დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 02/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 160.030.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 160.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №147
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1383) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატთა შრომის ანაზღაურება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურისათვის გამოყოფილი სუბსიდიების ფარგლებში.“;
ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემა შეწყდეს იმ რეგიონში, სადაც იურიდიული დახმარება განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები