture
ikuna1 (ika)
სხვა
Registration Date: 2023/07/06
Last visit: 2023/07/08 11:33:35
Contact - All comments

ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა

ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა, სამართალსუბიექტურობის დადგენა
ნოტარიუსი, მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ასრულებს სხვადასხვა სახის სანოტარო მოქმედებებს. იმის მიხედვით თუ რა სახის სანოტარო მოქმედებასთან გვაქვს საქმე, სანოტარო დამოწმება თუ დადასტურება, საჯარო თუ კერძო, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირთა ვინაობას, ამოწმებს მათ უფლებამოსილებასა და ქმედუნარიანობას.
ნოტარიუსმა უნდა იცოდეს, რომ ფიზიკური პირის პირადობის დადგენისათვის გასათვალისწინებელია ასაკი, მოქალაქეობა და ზოგჯერ სამსახურებრივი მდგომარეობა. საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან დროებითი მოწმობა, რომელიც გაიცემა სამშობლოში დაბრუნებულ პირებზე. ცალკეულ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ. ნოტარიუსის მიერ სამხედრო მოსამსახურის ვინაობის დადგენა უნდა მოხდეს სამხედრო ნაწილისა და სამხედრო დაწესებულებების სარდლობის მიერ გაცემული სამხედრო ბილეთის საფუძველზეც. საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ვინაობა ნოტარიუსმა უნდა დაადგინოს ბინადრობის მოწმობით. ბინადრობის მოწმობის შევსებას, გაცემას, შეცვლას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ვინაობა შეიძლება დადგინდეს ერო- ვნული პასპორტის მიხედვითაც. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას, შეცვლასა და მის გაცემას ახორციელებს საქართველოს იუსტი ციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. სხვა სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის პირადობის მოწმობის გაცემას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას, შეცვლასა და მის გაცემას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. სხვა სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის პირადობის მოწმობის გაცემას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაიცემა 14 წლის ასაკს მიღწეულ პირზე. შესაბამისად, 14 წლამდე არასრულწლოვანის პირადობას ნოტარიუსი დაადგენს დაბადების მონ- მობით. შესასრულებელი სანოტარო მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე სასურველია, რომ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის პირადობის დადგენას ესწრებოდნენ მისი კანონიერი წარმომადგენლები (მშობლები, მეურვე, მზრუნველი).

ikuna1's picture
ikuna1 (ika)
სხვა
Registration Date: 2023/07/06
Last visit: 2023/07/08 11:33:35
Contact - All comments

საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი
2) საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი რსებობს სანოტარო აქტის ორი ფორმა საჯარო და კერძო. სანოტარო აქტში შესწორება (ამოღება, ცვლილება, დამატება) შეიტანება შემდეგი წესით:
ა) სიტყვა (ასო-ნიშნის, წინადადება, ციფრი), რომელიც ამოღებულ უნდა იქნეს, შემოიხაზება იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შემოხაზული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) წაკითხვა. ამგვარად მონიშნული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) გვერდით დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს: ა ხოლო შემდეგ უნდა განმეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი);
ბ) სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა შესწორდეს, შემოიხაზება და გვერდით დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს: შემდეგ უნდა გამეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), ხოლო შემდეგ უნდა მიეთითოს: უნდა იყოს და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომლითაც იცვლება ამოღებული სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი);
გ) გამოტოვებული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) ადგილზე უნდა დაისვას ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს: და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა ჩაისვას ციფრით აღნიშნულ ადგილზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ა,ბ,გ ქვეპუნქტებში მითითებული წესით შედგენილი შესწორებების ბოლოს ხელს აწერს მხარე და ნოტარიუსი. ხელმოწერათა შემდეგ უნდა დაისვას ნოტარიუსის ბეჭედი.
2. შესწორებები იმ სანოტარო აქტში, რომელიც უკვე ხელმოწერილია მხარეთა მიერ, შეიტანება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იმ განსხვავებით, რომ სანოტარო აქტის ტექსტის ბოლოს ცვლილებების შესახებ არსებული მითითებების შემდეგ სავალდებულოა მხარეებისა და ნოტარიუსის განმეორებითი ხელმოწერები და ნოტარიუსის ბეჭდის დასმა;
ბ) დამოუკიდებელი საჯარო აქტის შედგენითა და დამოწმებით.
3. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო მოქმედების მონაწილის, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით, სანოტარო აქტის ტექსტში შეასწოროს სანოტარო აქტის შედგენისას დაშვებული აშკარა მექანიკური შეცდომები. აშკარა მექანიკურ შეცდომად ჩაითვლება სანოტარო აქტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე სანოტარო აქტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს სანოტარო აქტის შინაარსის არსებით შეცვლას. აშკარა მექანიკური შეცდომების გასწორებისას, სანოტარო აქტის ტექსტის ბოლოს ცვლილებების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული მითითების შემდეგ მხარეების განმეორებითი ხელმოწერები სავალდებულო არ არის. შესწორებულ ვარიანტზე დაისმება ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტის ასლში დოკუმენტის დედნის ტექსტი გადმოსცეს საბოლოოდ გასწორებული სახით დედანში შეტანილ ცვლილებებზე მითითებების გარეშე.
5. კერძო აქტში დაშვებული შეცდომა სწორდება:
ა) დამოუკიდებელი კერძო აქტის შედგენითა და ამ აქტზე მხარის (მხარეების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნამდვილობის დამოწმებით, ან
ბ) იმავე აქტზე მხარის (მხარეების) შესაბამისი შინაარსის მინაწერითა და მინაწერზე მხარის (მხარეების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნამდვილობის დამოწმებით.
6. კერძო აქტის დამადასტურებელ წარწერაში (ნოტარიუსის ფორმულიარში) დაშვებულ შეცდომებს ნოტარიუსი ასწორებს საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული პირის თხოვნით. შესწორებისას გამოიყენება ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესები იმ განსხვავებით, რომ შესწორების დამადასტურებელ წარწერაზე დაისმება მხოლოდ ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა.

ikuna1's picture
ikuna1 (ika)
სხვა
Registration Date: 2023/07/06
Last visit: 2023/07/08 11:33:35
Contact - All comments

უცხოელი მოქალაქისთვის მინდობილობის დამოწმება
ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.მოწმე- პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი. მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით.
მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი.

ikuna1's picture
ikuna1 (ika)
სხვა
Registration Date: 2023/07/06
Last visit: 2023/07/08 11:33:35
Contact - All comments

სანოტარო ბიუროს სხდომის ოქმის დამოწმებანოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ან კრების (სხდომის) მონაწილეთა თხოვნით დაესწროს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების დამფუძნებელ, აგრეთვე მმართველ ორგანოთა კრებებს (სხდომებს) და შეადგინოს ოქმი კრების (სხდომის) მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, აგრეთვე კრების (სხდომის) ჩაშლის შესახებ.
ოქმი უნდა შედგეს სანოტარო აქტის ფორმით და მას უნდა ჰქონდეს საჯარო აქტისათვის დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტები. გარდა აღნიშნულისა, ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოს კრების (სხდომის) ჩატარების ადგილი და დრო, დაწყების და დასრულების თარიღი, კრების (სხდომის) თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო მონაცემები, კრების საერთო მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები, ოქმის გაცემის თარიღი. ნოტარიუსი უფლებამოსილია წინასწარი ჩანაწერი კრების (სხდომის) ჩატარების შესახებ (კრების/სხდომის შინაარსისა და გადაწყვეტილებების მითითების გარეშე) სანოტარო რეესტრში შეასრულოს კრების/სხდომის ჩატარების დღესვე, ხოლო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს კრების/სხდომის ჩატარების დღის შემდგომ დღეებში ნებისმიერ დროს.
ნოტარიუსს ეკრძალება უარი განაცხადოს კრებაზე (სხდომაზე) მომხდარი ფაქტებისა და განცხადებების ოქმში შეტანაზე ნებისმიერი მოტივით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კრებაზე გაკეთებული განცხადებები აშკარად ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს (მაგალითად, კრებაზე გამოცხადებული და ფაქტობრივ დამსწრეთა რაოდენობა, კენჭისყრისას დაფიქსირებულ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა და სხვა მსგავსი), რომელთა აღქმა ნოტარიუსს შეუძლია სპეციალური შემოწმების და/ან დოკუმენტების შესწავლის გარეშე, ნოტარიუსი ვალდებულია ამის შესახებ თავისი შენიშვნები შეიტანოს კრების ოქმში და მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი უშუალო აღქმის შედეგია. ეს შენიშვნები შეტანილ უნდა იქნეს კრების ოქმის ბოლოს, კრების თავმჯდომარისა და ნოტარიუსის ხელმოწერამდე.
ოქმს ხელს აწერს ნოტარიუსი და კრების (სხდომის) თავმჯდომარე. თუ კრებამ დაამტკიცა წესდება, ან ცვლილებები წესდებაში, ეს დოკუმენტი დანართის სახით დაერთვის კრების ოქმს და მას ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და ნოტარიუსი. სხვა დანართები ოქმს დაერთვის, თუ ამას მოითხოვს კრების თავმჯდომარე ან კრების (სხდომის) მონაწილე სხვა პირი, ან თავად ნოტარიუსი. ოქმს უნდა დაერთოს ნოტარიუსისათვის წარდგენილი ყველა დოკუმენტი იმ სახით, რა სახითაც იგი წარედგინა ნოტარიუსს (დამოწმებული, ან დაუმოწმებელი ასლები, დედნები).
იმ შემთხვევაში, თუ კრების თავმჯდომარე ნებისმიერი მოტივით უარს აცხადებს, ხელი მოაწეროს კრების (სხდომის) ოქმს, ან სხვადასხვა მიზეზის (დაპატიმრება, გარდაცვალება, ავადმყოფობა და სხვა) გამო მას არ შეუძლია ოქმზე ხელმოწერა, ნოტარიუსი ამის შესახებ აკეთებს აღნიშვნას ოქმსა და სანოტარო რეესტრში და ოქმს გასცემს მხოლოდ თავისი ხელმოწერით. ამგვარად გაცემულ ოქმს აქვს იურიდიული ძალა.
ნოტარიუსი არ არის ვალდებული შეამოწმოს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე დამსწრე აქციონერთა უფლებამოსილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთპიროვნულად იღებს უფლებამოსილი აქციონერი (აქციათა სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტის მფლობელი). იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს უფლებამოსილი აქციონერი (აქციათა სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტის მფლობელი), სანოტარო აქტი აქციონერის გადაწყვეტილების შესახებ დგება ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით (კრების თავმჯდომარის არარსებობა და სხვა).
იმ შემთხვევაში, თუ კრება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში (შესვენებები, კრების სხდომის გადადება და სხვა), მოთხოვნის შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია დასრულებული სხდომების შესახებ გასცეს მოწმობა (შუალედური ოქმი), ხოლო კრების ერთიანი ოქმი გაიცემა კრების დასრულების შემდეგ.
თუ კრება არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ნოტარიუსი გასცემს მოწმობას კრების ჩაშლის ფაქტის დადასტურების შესახებ. მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ნოტარიუსს წარედგინა კრების ჩაშლის დღეს და ამის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა სანოტარო რეესტრში. ამ შემთხვევაში მოწმობა შეიძლება გაიცეს იმავე ან მომდევნო დღეებში.
ნოტარიუსი უფლებამოსილია დაესწროს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრებებს (სხდომებს), რომლებიც ტარდება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და შეადგინოს კრების ოქმი იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა კრებაში გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილე ყველა პირის და ნოტარიუსის ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას (ტელეკონფერენცია) და კრებაში მონაწილეთა პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოთოს, რომ სხდომა ჩატარებულია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და მოწმე, რომელიც სრულად უნდა დაესწროს სხდომას. მოწმის დასწრება სავალდებულო არ არის, თუ ხორციელდება სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის სახით.
იმ შემთხვევაში, როცა ნოტარიუსთან წარდგენილ იქნება სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრების (სხდომის) ოქმი, ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

ikuna1's picture
ikuna1 (ika)
სხვა
Registration Date: 2023/07/06
Last visit: 2023/07/08 11:33:35
Contact - All comments

დისტანციური დამოწმება
მართვის მოწმობა პირადობა, პასპორტი და ბაზა ერთობლივად .
ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.
მინდობილობა/რწმუნებულების ონლაინ რეჟიმში დასამოწმებლად გჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, ვებკამერა, ყურსასმენი.
სანოტარო აქტის ონლაიში დამოწმებას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ნოტარიუსი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე notary.ge, ბმულებში: „სანოტარო ბიუროები“ და „ნოტარიუსების რუკა“ მითითებულია ყველა ნოტარიუსის საკონტაქტო ინფორმაცია
ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.
მოწმე- პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი. მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით.
მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი.
ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ან თუ განცხადება წარმოდგენილია შესაბამის ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, რომლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შეუძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მეშვეობით, აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ატვირთვა.
მოთხოვნა ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განიხილება არაუმეტეს ერთი სამუშაო დღის ვადაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის საჭირო ფორმალურ საფუძვლებს, აღნიშნულის თაობაზე განმცხადებლის მიერ არჩეული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ეცნობება განმცხადებელს. შეტყობინებაში აღინიშნება მომსახურების საფასურის გადახდის წესი, ვადა და ოდენობა. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი, ხოლო თუ განცხადების შევსების ფორმად აირჩევთ კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას, დაგჭირდებათ ელექტრონული პირადობის წამკითხველი.

ikuna1's picture
ikuna1 (ika)
სხვა
Registration Date: 2023/07/06
Last visit: 2023/07/08 11:33:35
Contact - All comments

პირის ვინაობის დადგენა

ნოტარიუსი ადასტურებს ფიზიკური პირის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან შესაბამისი მოწმობის გაცემით. ფოტოსურათზე გამოსახული პირის არასრულწლოვანთან იგივეობის დადასტურებისას გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესი.
მოწმობაში აუცილებლად უნდა მიეთითოს: ფოტოსურათზე გამოსახული პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა ფოტოსურათზე გამოსახული პირის პირადობა. მოწმობის ზედა მარცხენა კუთხეში უნდა განთავსდეს ფოტოსურათი და მას უნდა დაესვას ნოტარიუსის ბეჭედი ისე, რომ ბეჭდის ნაწილი აისახოს ფოტოსურათის ქვედა მარჯვენა მხარეს, ხოლო ნაწილი იმ ფურცელზე, რომელზედაც განთავსებულია ფოტოსურათი.

ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.
დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით.
თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი პირადად იცნობს სანოტარო აქტის მონაწილეს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. ნოტარიუსისათვის ცნობილად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე პირი, რომლის პირადობაც მას უკვე დადგენილი აქვს სხვა სანოტარო მოქმედების შესრულებისას.
14 წლამდე არასრულწლოვნის პირადობას, რომელსაც არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნოტარიუსი ადგენს დაბადების მოწმობით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მშვილებლის, მეურვის, მზრუნველის) თანდასწრებით, რომელიც ადასტურებს არასრულწლოვნის პირადობას.
ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო აქტში მიუთითოს სანოტარო მოქმედების მონაწილეთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, თუ მას არ გააჩნია პირადი ნომერი, მიეთითება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი).
ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს სანოტარო აქტის მონაწილის ქმედობაუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახებ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედობაუნარიანობაში.

ikuna1's picture
ikuna1 (ika)
სხვა
Registration Date: 2023/07/06
Last visit: 2023/07/08 11:33:35
Contact - All comments

ანოტარო სამართლის პრინციპები • ნოტარიატის ორაგნოების დამოუკიდებლობის პრინციპი; • ნოტარიუსის დამოუკიდებლობის,მიუკერძოებლობისა და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების პრინციპი; • ნოტარიუსის პროფესიული ორგანიზაციის პრინციპი; • სანოტარო საქმიანობა- სახელმწიფოებრივი საქმიანობა; • ნოტარიუსის თვითდაფინანსების პრინციპი • ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობის პრინციპი; • სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების პრინციპი; ა) ნოტარიატის ორგანოების დამოუკიდებლობის პრინციპი- საქართველოს კანონმდებლობამ ნოტარიატის მმართველობის ორგანოების ახალი სტრუქტურა შექმნა. თუ მანამდე ნოტარიუსები და სახელმწიფო სანოტარო კანტორები სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების-იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურის განუყოფელი ნაწილი იყო, კანონის მიღების შემდეგ ცალკე დამოუკიდებელი საჯარო სამართლის კორპორაციულ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. ბ) ნოტარიუსის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და მხოლოდ- კანონის მოთხოვნაა, რომ ნოტარიუსი, მის პროფესიულ საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს,აქ იგულისხმება, რომ არავის არ აქვს უფლება , ჩაერიოს ნოტარიუსის საქმიანობაში და დაბრკოლება შეუქმნას მის განხორციელებაში.სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს,თანამდებობის პირებს,საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებს,იურიდიულსა და ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ სანოტარო საქმიანობაში ჩარევა.ნოტარიუსისათვის დამოუკიდებლობის პრინციპის მინიჭება იმით არის გამოწვეული,რომ როგორც ცნობილია,ნოტარიუსის საქმიანობა საზოგადოების დიდი უმრავლესობის ინტერესებს ეხება.სწორედ ამიტომაა,რომ საზოგადოებაში ნოტარიუსის ავტორიტეტის ამაღლებისა და სანოტარო საქმიანობის ობიექტურად განხორციელების მიზნით,ნოტარიუსი დამოუკიდებლობის პრინციპით არის აღჭურვილი. გ) ნოტარიუსის პროფესიული ორგანიზაციის პრინციპი - იგი ეფუძვნება იმ აუცილებელ პირობას, რომ ნოტარიუსის თანამდებიბის დასაკავებლად პირმა სპეციალური თეორიული და პრაქტიკული რჩევების შესაძენად უნდა გაიაროს სტაჟირება და ჩააბაროს გამოცდა. დ) სანოტარო საქმიანობის სახელმწიფოებრივ საქმიანობად აღიარება- სანოტარო მოქმედების სახელმწიფოებრივი საქმიანობის განხორციელებაა ის ფაქტი,რომ ნოტარიუსი გარიგებათა დამოწმების გზით სამართლებრივი ნორმას შეუფარდებს ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ურთიერთობას.თუ არა ასეთი უფლებამოსილება. თუ არა ასეთი უფლებამოსილება, ნოტარიუსს არ ექნებოდა ნორმის შეფარდების უფლება,რადგან ნორმის შეფარდება- სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლებაა. ე) ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობს პრინციპი- ისევე, როგორც თვითდაფინანსების პრინციპი-ნოტარიუსი ვალდებულია ,სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაუროს ზიანი,რაც მიაყენა მესამე პირს სამსახუროებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივი საქმიანობაა,სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შედეგები არ დადგება და სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მოქმედებაზე. ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობას საფუძვლად უდევს, ის რომ ის არ არის სახელმწიფო მოხელე და სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურს კლიენტებისგან იღებს. ვ)სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების პრინციპი -ნოტარიუსი და სანოტარო მოქმედების შემასრულებელი სხვა თან.პირები ვალდ არიან, დაიცვან მათ მიერ შესრულებელი სანოტარო მოქმედებების საიდუმლოება.ასევე ვალდებული არიან საიდუმლოება დაიცვან იმ თანამდებობის პირებმა, რომლებმაც მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შეიტყვეს სანოტარო მოქმედების შესახებ. ეს მოვალეობას მათ ეკისრრებათ თანამდებობიდან გათავლისუფლების შემდეგადაც. სანოტარო სამართლის ამოცანები ნოტარიუსისა და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირის ამოცანებია კერძო და საჯარო სუბიექტების საკუთრების უფლებისა და სხვა სამოქალაქო უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.კანონიერების განმტკიცება სამართალდარღვევვების თავიდან აცილება მის მიერ გარიგებების სწორი და დროული დამოწმებით,მემკვიდრეებს შორის სამემკვიდრეო მასის კანონიერი განაწილებით და სხვა სანოტარო მოქმედებათა სწორი და დროული შესრულების მიზნით.
ფიზიკურ პირთა ვინაობის დადენა, როგორ ხდება სამართალ სუბიექტურობის შემოწმება და დადგენა. ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობის განხორციელების დროს ასრულებს სხვადასხვა მოქმედებებს, იმის მიხედვით თუ რა სანოტარო მოქმედებასთან გვაქვს საქმე, სანოტარო დამოწმება თუ დადასტურება, კერძო თუ საჯარო, ასეთ დროს ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირების ვინაობას, ამოწმებს მათ უფლებებსა და ქმედუნარიანობას. მან უნდა იცოდეს რომ ფიზკურ პირების პირადობის დადგენისათვის საჭიროა ასაკი, მოქალაქეობა და სამსახურებრივ მდგომარებაც ზოჯერ. სრულწლოვანი მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, პასპორტი, პირადობის მოწმობა ან დროებითი მოწმობა, რომელიც გაიცემა სამშობლოში დაბრუნებულ პირებზე. ცალკეულ შემთვევაში საქ-ს მოქალაქის პირადობის დადგენა შესაძლოა ასევე მართვის მოწმობთაც. სამხედრო მოსამსახურის ვინაობის დადგენა უნდა მოხდეს სამხედრო ნაწილის და დაწესებულების სარდლობის მიერ გაცემულ სამხედრო ბილეთის საფუძელზე. უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პრის შემთვევაში, ნოტარიუსმა ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს ბინადრობის მოწმობით. მის გაცემას და შემოწმებას ახორციელებს სამოქალაქო რეესტრის ტერიიტორიული სამსახური. მათი ვინაობა ასევე შეიძლება დადგინდეს ეროვნული პასპორტის მეშეობითაც. საქ-ს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას და გაცემას ასევე ახორციელებს სამოქალაქო რეესტრს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, უცხო სახელმწფოში საქ-ს მოქალაქისათვის პპირადობის მოწმობის გაცემას ახორციელებს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო. პირადობის მოწმობა გაიცემა 14 წლიდან, მანამდე კი ნოტარიუსი ვინაობას ადგენს დაბადების მოწმობით, აქ კი აუცილებელია მას ესწრებოდეს მისი მშობლები, მეურვე და მზრუნველი. ნოტარიუსის მიერ ვინაობის დადგენა საჭირო აღარაა თუკი მას ადრე სხვა საქმეზე აქვს პირის ვინაობა დადგენილი. მოქალაქისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით საქ-ს მოქალაქის, ან უცხო მოქალაქის ვინაობის დადგენის მიზნით მისი იდენტიფიცირება განახორციელოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან პირის ბნადრობის მოწმობის მონაცემების გამოყენებით, თუ ნოტარიუს ეჭვი ეპარება პირის ვინაობაში , ვალდებულია უარი განაცხადოს სანოტარო მოქმედების შესრსულებაზე. იმისათვის რომ პირმა განახორციელოს სამართალურთიერთობისათვის უფლებები და მოვალეობები იგი უნდა იყოს ქმედუნარიანი, ქმედუნარიანობა არის პირის უნარი თავისი მოქმედებით შეიძინოს და განახორციელოს მისი უფლებები და მოვალეობები. სრული ქმედუნარანობა დგება 18 წლის ასაკიდან. ამტომ გარიგებისას ნოტარიუსი ვალდებულია შესამოწმოს პირის ქმედუნარიანობა, ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება თუკი მას ეპარება ეჭვი პირის ქმედუნარიანობაში. გარდა ამისა სამოქალაქო ურთიერთობებში ინტენსიურად მონაწილეობენ იურიდიული პირები. ისინი მესამე პირებთან ურთიერთობაში მონაწილეობენ მათი წარმომადგენელის მეშვეობით. იურიდიული პირის წარმომადგენლობას ახორციელებს მისი ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ათავისუფლებს პრეზიდენტი ან სახელმწიფო ორგანო. ხოლო წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს ან ათავისუფლებს საერთო კრება. საჯ.სამ. იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს რომ იგი უფლება მოსილია ანახორციელოს კანონით დადგენილი, ან ბრძანებულებით ან კიდევ მისივე წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა და უფლებამოსილების შემოწმებაც ნოტარიუსის მიერ დასახელებული დოკუმენტის საფუძველზე უნდა მოხდეს. ნოტარიუსმა უნდა დაიცვას მკაცრად შემდეგი, რომ საჯ.სამ იურიდიულ პირს რომელიც შექმნილია სახელმწფო ქონებაზე არ აქვს უფლება დადოს გარიგება მის მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, აიღოს სესხი ან სხვა რაიმე. კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლობს დადგენისას და მათი უფლებამოსლების განსაზღვრისას, ასევე სოლიდარული პასუხსმგებლობის საზოადოებაში ხელმძღვანელობის უფლებამოსილების დადგენისათვის ნოტარიუსის მიერ უნდა მოხდეს სარეისტრაციო განაცხადის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. შპს საზოადოებაში, სს-ში, და კოოპერატივში ხელმძღვანელობას განახორციელებს, დირექტორი. სარეგისტრაციო განაცხადში აუცილებელია, აღინიშნოს ხელმძღვანელის (დირეტორის) სახელი და გვარი, რაც რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში. ნოტარიუსის მიერ საწარმოს ხელმძღვანელობის ვინაობის დადგენა ასევე გულისხმობს, ამ იურიდიული პირის წარმომადგენლობის დადგენასაც. ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს წარმომადგენლობის უფლებამოსილებასაც მაგრამ , ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღებას უფლებამოსილების ფარგლებში. ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი, მის მესამე პირებთან ურთიერთობას განსაზღვრავს, მა; დადოს გარიგებები ან მოითხოვოს სსანოტარო მოქმედებების შესრულება. აქედან გამომდინარე ნოტარიუსი ვალდებულია მოთოვოს იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტები: რეზიდენტი იურიდიული პირისი წარმომადგენლის ან პროკურისტის წარმომადგენლობის შემთხვევაში; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების მარეგისტრირებელი ორგგანოს მიერ, წარმოებული რეესტრიდან; არარეზიდენტი იურიდიული პირისაან, უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული და კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტოლიით დამოწმებული წარმომადგენლობის შესაბამისი დოკუმენტი; რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გაცემული მინდობილობა. ნოტარიუსს შეუძლია ცალკეულ შემთვევაში წარმომადგენლობი
ნოტარიუსთა პალატა პალატა არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული,კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით, დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ საქმიანობას.ნოტარიუსთა პალატა მის საქმიაობას აცორციელებს ქართულენაზხე,მას აქვს ახცელმწიფო გერბით გამოსახული ბეჭედი,გახსნიი აქვს ბანკში ანგარიში საქართველოს ნოტარიუსთა პალატა შედგება მასში საცვვალდებულო წესით გაწევრიანებული ყველა ნოტარიუსისგან , ის თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ნოტარიუსთა საერთო კრების და მის მიერ შექმნილი თვითმართველობის ორგანოების მეშვეობით,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მმართველობის ორგანოებია: 3) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება 4) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა,(აღმასრულებელი ორგანო) საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში იქმნება ორი კომისია:ნოტარიუსთა პალატის საფინანსო-სარევიზიო კომისია და ეთიკის კომისია (დისციპლინური პასუხისმგებლობა). საერთო კრება, ნოტარიუსთა პალატის მმართველობის უმაღლესი ორგანოა.საერთო კრება გადაწყვეტს რიგ საკითხებს და არის ისეთი საკითხებიც მხოლოდამხოლოდ საერთო კრებით გადაწყდება. საერთო კრება ხმათა უმრავლებოსით და პლიუს ამას 2/3 აუცილებლად უნდა იყოს. და თუ პირი ვერ მივა ვალდებულია, რომ მინდობილობა წარადგინოს,წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირზე.წარმომადგენელი უნდა იყოს არა ნებისმიერი პირი, არამედ ისევ ნოტარიუსთა წვერი.საერთო კრება წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება პალატის გამეგობა,ეს არის აღმასრულებელი ორგანო; გამგეობა შედგება რამდენიმე ნოტარიუსისგან ,9 წევრისგან შედგება , ზოგი წევრი უნდა იყოს თბილისიდან , ზოგი კი რეგიონიდან. დისციპლინური პასუხისმგებლობის კომისია- საფინანსო სარევიზიციო კომისიის ძირითადი უფლებამოსილებაა, გააკონტროლოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობა,საჯარო აღრიცხვიანობის კანონიერება. რაც შეეხება სახელმწიფო მხრიდან კონტროლს: ეს ორ შემთხვევაში ხდება 3) ეს არის სავალდებულო 4) არის უკვე საფუძნებული მოქალაქის განცხადებაზე სავალდებულო პირდაპირ არის გაწერილი როდის ხდება( შემოწმება გულისხმობს) პროგრამის შემოქმებას, ნოტარიუსის მიერ განხორციელებულ სამართლებრივი აქტების. მოქალაქის განცახდებაზე დაფუძნებული, აქ უკვე დისციპლინურ გადაცდომაზე გავდივართ, მოქალაქე თავიდან პალატაში შედის,პალატა ვერ იღებს გადაწყვეტილებას და განიხილავს იუსტიციის სამინისტრო და ეს იუსტიციის სამინისტრო მიმართულებას აძლევს პალატას რა ზომა გამოიყენოს (დისციპლინური).დისციპლინური ზომის გამოყენების დროს პირდაპირ არის ნორმაში მითთებული თუ რა ინტერვალობით და რა ხარისხით უნდა ჰქონდეს ნოტარიუსს გადაცდომა რათა შესაბამისი სახდელი მიიღოს. რაც შეეხება: თანამდებობაზე დაკავების წესს ძირითადად აქ ორი ეტაპის გავლაა საჭირო საკვალიფიკაციო გამოცდა და სტაჟი. საკვალიფიკაციო გამოცდა 100 ქულიანია და აქედან 75 ქულა უნდა აიღო, შემდეფ სტაჟირებას იწყებ, რომელიც 10 თვიანია. გამოცდის ჩაბარებასაკვალიფიკაციოს გარეშე უწევთ მოსამართლეებს, დოქტორის ხარისხის მქონე პირს. 1)საქართველოს იუსტიციის 2015 წლის თებერვლის N177

kobiko12's picture
kobiko12 (inga kvirikashvili)
სხვა
Registration Date: 2024/02/12
Last visit: 2024/02/20 12:23:44
Contact - All comments

1.პირთა ვინაობის დადგენა და სამართალსუბიექტობის შემოწმება-აქტიური უნდა იყის პირადობა და უნდა ნახო საქართველოს მოქალაქეა თუარა სამართალსუბიექტობის შემოწმება ამონაწერით ხდება საჯარო რეესტრიდან
2. შესწორების შეტანის წესი როგორც საჯარო აქტში ისე კერძო აქტში- გამოდის ორი აქტი ერთში როცა ახალი გამოდის და მეორე როცა რაღაც შეცდომა სწორდება
3. კრების ოქმის დამოწმება და რეგისტრაცია
4. დისტანციური სანოტარო მოქმედებები- მხოლოდ მინდობილობა არა ასევე შეიძლება ხელშეკრულებები იყოს ექსტრაკორპორირებული-სუროგაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას წარუდგინა პასპორტი და შეიძლება თუარა გაიცეს მინდობილობა.
5. ანდერძის დამოწმებისა და შენახვის წესები- შინაურული ანდერძი და ანდერძი