„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 26/02/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.014261
  • Word
131
26/02/2010
სსმ, 23, 26/02/2010
010040000.22.033.014261
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.22.033.014.261

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 

ერთობლივი ბრძანება №131-№223

2010 წლის 26 თებერვალი

 ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 30.01.09, №11, მუხლი 131) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის“:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისთვის ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში სათანადო სტიკერის ჩაკვრა და თარიღ-დამღის დასმა „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №38 ბრძანებით დადგენილი წესით;“;

ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე „დარიალი“/საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ (შემდგომში _ „დარიალი/ყაზბეგი“) მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანო, ხოლო სხვა საავტომობილო სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე და საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.“;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, „დარიალი/ყაზბეგი“ საბაჟო ორგანოს თანამშრომელთა მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს;

ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისთვის ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში სათანადო სტიკერის ჩაკვრა და თარიღ-დამღის დასმა „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №38 ბრძანებით დადგენილი წესით;

ზ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

თ) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება;

ი) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

კ) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე („გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, „დარიალი/ყაზბეგი“) მსუბუქი და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ფიზიკურ პირებზე (მძღოლებსა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრებზე).“;

დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

საბაჟო ორგანოების მიერ ამ წესით საპასპორტო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის:

ა) მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამგზავრო დოკუმენტების ინფორმაციის ამსახველ მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში საბაჟო ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების დაშვება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაშვების გაუქმება;

ბ) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საბაჟო ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამოსაყენებელი თარიღის შტამპი აღნიშვნებით „შემოსვლა“, „გასვლა“.“;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგო რედაქციით:

     „მუხლი 10

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტების ტერიტორიაზე („გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, „დარიალი/ყაზბეგი“) საბაჟო ორგანოების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილისა და დეტალური პროცედურების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საბაჟო ორგანოს მოსამსახურეთა მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

კ. ბაინდურაშვილი

ი. მერაბიშვილი