დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №957 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.014373 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.014.373
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №214
2010 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №957 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №957 ბრძანების (სსმ III, 31.12.2009 წ., №160 მუხ. 2026) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. 2006 წლის 1 ივლისამდე საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) მყოფი გადასახადის გადამხდელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირებისთვის მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომრის მიხედვით განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე. 2008 წლის 1 ივლისამდე საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) მყოფი საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკური პირებისთვის მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომრის მიხედვით განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემოსავლების სამსახურმა 2010 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომრის პირადი ნომრით შეცვლის პროცედურების შემუშავება და შემდგომში სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმირება რეგისტრაციას დაქვემდებარებული ინდივიდუალური მეწარმეების საიდენტიფიკაციო ნომრების ცვლილების თაობაზე“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები