„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 19/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014363
  • Word
197
16/03/2010
სსმ, 30, 19/03/2010
230210000.22.033.014363
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.00.22.033.014.363

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №197

2010 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №22) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) „სასაქონლო პარტია“ – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.“.

2. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთ საფოსტო გზავნილში მოთავსებული ან ერთი სასაქონლო პარტიით გადაადგილებული საქონელი. 

 2. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილში ან სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ათზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი წარმოადგენს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეს და საბაჟო გადასახდელებს იხდის დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა;“.

4. მე-9 მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მე-11 გრაფაში მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე გადახდილი საბაჟო გადასახდელების საერთო რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი წარმოადგენს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეს და სარგებლობს საბაჟო გადასახდელების გადახდის 30-დღიანი ვადით, გრაფაში მიეთითება – „გადასახდელია –“ და საბაჟო გადასახდელების საერთო რაოდენობა. პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ელექტრონულ ბაზაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მე-13 გრაფაში მიეთითება დეკლარაციის მე-11 გრაფაში მითითებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სხვა თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი წარმოადგენს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეს და სარგებლობს საბაჟო გადასახდელების გადახდის 30-დღიანი ვადით, გრაფაში მიეთითება – „გადახდა გადავადებულია“. პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ელექტრონულ ბაზაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მე-15 გრაფაში – „საბაჟო აღნიშვნები“ – საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ, პირადნომრიანი ბეჭდით და შესაბამისი შტამპით („გაშვება ნებადართულია“) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა შტამპის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი წარმოადგენს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეს და სარგებლობს საბაჟო გადასახდელების გადახდის 30-დღიანი ვადით, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია პირობით“. პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ელექტრონულ ბაზაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი