„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 17/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.014352
  • Word
1-1/332
16/03/2010
სსმ, 29, 17/03/2010
040110030.22.024.014352
„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.014.352

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/332

2010 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანებაში (სსმ III, 11.09.2007., №127, მუხ. 1392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და მე-12 მუხლის 62 პუნქტის საფუძველზე,“.

3. ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით  გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა (დანართი №2).“.

4. ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ზ. პოლოლიკაშვილი

„დანართი №1

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანოს), სახელმწიფო ორგანოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის აუქციონის  მომწყობი კომისია

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების

დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა

 

  „-------” „------------”                                                                              ქ. თბილისი

 

1. ეს ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა    -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აუქცონში გამარჯვებული (მყიდველი)  ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები: 

2. მასზე, რომ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო ქონების

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების დასახელება, მისამართი ( მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან )

 

ქონების საწყისი ფასი -------------------   (-----------------------------)

                                        სიტყვიერად            ციფრებით                            

 

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ------------------------------------------------------------------------------ სააუქციონო კომისიის მიერ 201-- წლის „-------” „-------------------------------” მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

 

შემოთავაზებული ფასის  ---------------------  (------------------------) ლარი

                                                      სიტყვიერად          ციფრებით                            

   

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისრეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე)  ------- შემდგომში ქონება

4. მყიდველი ვალდებულია:

აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში  შემდეგ საბანკო ანგარიშზე   ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას

6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. 

7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

9. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე  საკუთრების უფლება გადადის თანხის  მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 

10. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

12. მყიდველი ადასტურებს, რომ  გაეცნო და  ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს (ხელშეკრულებას). 

13. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლება-მოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი 

 

კომისიის თავმჯდომარე        / --------------------------       /---------------------/

                                                              ხელმოწერა                     სახელი, გვარი

 

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)   /------------------  / --------------------

                                                                               ხელმოწერა      სახელი, გვარი

 

   ----------------------------------    ბეჭდის ადგილი

დანართი №2

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო), სახელმწიფო ორგანოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის აუქციონის  მომწყობი კომისია

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა

 

  „-------” „------------”                                                                              ქ. თბილისი

 

1. ეს ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა -----------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

აუქცონში გამარჯვებული (მყიდველი)  ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები: 

2. მასზედ, რომ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად  სახელმწიფო ქონების

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)  

 

ქონების საწყისი ფასი -------------------   (----------------------------------)

                                           სიტყვიერად           ციფრებით                                                     

 

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით -------------------------------------------------------------------სააუქციონო კომისიის მიერ 201-- წლის „-------” „-------------------------------” მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

 

შემოთავაზებული ფასის  ---------------------  (------------------------) ლარი

                                                 სიტყვიერად           ციფრებით                        

   

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე)------- შემდგომში ქონება

 

4. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე   ----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას

6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:

 

ა) -------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) -------------------------------------------------------------------------------------------------

გ) -------------------------------------------------------------------------------------------------

დ)  და. ა.შ

 

7. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

9. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის  მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

10. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%

 11. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდვლის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის)  გაუქმების საფუძვლად.

12. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

13. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე  საკუთრების უფლება გადადის თანხის  მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველ-მა უნდა შეასრულოს  ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით. 

14. მყიდველი ვალდებულია ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

15. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

16. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

17. მყიდველი ადასტურებს, რომ  გაეცნო და  ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს. 

18. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია,  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი 

 

კომისიის თავმჯდომარე    / --------------------------       /----------------------/-

                                                    ხელმოწერა                    სახელი, გვარი                                        

 

 

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)  /---------------------  / -------------------

                                                                                   ხელმოწერა         სახელი, გვარი

 

------------------------------------    ბეჭდის ადგილი.