დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 07/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.014464 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.464
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №82
2010 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ შ) უშუალოდ კურირებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს, შიდა ინსპექტირების სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის, ეკონომიკური სამსახურის და დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურის საქმიანობას.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური.“.
3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების გამოცდილების ანალიზს და ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სამართლებრივი ხასიათის სხვა დავალებების შესრულებას.“.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აღმასრულებლის მოთხოვნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, დაყადაღებული ქონების შეფასებას;
ბ) დაყადაღებული ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას და შესაბამისი აღმასრულებლისათვის გადაცემას;
გ) დაყადაღებული ქონების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში წარმომადგენლობის განხორციელებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები