„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 14/04/2010
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 310150000.47.052.014492
  • Word
76
14/04/2010
სსმ, 43, 19/04/2010
310150000.47.052.014492
„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.014.492

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება 76

2010 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანების (სსმ III, 18.06.2007 წ., №83, მუხ. 900) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიჭინაძე