„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 24/03/2010
ძალაში შესვლის თარიღი 14/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.014366
  • Word
4
18/03/2010
სსმ, 31, 24/03/2010
300380000.16.009.014366
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.014.366

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის დადგენილება №4

2010 წლის 18 მარტი

ქ. ქუთაისი

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

    მუხლი 1

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ III, 16.07.2009 წ., №87, მუხლი 933) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.  პირველი მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.“

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან, ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს ურთიერთობა აწარმოონ საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. დაუშვებელია, მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს ან ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.

5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა წარმოებს ამ წესებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანასწორუფლებიანობის და თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპების შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებლის თავისუფალი მოქმედება შეზღუდულია იმის გამო, რომ მიმწოდებელს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე).“.

2.  მე-2 მუხლის:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, მათ შორის, საცალო მომხმარებელზე ახდენს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, შესაბამისად, იგი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით აღნიშნული საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სათანადოდ მომარაგება.

22. მიმწოდებლის მითითების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ახორციელებს განაწილების საქმიანობას, რომელიც მოიცავს ბუნებრივი გაზის განაწილებისა და გატარების მომსახურებას:

ა) განაწილების მომსახურება – განაწილების ლიცენზიატი ერთდროულად ახორციელებს საცალო მომხმარებელზე როგორც ბუნებრივი გაზით მომარაგებას, ისე რეალიზაციას (ეწევა ბუნებრივი გაზის როგორც განაწილების, ისე მიწოდების საქმიანობას);

ბ) გატარების მომსახურება – განაწილების ლიცენზიატი მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელით ახორციელებს სხვა მიმწოდებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგებას (ეწევა მხოლოდ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას).“

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს მომსახურების საფასური მომხმარებლისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად. ასევე, ამ წესების თანახმად, უზრუნველყოს თავისივე მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისას წარმოქმნილი სხვა ხარჯების დროული ანაზღაურება;“

3.  მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და განაწილების, ასევე გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.“.

4.  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური მოიცავს ბუნებრივი გაზის ფასსა და ყველა იმ მომსახურების (ტრანსპორტირების, განაწილების ან გატარების, მოხმარების დაბალანსების მომსახურების ან/და სხვა მომსახურების) ფასს, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მუდმივი და სტაბილური მომარაგებისთვის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.“.

5.  მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაწილების ლიცენზიატს, მისთვის საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისას გაწეული გატარების (ან განაწილების) მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლება აქვს, წინასწარი გაფრთხილებიდან 10 დღის შემდეგ შეუწყვიტოს მომსახურება შესაბამის მიმწოდებელს.

3. განაწილების ქსელში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება განაწილების ლიცენზიატს (ხოლო ტრანსპორტირების ქსელში ოდორიზაცია და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრება ტრანსპორტირების ლიცენზიატს). გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ხარისხი, წნევა, სუნი და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ წესებსა და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს.“.

6.  მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემთხვევაში, თუ მრიცხველის შემოწმების ოქმში არ იქნა მრიცხველით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედების არსებობის შეფასება, ამ წესების მიზნებისათვის დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის გათვალისწინებული წესები და პროცედურები (მათ შორის, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები).“

7. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20.   მომხმარებელთა ჯგუფზე საერთო ტემპერატურული კორექციის კოეფიციენტის განსაზღვრა და ამ კოეფიციენტის გამოყენებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა მომხმარებელზე (ან მომხმარებლებზე) დაუშვებელია.”

8.  მე-12 მუხლის:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31.    ამ წესების მიზნებისათვის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.“;

ბ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.     ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).“;

გ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91.    დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ.“;

დ)     მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10.   განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლისა და მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.“;

ე)  მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13.   ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.“.

9.  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირება.“.

10.     მე-19 მუხლის:

ა)  მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)     განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაწილების ქსელზე მიერთების მსურველს შესთავაზოს სხვადასხვა სახისა და კლასის მრიცხველი (მის მიერ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული ფასით), ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს თვითონ მოიძიოს სასურველი მრიცხველი (რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტითა და სტანდარტით განსაზღვრულ პირობებს) და მიაწოდოს განაწილების ლიცენზიატს დასამონტაჟებლად. თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული მრიცხველის დამოწმება, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ მრიცხველის მიწოდებისთანავე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს ამ წესებში მოცემული მრიცხველის შემოწმებაზე გაწერილი პროცედურები – მრიცხველის ვარგისიანობის დადგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიერთების მსურველი.“;

ბ)  მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16.   არსებულ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებელთა (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ობიექტის) გაზიფიცირებისას, მათ შორის, მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიერთების მსურველმა უნდა აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ, წარუდგინოს დასკვნა ახლად აშენებული მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ და შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდის ან ამ საფასურის გადახდის განწილვადების პირობებზე შეთანხმების შემდეგ წერილობით მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატისგან შესაბამისი სამუშაოების დასრულება და ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება შესაბამისი საფასურისთვის განსაზღვრულ ვადაში.“;

გ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (საცალო მომხმარებელს) შეუძლიათ წერილობით შეთანხმდნენ, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შემდეგ შეჭრა-მონტაჟის საფასურის ან/და ბუნებრივი გაზის მრიცხველის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, აღნიშნული საფასურის ამოღება უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის გადასახდელი თანხა შეთანხმების შესაბამისად ასახოს ამ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის დავალიანებაში.“

დ)     მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის საფასური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით):

ა)  საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, ასევე არსებულ გამანაწილებელ ქსელზე ერთდროულად ორი მომხმარებლის მიერთებისას (შეჭრისას):

ა.ა)    მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში – 100 ლარი;

ა.ბ)    მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 15 დღის ვადაში – 70 ლარი;

ა.გ)    მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 30 დღის ვადაში – 40 ლარი.

ბ)  არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის, ასევე ორი მომხმარებლის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში:

ბ.ა)    მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში – 1000 ლარი;

ბ.ბ)   მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 15 დღის ვადაში – 700 ლარი;

ბ.გ)   მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 30 დღის ვადაში – 500 ლარი.“

ე)  მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20.   ამ მუხლის გამოყენება და მის საფუძველზე რაიმე ხარჯის ან საფასურის დაკისრება დაუშვებელია, თუ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება განხორციელდა (ან ხორციელდება) იმ მიერთების მსურველის (საცალო მომხმარებლის) სათანადო განაცხადის გარეშე, რომელმაც ამ მიერთების შედეგად უნდა მოიხმაროს ბუნებრივი გაზი; ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით რაიმე ხარჯის ან საფასურის დაკისრება ასევე დაუშვებელია იმ განმცხადებლის მიმართ, რომლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვისაც საჭირო არ არის არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (მათ შორის შეჭრის) სამუშაოების ჩატარება და განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელის ან სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა, დამონტაჟება.“;

ვ)  22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს ან/და მომსახურების ღირებულება, ასევე, ამ ახალი მომხმარებლის მიერთებისთვის შექმნილი აქტივები არ მიიღებს მონაწილეობას განაწილების ან გატარების ტარიფის გაანგარიშებისას, თუ აღნიშნული განხორციელდა მომხმარებლის ხარჯით ან მისგან მოზიდული სახსრების მეშვეობით.“.

11.     22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი, შემმოწმებელი (ან შემმოწმებელთა ჯგუფი), ვალდებულია წერილობით განუმარტოს საცალო მომხმარებელს დარღვევის არსი, შესაძლო შედეგები, ხარვეზის გამოსწორების შესაძლო ვარიანტები (მათ შორის, თუ რა ტიპის ხელსაწყოთია შესაძლებელი გაუმართავი ხელსაწყოს ჩანაცვლება) და საცალო მომხმარებელთან ურთიერთშეთანხმებით განსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს). შემოწმებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემული იქნება შემოწმების შედეგები და ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.“.

12.     23-ე მუხლის:

ა)  მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს (გავრცელდეს) მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასს გამოკლებული ტრანსპორტირებისა და შესაბამისი განაწილების ან გატარების ტარიფების ჯამით მიღებულ სიდიდეზე (ამასთან, ამ ურთიერთობაზე ზღვრული სამომხმარებლო ტარიფის არსებობის შემთხვევაში, კორექტირებით მიღებული სიდიდე (ეროვნულ ვალუტაში) არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფს);

ბ)  ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასში ტრანსპორტირებისა და შესაბამისი განაწილების ან გატარების მომსახურების წილის გამოყოფა (დაფიქსირება).“;

ბ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.     თუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება ან შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა და მათთან მისადაგება ხდება მიმწოდებლის მიერ, მაშინ საეჭვობისას ივარაუდება, რომ შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა უნდა მოხდეს (მომხდარიყო) სამართლიანობის საფუძველზე. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს შეცვლილ პირობებზე ან/და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მიმწოდებლის განმარტება და ამ განმარტებაზე შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიწოდებული.“.

13.     28-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება“

14.     28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზით მომარაგება განახორციელოს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა შესაბამისი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების ან მომარაგების შეწყვეტის შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)     განაწილების ლიცენზიატის მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს;“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის შესაბამისად, განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შევსებული შეტყობინების განაწილების ლიცენზიატთან წარდგენის შემდეგ, ბუნებრივი გაზის გატარების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის შეუთანხმებლობის მიუხედავად, შეტყობინების შეტანიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადში მოცემული პირობებისა და მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მითითების საფუძველზე უპირობოდ განახორციელოს ამ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები და იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს უარი უთხრას მიმწოდებელს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია მის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გადაუხდელობით.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. განაწილების ლიცენზიატს ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების საფასური უნდა აუნაზღაურდეს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად განაწილებული ან გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.“.

15.     29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის გატარება, განაწილება, ან/და ფაქტობრივი მოხმარების შევსება.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის ნასყიდობის კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად ბუნებრივი გაზის გატარებაზე და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან ბუნებრივი გაზის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები;

ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დაბალანსების უზრუნველყოფის პირობები.“

16. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 30. მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიანტს შორის ურთიერთობები

1. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა (საანგარიშსწორებო მრიცხველის ჩვენების აღება), ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ინფორმაციის განაწილების ლიცენზიატისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება (ანალიზისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის ვადის განსაზღვრით); ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ მიღებული ფინანსური და ტექნიკური ინფორმაციის ანალიზის შემდეგ განახორციელოს საცალო მომხმარებელზე თანხის დარიცხვა (მიწოდებისა და განაწილების (ან გატარების) მომსახურების წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით), ქვითრის გამოწერა (დაბეჭდვა) და ამ ქვითრის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდება. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის სათანადოდ შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, განახორციელოს მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად გაწეული განაწილების (ან გატარების) მომსახურების ღირებულების დარიცხვა, გამოწეროს ანგარიშფაქტურა და განსაზღვრულ ვადაში (რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები) წარუდგინოს იგი მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებლისთვის წარდგენილ ანგარიშფაქტურას თან უნდა ახლდეს დადასტურებული მონაცემები განაწილების ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და ღირებულების შესახებ თითოეული მომხმარებლის მიხედვით (განცალკევებულად) და ჯამურად.

2. მიმწოდებელი (განაწილების ლიცენზიატის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.

3. საცალო მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებული ვადის გადაცილებიდან 5 დღის განმავლობაში თანხის გადაუხდელობისას განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებლისათვის გატარების მომსახურების დავალიანების გადახდის გონივრულ ვადის განსაზღვრისა და ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლება აქვს შესაბამის მიმწოდებელს ასევე მოსთხოვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ გადაიხდის შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის გატარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მხარეთა შეტყობინების შემდეგ არ დაუშვას მის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებელი აღნიშნული პირობების დაკმაყოფილებამდე.

5. ამ წესებით განსაზღვრული მიმწოდებლის ქსელში არდაშვების ნორმები (მათ შორის, მიმწოდებლისგან საბანკო გარანტიის მოთხოვნის ნორმები მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად) არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, თუ განაწილების ლიცენზიატს გააჩნია მიმწოდებლის მიმართ ფინანსური დავალიანება და მიმწოდებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისთვის თანხა არ იქნა გადახდილი თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისად, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებლისგან ამოღებული თანხით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა (საცალო მომხმარებლის მიერ გადახდილი განაწილების ლიცენზიატისთვის განკუთვნილი წილიდან).

6. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე; აღნიშნულ ერთიან ბაზაში მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ, ასევე საცალო მომხმარებლების აბონენტის ნომრების, მათი მისამართებისა და მოხმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზა ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა გახდეს მათთვის, ვინც ახორციელებს ან სურს განახორციელოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა.“.

17. 31-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული (მიღებული) ბუნებრივი გაზი ნაკლებია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებულ და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელ ბუნებრივ გაზზე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურების ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების ტარიფში გათვალისწინებული არ არის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორმატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწილების ლიცენზიატის მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების ტარიფი ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელში, შესაბამისად, გატარებული ან განაწილებული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი.“.

18. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის, მათ შორის, განაწილების, გატარებისა და სამომხმარებლო ტარიფების და მათთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;“

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ. გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შესახებ;“

ბ)  მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.     აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით;“

19. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიმწოდებლებისთვის (რომლებიც ახორციელებენ ან სურთ განახორციელონ მისი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა) ხელმისაწდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ პუნქტში მოცემული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდების მოთხოვნიდან ერთი კვირის განმავლობაში დააკმაყოფილოს მიმწოდებლის მოთხოვნა.“

20. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.“.

21. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელს უფლება აქვს, მრიცხველის შეცვლიდან 2 კვირის განმავლობაში წერილობით მოითხოვოს მოხსნილი მრიცხველის შემოწმება, მისთვის მისაღებ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ (ამ წესებში მოცემული წესისა და პირობების შესაბამისად) – მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დაიტოვოს ახალი მრიცხველი ან დაიბრუნოს ძველი მრიცხველი ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად კომისიამ შეიძლება მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით, ამ მუხლის საფუძველზე მოხსნილი მრიცხველის შემოწმება საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ (ამ წესებში მოცემული წესისა და პირობების შესაბამისად), ხოლო მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დაავალოს განაწილების ლიცენზიატს რომ დაუტოვოს ახალი მრიცხველი ან დაუბრუნოს ძველი მრიცხველი, ამ მომხმარებელზე ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე  გ. ჩალაგაშვილი