დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 334 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 30/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.014564 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.564
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №334
2010 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხ. 1881) დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. გრაფა 31 „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევისას დამატებით ჩაიწერება „გადამუშავების ვადაა ....... მდე“, ხოლო საქონლის გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში თავდაპირველ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და გრაფაში ჩაიწერება „გადამუშავების ვადა გაგრძელებულია ....... მდე“.“.
2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. გრაფა 31 „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევისას დამატებით ჩაიწერება „გადამუშავების ვადაა ....... მდე“, ხოლო საქონლის გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში თავდაპირველ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და გრაფაში ჩაიწერება „გადამუშავების ვადა გაგრძელებულია ....... მდე“.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები