„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 10/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200130000.22.033.014185
  • Word
73
09/02/2010
სსმ, 15, 10/02/2010
200130000.22.033.014185
„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.014.185

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №73

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებით (სსმ III, 03.04.2009, №42, მუხ. 488) დამტკიცებულ „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:  

1. პირველი მუხლის მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის (ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში) დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება:

ა) 2009 წლამდე საგადასახადო პერიოდზე – აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამასთან, საანგარიშო წლისათვის აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივის საშუალო ღირებულების მიხედვით;

ბ) 2009 წელს და შემდგომ საგადასახადო პერიოდზე – დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივის საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ბ.ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ.ბ.) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 2-ჯერ;

ბ.გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

ბ.დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვე-პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

მაგალითი №6

2004 წელს საწარმომ შეისყიდა: 60 000 ლარის ძირითადი საშუალებები, 7 000 ლარის დაუმონტაჟებელი მოწყობილობა, 12 000 ლარის არამატერიალური აქტივები. აღნიშნულის შემდგომ პერიოდებში საწარმოს შესყიდვები არ განუხორციელებია.

2009 წლის 1 იანვარს საწარმოს ბალანსზე ერიცხება: 50 000 ლარის ძირითადი საშუალებები, 5 000 ლარის დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და 9 000 ლარის არამატერიალური აქტივები, ხოლო 2009 წლის 31 დეკემბრისათვის იგივე აქტივები – შესაბამისად: 45 000 ლარის, 4 000 ლარის და 9 000 ლარის ოდენობით (ნარჩენი ღირებულებით).

მოცემულ შემთხვევაში, წლის დასაწყისისათვის (1 იანვრისათვის) დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენს (50 000+5 000+9 000) 64 000 ლარს, წლის ბოლოსათვის (31 დეკემბრისათვის) (45 000+ 4 000+9 000) 58 000 ლარს, ხოლო საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენს [(64 000+58 000)/2=61 000] 61 000 ლარს.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2009 წლის ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნით 2004 წელს შესყიდული აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, 61 000 ლარი, გაზარდოს 1,5-ჯერ და ქონების გადასახადი განსაზღვროს 91 500 ლარიდან.’’

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ.ა“-„ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) ფინანსურ ინსტიტუტზე, თუ ეს ფინანსური ინსტიტუტი თავის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და მას აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

შენიშვნა: ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა დამტკიცებულია „ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №232 დადგენილებით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი