დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 606 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 26/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №606
2007 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №42, მუხ. 478) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მისი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შენობების, კომუნიკაციების, საოფისე-საყაზარმო ავეჯისა და ინვენტარის ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის წესებს, ასევე იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ეძლევათ უფლება დაამტკიცონ მატერიალური საშუალებების ჩამოწერის აქტები და გასცენ საინსპექტორო მოწმობები;“;
ბ) დებულების 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულების მე-2 პუნქტით, ჩა-მოიწერება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარდგინების საფუძველზე „სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ბრძანებით.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები