„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 28/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.014562
  • Word
390
28/04/2010
სსმ, 49, 28/04/2010
310150000.22.034.014562
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.014.562

საქართველოს შინაგან საქმეთა

 მინისტრის ბრძანება 390

2010 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის 150 (სსმ III, 01.02.2007წ., 14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მონაცემების დადგენა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების გზით, გარდა ამ ინსტრუქციის 172 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. 171 მუხლის შემდეგ დაემატოს 172  მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 172

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნის შემძენ პირს უფლება აქვს მოითხოვოს სანომრე ნიშნის მინიჭება უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ და მყოფ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის შემთხვევაში უფლებას აძლევს მესაკუთრეს:

ა) საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაერთოს საგზაო მოძრაობაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემდგომ ამ ინსტრუქციის შესაბამისად ისარგებლოს რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრისათვის მინიჭებული უფლებამოსილებით.

3. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ და მყოფ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით სანომრე ნიშნის მინიჭების შემთხვევაში სააგენტოს მიერ ხორციელდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. ამასთან, რეგისტრაციისათვის სავალდებულო არ არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენა ან საექსპერტო შემოწმების ჩატარება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით სანომრე ნიშნის მინიჭებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყანაში აღიცხვიდან მოხსნა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა ან/და უცხო ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშნების წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული გარიგება საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემდეგ.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ სააგენტო ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.“

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. მერაბიშვილი