Comments

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

ცესკო ყველა კომისიის საუბნოს და საოლქის გადაწყვეტილებებს იხილავს?

elene_ela (elene kupatadze)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2014/05/11
Last visit: 2014/05/11 15:40:46
Contact - All comments

elene_ela

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

ეს გასაგებია და ცნობილია, თუმცა მუხლის შინაარსიდან გამომდინარე წესით დანაშაულთა ერთობლიობად უნდა მივიჩნოით? სასჯელის დანიშვნამდე შეფასებაა გასაკეთებელი. ერთადერთი რაზეც შეიძლება ყურადღება გამახვილდეს შეცდომა რომ არ დაუშვა პირველი ნაწილის ბოლო სიტყვებია ,,დანაშაულთა ნიშნებს". სასურველია უფრო დაზუსტებული და დაკონკრეტებული იყოს ამასთან თუნდაც არა ლაკონურად გადმოცემული. კომენტარი მხოლოდ ამ მიზნით გაკეთდა პირველ შემთხვევაში.

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

მუხლი 100 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. თუ პირველ ტურში ყველა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა ამ შემთხვევაში რა შედეგებს აჯამებს კომისია? ეს ხომ კენჭისყრამდე ხდება თანაც 10 დღით ადრე? ამასთან კონსტიტუციის 70–ე მუხლით კანდიდატი თუ ერთი იყო და მან საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო კომისიამ უნდა შეაჯამოს შედეგები ამასთან შედეგების შეჯამებიდან კი არ იმართება არჩევნები არამედ არჩევნების დღიდან, თუ გავითვალისწინებთ ცესკოსთვის შედეგების გამოცხადებისტვის დადგენილ ვადას ამ შემთხვევაში ერთ თვეზე ცოტა დრო რჩება ხელახალი არჩევნებისთვის, ხოლო პირველ შემთხვევაში კი თუ კანდიდატები მოიხსნა და დასათვლელიც არაფერია ,,არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში", რაც ალბათ პრაქტიკულ ლოგიკას მოკლებულია.

zurabqveladze (zurabqveladze)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/05/02
Last visit: 2014/06/18 17:32:43
Contact - All comments

zurabqveladze

jora777 (პრაქტიკოსი იურისტი:))
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2014/05/01
Last visit: 2014/06/27 21:13:03
Contact - All comments

მე მაინც მიმაჩნია რომ დანაშაულთა ერთობლიობა არ გვაქვს სახეზე ამ შემთხვევაში

juba-juba (Borjodashvili)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2014/05/14
Last visit: 2014/05/17 21:46:34
Contact - All comments

maiinteresebs ekutnis tu ara qmars dekretuli shvebulebaa???

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების შესაბამისად, დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს ე.ი მამას თუ ის ფაქტობრივად უვლის ბავშს შეიძლება მიეცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება. რაც შეეხება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებად შვებულებას, გაცნობებთ შემდეგს: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 54–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტისა და „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე–10 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.

კოლხი's picture
კოლხი (ავთანდილ გაბელაია)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
Registration Date: 2013/06/01
Last visit: 2017/01/27 13:19:17
Contact - All comments

ჩუქება

merien (მარიამ ყურმაშვილი)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2014/05/23
Last visit: 2014/05/23 23:49:35
Contact - All comments

gamarjobat es informacia ar gakvt inglisur enaze? :-) sazgvargaret mchirdeba gadasagzavnat. didi madloba :-) :-)

Lasharioni's picture
Lasharioni (ლაშა ქურდაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/01/11
Last visit: 2024/05/17 16:25:28
Contact - All comments

მოგესალმებით სასურველი იქნებოდა თუ აღნიშნულ ბრძანებაზე დანართის სახით მიმაგრებულ იქნება სსიპ–საქართველოს ეროვნული სამსახურის მიერ განსაზღვრული მაჩვენებელი წლიური ბუნებრივი მატების შესახებ–რეგიონების მიმართებით. პატივისცემით: ლაშა ქურდაძე.

Lasharioni's picture
Lasharioni (ლაშა ქურდაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/01/11
Last visit: 2024/05/17 16:25:28
Contact - All comments

მოგესალმებით სასურველი იქნებოდა თუ აღნიშნულ ბრძანებაზე დანართის სახით მიმაგრებულ იქნება სსიპ–საქართველოს ეროვნული სამსახურის მიერ განსაზღვრული მაჩვენებელი წლიური ბუნებრივი მატების შესახებ–რეგიონების მიმართებით. პატივისცემით: ლაშა ქურდაძე.

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

იგივე აზრი გამაჩნია. მხოლოდ კანონმდებელმა უფრო ნათლად უნდა წარმოადგინოს ნორმის შინაარსი.

lali abramiSvili (lali abramiSvili)
კონსტიტუციური სამართალი
Registration Date: 2014/05/31
Last visit: 2014/12/23 14:30:56
Contact - All comments
fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
Registration Date: 2012/06/22
Last visit: 2024/05/17 13:06:14
Contact - All comments

მოგესალმებით, სსკ 202 მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტში არსებულ ლინკს გადავყავართ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე, რაც სავარაუდოდ არასწორია

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

მეორე ნაწილს ხომ არ ჯობია დაემატოს გარდა 310–ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვეისა(მიეთითოს გამართლებულისათვის მსჯავრის დადების შესაძლებლობაზე ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო),

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

მე–3 ნაწილში "პროკურორი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს" გულისხმობს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უშუალოდ პროკურორის მიერ თუ უნდა ვიგულისხმოთ გამომძიებელს თუ დაავალა ბრალდებულის შუამდგომლობით ჩასატარებელი მოქმედების შესრულება ასეთი შემთხვევაც ამ სიტყვის შინაარსში მოიაზრება?

Anna94K's picture
Anna94K (ანა კაკულია)
სხვა
Registration Date: 2012/10/08
Last visit: 2023/01/13 16:17:33
Contact - All comments

უწყებრივი ქვედებარეობა – "განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების კომპეტენციაში (იურისდიქციაში)"

Anna94K's picture
Anna94K (ანა კაკულია)
სხვა
Registration Date: 2012/10/08
Last visit: 2023/01/13 16:17:33
Contact - All comments

"რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს უწყებრივად საერთო სასამართლოებისადმი დაქვემდებარებული კონკრეტული სამოქალაქო საქმე"

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

111-ე მუხლის პირველი ნაწილის ახალ რედაქციაში საპროცესო კოდექსის 59–ე მუხლის მე–6 ნაწილის შინაარსი არ არის გათვალისწინებული. მას შემდეგ რაც ძალაში შევა ამ მუხლის ეს ნაწილი დაცვის მხარის წერილობითი თანხმობით შესაძლებელი იქნება, რომ საგამოძიებო მოქმედება იმ გამომძიებელმა ჩაატაროს, რომელიც საქმეს იძიებს?

ngvazava1's picture
ngvazava1 (natia gvazava)
სხვა
Registration Date: 2011/01/24
Last visit: 2024/04/24 11:04:38
Contact - All comments

64 მუხლის 1 პუნქტში წერია "an offence" მაშინ როდესაც ქართულ ორიგინალში წერია "დანაშაული". დანაშაული არის მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რაც ინგლისურად ითარგმნება როგორც "criminal offence" ან "crime". გთხოვთ, გაასწოროთ.

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

226–ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს, თუმცა უნდა იშუამდგომლოს დასაბუთებულად.

irakli giorgadze's picture
irakli giorgadze (ირაკლი გიორგაძე)
სხვა
Registration Date: 2011/02/09
Last visit: 2024/01/31 16:11:03
Contact - All comments

1998 წელს სააკაშვილი რომ არ იყო პრეზიდენტი?!

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არ მქონე პირის, აპატრიდის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენისათვის უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემთხვევაში, მათი კუთვნილი ქონების ჩამორთმევის და სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, ეს მუხლი არ გამოიყენება?

guro1104's picture
guro1104 (gurami imnadze)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/05/28
Last visit: 2024/05/12 20:47:14
Contact - All comments

ხომ არ იცით შეზღუდვის საფუძვლების ამოღება 2005 და 2008 წლების ცვლილებებით რით იყო განპირობებული? დღევანდელი რედაქციით არსებული საფუძვლები აშკარად საჭიროებს შევსებას, ოღონდ არა ისეთი ბუნდოვანი ჩანაწერით, როგორიცაა "კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში".

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებისას სსკ–ის 21–ე მუხლის თანახმად, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და სასჯელის დანიშვნა თუნდაც მისი მოხდისგან განთავისუფლებით რამდენად და რა შემთხვევებშია შესაძლებელი?

zviad bukia's picture
zviad bukia (ზვიად ბუკია)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/04/03
Last visit: 2024/05/16 14:15:31
Contact - All comments

29-ე მუხლის შესაბამისად, კონკურსის წესით დანიშვნის ვალდებულება დადგენილია ნებისმიერი პირისთვის (ნებისმიერ თანამდებობაზე, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებულისა), ხოლო 31-ე მუხლი (ასევე - 36_1, 36_2, 36_3 მუხლები) კონკურსს ითვალისწინებს მხოლოდ „მოხელეებისთვის“ და გაურკვეველია დამხმარე მოსამსახურეებისთვის (ან, შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის) დადგენილი მოთხოვნები.

zviad bukia's picture
zviad bukia (ზვიად ბუკია)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/04/03
Last visit: 2024/05/16 14:15:31
Contact - All comments

ანაზღაურების გარეშე შვებულების (შვებულებების) გაფორმების ზღვრულ რაოდენობას კანონი არ ადგენს. ანაზღაურების გარეშე შვებულების ცალ-ცალკე, თუ ერთბაშად გამოყენებული დღეების საერთო რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ერთ წელს

zviad bukia's picture
zviad bukia (ზვიად ბუკია)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/04/03
Last visit: 2024/05/16 14:15:31
Contact - All comments

„საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის“ შემუშავების დასაწყისიდანვე, სტრატეგიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებრივი მომსახურების ადეკვატური მიწოდება მოსახლეობისთვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მოსახლეობისთვის საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის ზრდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობისთვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქალაქეთა უფლებებისა, აუცილებელია საჯარო (ადგილობრივი) ხელისუფლების უშუალო კონტაქტი მოსახლეობასთან, მოსახლეობის პრობლემათა ადგილობრივ ხელისუფლებამდე დაყვანა და მიღებული გადაწყვეტილებების ადგილებზე აღსრულება.
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, განსხვავებით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა, არ ითვალისწინებს დასახლებებში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ფუნქციონირებას და მხოლოდ განსაზღვრულია გამგებლის უფლება, ადმინისტრაციულ ერთეულში ჰყავდეს გამგებლის წარმომადგენელი. კანონში წარმომადგენელი მხოლობით რიცხვშია მითითებული და უნდა ვივარაუდოთ, რომ გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში შეიძლება განისაზღვროს ერთი საშტატო ერთეულით.
ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებათა განხორციელება დიდ ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთი საჯარო მოსამსახურის მეშვეობით შეუძლებელია, იმის გათვალისწინებითაც, რომ დასახლებებში მხოლოდ სტატისტიკური ხასიათის არაერთი ინფორმაციაა შესაგროვებელი და დასამუშავებელი, რასაც უნდა დაეყრდნოს ადგილობრივი ხელისუფლება პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი დაგეგმარებისას. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდება მოსახლეობასთან კომუნიკაციის შესაძლებლობები, ვინაიდან ერთი საჯარო მოსამსახურე დიდ დასახლებაში, მისი დატვირთვის გათვალისწინებით, არახელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის.

zviad bukia's picture
zviad bukia (ზვიად ბუკია)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/04/03
Last visit: 2024/05/16 14:15:31
Contact - All comments

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამოქმედებისთანავე, სავარაუდოდ ფუნქციონირება უნდა შეწყვიტონ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულმა ორგანოებმა, ვინაიდან ახალი კანონმდებლობით ისინი გათვალისწინებული არ არის და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონება რჩება ყურადღების მიღმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნამდე (კანონმდებლობაში ასევე არ არის გათვალისწინებული ტერიტორიული ორგანოების სალიკვიდაციო სამუშაოები და სხვა სახის აუცილებელი ვალდებულებები).
გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც: სავარაუდოდ, გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვერ დაინიშნება ახალ ადმინისტრაციულ დაყოფამდე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით მუნიციპალიტეტების უმეტესობა დაყოფილია თემებად და სოფლებად, ახალი კანონმდებლობით, კი თემის სტატუსი ენიჭება თვით მუნიციპალიტეტს და ამჟამად არსებული თემები უნდა დაიშალოს და დაკომპლექტდეს „ადმინისტრაციული ერთეულის“ სახელწოდების ქვეშ (ვინაიდან სხვა ტერმინს ახალი კანონმდებლობა არ გვთავაზობს). მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციული დაყოფა, საკითხის დეტალური შესწავლისა და განხილვის აუცილებლობის გამო, ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომებზე ვერ განხორციელდება და დროში გაჭიანურდება (ვინაიდან საკრებულო პირველ სხდომებზე საკრებულოს საორგანიზაციო საკითხებს განიხილავს). ამდენად, ადგილობრივ თვითმმართველობებში, ახალ მოწყობაზე გადასვლის გარკვეულ ეტაპზე, დაურეგულირებელი რჩება დასახლებებში თვითმმართველობის განხორციელებისა და წარმომადგენლობის საკითხები.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ძალაში შედის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღეს, საშუალებას იძლევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოემზადონ ახალი სტრუქტურის შესამუშავებლად და რეორგანიზაციის განსახორციელებლად - შესაბამისი სამართლებრივი აქტების მისაღებად, კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის, რის შემდგომაც არის მოსალოდნელი საშტატო ოპტიმიზაცია, თუმცა სავარაუდოდ, ეს ვერ შეეხება ტერიტორიულ ორგანოებს და მათში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს, ვინაიდან ახალი კანონის ამოქმედებისთანავე ისინი კანონს მიღმა რჩებიან და გათავისუფლებას დაექვემდებარებიან (გასათვალისწინებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლი განთავისუფლების შესახებ მოხელის გაფრთხილების ვალდებულების შესახებ, რაც დროში ვერ ესწრება არსებული პრობლემისა და გაურკვევლობის აღმოფხვრამდე). ზემოთ აღწერილმა გარემოებებმა ადვილი შესაძლებელია გაურკვევლობები, პრობლემები, უკმაყოფილებები და კანონმდებლობის დარღვევები გამოიწვიოს.
გადაუდებლად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დაარეგულირებს მუნიციპალიტეტების დასახლებებში თვითმმართველობის განხორციელებისა და წარმომადგენლობის საკითხებს (თუნდაც დროებითი დებულებების სახით).

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადები წინააღმდეგობაშია თვითმმართველობის კოდექსის 56–ე მუხლის მე–8 ნაწილთან, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში.

universali (ზაზა ვარშანიძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2014/07/01
Last visit: 2014/07/19 23:54:45
Contact - All comments

2000 ლარამდე 50 ლარი რომ არის ბაჟი სად წერია? o.O o.O

Mzia Podiashvili (Mzia Podiashvili)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
Registration Date: 2014/07/02
Last visit: 2014/07/18 13:56:58
Contact - All comments

muxli 22,punkti 3

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციაა მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი ქალაქი ფოთი) არის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო წინადადების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა არ ხდება, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების დასადებად არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, ე.ი. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება უნდა დაიდოს შემჭიდროვებულ ვადებში. ამასთანავე, თუ, გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ წლის განმავლობაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დებს ექვსასზე მეტ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ერთი კვირით ადრე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყველა ხელშეკრულება უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, შემჭიდროვებულ ვადებში ვერ მოხერხდება ყველა ხელშეკრულების დამტკიცება ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ, რაც ხელს შეუშლის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობას. ამდენად, საკრებულოს მიერ ხელშეკრულების დამტკიცების ვალდებულება არ უნდა გავრცელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე, შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება (გარდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა), აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს;“.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და ამავე, კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს კომპეტენციაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა უნდა გაიცეს არაუგვიანეს 5 დღისა. თუ, გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ წლის განმავლობაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გასცემს რამდენიმე ათეულ მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ერთი კვირით ადრე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და ამავე, კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს კომპეტენციაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, შემჭიდროვებულ ვადებში ვერ მოხერხდება ქალაქ ფოთის საკრებულოს სხდომების მოწვევა და მშენებლობის ნებართვების გაცემა, რაც ხელს შეუშლის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობას და ქალაქში მშენებლობის პროცესს. ზემოხსენებული ფუნქცია უნდა მიენიჭოს ქალაქის ფოთის მუნიციპალიტეტის მერს.

მირანდა's picture
მირანდა (მირანდა)
კონსტიტუციური სამართალი
Registration Date: 2011/03/11
Last visit: 2015/05/12 09:36:40
Contact - All comments

მეგობრებო, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს 30–ე მუხლის მეორე პუნქტის ბოლო წინადადებაზე "იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია". განმარტავენ, რომ არ შეიძლება ერთ ვაკანსიაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი ორჯერ დაინიშნოს. ჩემი აზრით კი, ერთსა და იმავე პირს ვერ დანიშნავ მხოლოდ, განმეორებით.

roinx's picture
roinx (როინ ხინთიბიძე)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2014/06/17
Last visit: 2015/03/20 14:59:16
Contact - All comments

იმისათვის რომ არ მოხდესმეორე ნაწილის "დ" და "ე"ქვეპუნქტებს შორის გააუგებრობა კარგი იქნება თუ 260ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტი ცამოყალიბებოდა ასე: "იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული სხვა რომელიმე დანაშაული.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

საქართველოს ორგანული კანონის“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–10 მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი თემის სრული სახელწოდება შედგება თვითმმართველი თემის სახელწოდებისა და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“. თვითმმართველი ქალაქის სრული სახელწოდება შედგება დასახლების კატეგორიის დასახელებისგან − „ქალაქი“, ქალაქის სახელწოდებისა და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“. ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში სიტყვების: „თვითმმართველი ქალაქის –ამბროლაურის მუნიციპალიტეტის“ ნაცვლად უნდა იყოს სიტყვები: „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი“ და ა.შ.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ძალაში შესული საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59–ე მუხლის პირველი პუნქტის, მე–60 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მერის/გამგებლის მოადგილეებს, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი გამგებლის/მერის არჩევისას. აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ე.ი თუ, მოხელე (მერის მოადგილე, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) დანიშნულია განუსაზღვრელი ვადით და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ არ უნდა მოხდეს მისი დაკავებული თანამდებობიდან უმიზეზოდ, მხოლოდ იმ მოტივით განთავისუფლება, რომ არჩეულია ახალი მერი.
ზემოხსენებული ნორმები ასევე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტთან, რომლითაც კანონს , თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს, ე.ი. თუ, მოხელე დანიშნული იყო კონკურსის წესით,განუსაზღვრელი ვადით და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ მისი სამსახურიდან განთავისუფლება არ უნდა მოხდეს უმიზეზოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ არჩეულია ახალი მერი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ამოქმედებული საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59–ე მუხლის პირველი პუნქტი, მე–60 მუხლის მე–4 პუნქტი აუარესებს პირის –მოხელის (მერის მოადგილე, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) მდგომარეობას უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად. კანონს არ უნდა ქონდეს უკუძალა და კანონის ამოქმედებამდე დანიშნულ მერის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება .
კანონში შეტანილი ცვლილებები შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტთან, რომლითაც შრომითი უფლებები დაცულია, ე.ი უმიზეზოდ, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე განუსაზღვრელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობიდან განთავისუფლება არ შეიძლება.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59–ე მუხლის პირველი პუნქტი, მე–60 მუხლის მე–4 პუნქტი, შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული, სტრასბურგი, 3.V. 1996) 24–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან, რომლითაც ყველა მუშაკს უფლება აქვს არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, ე.ი, თუ, მოხელე (მერის მოადგილე, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) დანიშნული იყო კონკურსის წესით, განუსაზღვრელი ვადით და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება არ უნდა მოხდეს უმიზეზოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ არჩეულია ახალი მერი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ძალაში შევიდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტის ახალი რედაქცია, რომლის შესაბამისად, გამგებლის/მერის მოადგილეები, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ინიშნებიან უკონკურსოდ, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება ამავე, კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. მერის მიერ უკონკურსოდ, ერთპიროვნულად გამგებლის/მერის მოადგილეების, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დანიშვნა, დაარღვევს საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპს (საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად) და შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაინიშნონ არაპროფესიონალი და სათანადო განათლების არ მქონე პირები. ზემოხსენებული ნორმა შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ე.ი თუ გამგებელი/მერი ერთპიროვნულად, უკონკურსოდ დანიშნავს გამგებლის/მერის მოადგილეებს, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, სათანადო პროფესიული მომზადების მქონე სხვა პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა დაიკავონ ზემოხსენებული თანამდებობა კონკურსის საფუძველზე. აქვე, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის შესაბამისად, პირი თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, ე.ი თუ, ნაკლებად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე პირი ინიშნება, კონკურსის წესით, უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობზეც (გამგებლის/მერის მოადგილეები, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები) უნდა დაინიშნონ კონკურსის წესით.