დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 02/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.000.10.003.000.231 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №97
2005 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა
საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტი;
დ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ვ) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ზ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო;
თ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;
ი) პროტოკოლის დეპარტამენტი;
კ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;
ლ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
მ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2005 წლის 9 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები