„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 12/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.014473
  • Word
368
12/04/2010
სსმ, 38, 12/04/2010
140130000.22.034.014473
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.473

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №368

2010 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს 1098 (სსმ III, 13.08.2007 წ., 113 მუხ. 1256) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდები ტარდება (გამოცდების ჩატარების მეთოდიკის შესაბამისად) განყოფილების უფროსის მითითებით შექმნილი კომისიის მიერ, რომელსაც თავმჯდომარეობს განყოფილების უფროსი ან ამავე სამსახურის თანამშრომელი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თეორიულ გამოცდაში მიღებული დადებითი შეფასება მოქმედია ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.”;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდა, დამატებით გამოცდაზე დაიშვება უარყოფითი შეფასების მიღებიდან არანაკლებ მეშვიდე დღისა. ეს ვადა შეიძლება შემცირდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.”

დ) მე-13 პუნქტი ამოღებული იქნეს.

2. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მძღოლობის კანდიდატებისაგან პრაქტიკული გამოცდის მიღება ხდება შესაბამისი კატეგორიის მექანიკური გადამცემი კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით.“.

3. 39-ე მუხლის მე-15, მე-16, მე-17 და 26-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 40-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 42. მძღოლობის კანდიდატის პრაქტიკული მომზადების შეფასება

1 . მძღოლობის კანდიდატების პრაქტიკული მომზადების დონე ფასდება ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი ელემენტების და მოთხოვნების შესრულების საფუძველზე.

2. „ A კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობა სწორზე გადაცემის გადართვით დაბლიდან მაღალზე და პირიქით;

ბ) მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარი , საფეხურიდან ფეხის აუღებლად;

გ) მცირე რადიუსის მოხვევისა და მობრუნების შესრულება საგაბარიტო წრეში , ზიგზაგში და რვიანში .

3. „B“ კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) შეზღუდული სიგანის უბანზე შესვლა და მობრუნება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

დ) შეზღუდული სიგანის უბანზე მობრუნება შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ე) რვიანში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ვ) აღმართზე მოძრაობის დაწყება, 20 სმ მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

ზ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავის ჩაქრობის გარეშე;

თ) პარალელური პარკირება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ი) პარალელური პარკირების უბანში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

კ) ზიგზაგში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ლ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

მ) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით .

4. „C” კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) აღმართზე მოძრაობის დაწყება 20 სმ მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

დ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავის ჩაქრობის გარეშე;

ე) სატრანსპორტო საშუალების პლატფორმასთან დაყენება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ვ) სატრანსპორტო საშუალების პლატფორმასთან დაყენება შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ზ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

თ) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით .

5.„ D” კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) აღმართზე მოძრაობის დაწყება 20 სმ მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

დ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავის ჩაქრობის გარეშე;

ე) პარალელური პარკირება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ვ) პარალელური პარკირების უბანში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ზ) ზიგზაგში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

თ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

ი) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით .

6. „E” კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) აღმართზე მოძრაობის დაწყება, 20 სმ. მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

დ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავას ჩაქრობის გარეშე;

ე) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის პლატფორმასთან დაყენება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ვ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის პლატფორმასთან დაყენება შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ზ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

თ) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით .

7. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ელემენტების შესრულებისას მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხონები:

ა) სწორედ გამოყენოს ავტომობილის სამართავი საშუალებები;

ბ) მოძრაობის დაწყებისას ჩართოს სატრანსპორტო საშუალების ძრავა;

გ) მოძრაობის დაწყებისას დაუშვას ხელის მუხრუჭი;

დ) მოძრაობის დაწყებისას დროულად ჩართოს გამაფრთხილებელი სიგნალები;

ე) მოძრაობის დაწყებისას ისარგებლოს უკანა ხედვის სარკეებით;

ვ) მოძრაობის დაწყებისას არ ჩაუქრეს ძრავა;

ზ) მოძრაობა დაიწყოს მდორედ, ძიგძიგის გარეშე;

თ) სატრანსპორტო საშუალების დაძვრის შემდეგ სათანადოდ გააქანოს სატრანსპორტო საშუალება და სწორად განახორციელოს გადაცემის გადართვა;

ი) იმოძრაოს სწორხაზოვნად;

კ) მოძრაობისას არ გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება გაუმართლებლად;

ლ) მოძრაობისას არ ჩაუქრეს ძრავა;

მ) მოძრაობისას მდორედ შეცვოს სიჩქარ ;

ნ) სწორედ შეარჩიოს სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალების განლაგება;

ო) მოძრაობისას შეასრულოს საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოთხოვნები;

პ) მოძრაობისას შეასრულოს „სდექ“ ხაზის მოთხოვნა;

ჟ) მოძრაობის დროს დაიცვას რეკომენდებული სიჩქარე;

რ) დაიცვას სატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანცია და ინტერვალი;

ს) მოძრაობისას (მანევრირებისას) დროულად გამოიყენოს გამაფრთხილებელი სიგნალები;

ტ) მოძრაობისას (მანევრირებისას) გამოიყენოს უკუხედვის სარკეები;

უ) დაიცვას გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების და სხვა წინაღობათა შემოვლის სისწორე;

ფ) დაიცვა ერთი ზოლიდან მეორეში გადაადგილების წესი;

ქ) იქონიოს შესაბამისი რეაგირება მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიერ მიცემულ სიგნალზე;

ღ) სწორად შე ფასოს გზაჯვარედინთან მიახლოებისას საგზაო სიტუაცი , აუცილებლობის შემთხვევაში ჩართოს გამაფრთხილებელი სიგნალები;

ყ) გზაჯვარედინთან დაიცვას გაჩერების სისწორე;

შ) გზაჯვარედინთან გაჩერების შემდეგ დაიცვას ადგილიდან დაძვრის სინარნარე;

ჩ) დაუთმოს გზა გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებ ;

ც) ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი გაიაროს უსაფრთხოების წესების დაცვით ;

ძ) მოსახვევში შესვლისას შე რჩიოს სათანადო სიჩქარ ;

წ) მოსახვევში შესვლისა და გამოსვლისას იმოძრაოს სწორი ტრაექტორიით ;

ჭ) გასწრების დაწყების წინ სწორად შე ფასოს საგზაო სიტუაცი , გა თვალისწინოს საგზაო ნიშნების, მონიშვნების მოთხოვნები და მოძრაობის სხვა მონაწილეთა მოქმედებ ;

ხ) გასწრების დაწყებისა და დასრულებისას ი მოძრაოს სწორი ტრაექტორიით;

ჯ) სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისას დროულად ჩართოს გამაფრთხილებელი სიგნალები და დაიცვა ზოლიდან ზოლში გადასვლის წესები;

ჰ) სწორ დ გა ჩეროს სავალ ნაწილებზე (გვერდულზე) ავტომობი ი.

8. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ელემენტის ერთხელ ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ორჯერ ვერშესრულების შემთხვევაში გამოცდა წყდება და ითვლება ჩაუბარებლად.

9. გამოსაცდელის მიერ დაშვებული ყოველი შეცდომა ფიქსირდება ცალ-ცალკე.

10. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გამომცდელის მოთხოვნით განმეორებით შეასრულოს რომელიმე ელემენტი.

11. გამოცდის დამთავრებისას გამომცდელი ვალდებულია მძღოლობის კანდიდატს აცნობოს გამოცდის საბოლოო შედეგი.

შენიშვნა:

თუ მძღოლობის კანდიდატი ქმნის საავარიო სიტუაციას, ვერ უზრუნველყოფს ავტომობილის დროულ გაჩერებას, გამომცდელი ერევა სატრანსპორტო საშუალების მართვაში და გამოცდა ითვლება ჩაუბარებულად.“.

6. ბრძანების 2 დანართი ამოღებული იქნეს.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. მერაბიშვილი