„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 103/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 21/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014535
  • Word
103/ნ
21/04/2010
სსმ, 45, 21/04/2010
470230000.22.035.014535
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.535

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

 მინისტრის ბრძანება №103/ნ

2010 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს 231/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ.114, მუხლი 1571) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსაგან დანართი 2-თ განსაზღვრული წერილის საფუძველზე წერილობით ითხოვს დაფინანსების განაცხადში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრაციის არარსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;“.

2. მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მიღებული განაცხადების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების  დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.“.

3. ბრძანებით გათვალისწინებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

 სააგენტომ უზრუნველყოს 2010 პირველი იანვრიდან ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებამდე დახმარების შესახებ რეგისტრირებული მოთხოვნების თაობაზე ერთიანი ინაფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისათვის.

    მუხლი 3.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი

დანართი 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის

სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის

შემოსავლების სამსახურის

-----------------------------------------------------------

ტერიტორიული ორგანოს დასახელება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს 231/ ბრძანებით დამტკიცებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესისმე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტო ––––––––––––––––––––––––––––––––––– (ტერიტორიული ერთეულის დასახელება) დამსაქმებლების/ დაწესებულებების მიერ 201–– წლის ––––––––––––– სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად, წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხად(ებ).

წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლების/დაწესებულებების გადასახადის გადამხდელებად რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ,     5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

დანართი ----------- ფურცლად.

პატივისცემით,

სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის

უფროსი                                                                / სახელი, გვარი /