„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 633
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014952
  • Word
633
06/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
230210000.22.033.014952
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.952

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 633

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

“საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):

ა) მე-6 მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციე-ლების საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში – არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.“;

ბ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გრაფა „A“ – აღინიშნება საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორი) – დანართი №15-ის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამავე გრაფაში აღინიშნება დეკლარაციის რეგისტრაციის C (სტატისტიკური) ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.“;

დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრაფები: B და C ივსება მხოლოდ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“;

ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23

1. დეკლარაციის შემოწმების დასრულების შემდეგ, დეკლარაციის მესამე ეგზემპლარი საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი აღნიშვნებით (გაცხადებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საქონლის გაშვების ან გაშვების პროცედურების შეჩერების ან დეკლარაციის ბათილად ცნობის შესახებ) გადაეცემა დეკლარანტს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

2. დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები ინახება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. „ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4):

ა) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10

1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 13, 14, 15, 15-ა, 17, 17-ა, 18, 19, 21, 25, 29, 31, 32, 33, 35, 37, 38, 40, 41, 44, 49, 50, 54. გრაფების: 9, 11, 16, 20, 22, 23, 24, 26, 27, 28, 30, 36, 39, 42, 43, 46, 47 შევსება სავალდებულო არ არის და ივსება დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.

2. გრაფა “A“ – აღინიშნება გამგზავნი საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამავე გრაფაში აღინიშნება დეკლარაციის რეგისტრაციის C (სტატისტიკური) ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.

3. გრაფა 1. „დეკლარაცია“ – პირველ განყოფილებაში ჩაიწერება რეჟიმის დასახელება – ტრანზიტი – „ტრ“, მეორეში – ციფრული კოდი „8“.

4. გრაფა 2. „ექსპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები – იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.

5. გრაფა 3. „ფორმები“ – პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში – დეკლარაციის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით. (მაგალითად, თუ გვაქვს ერთი დეკლარაცია ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-3 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს – 1, მეორე განყოფილებაში – 3, პირველ დამატებით ფურცელში – 2 და 3, მეორეში – 3 და 3).

6. გრაფა 5. „საქონლის რაოდენობა“ – მიეთითება წარდგენილ დეკლარაციაში დეკლარირებული უკანასკნელი საქონლის რიგითი ნომერი.

7. გრაფა 6. „ადგილების რაოდენობა” – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში. თუ დეკლარირდება საქონელი მილსადენებით ან ელექტროგადამცემი ხაზებით, გრაფაში ჩაიწერება „1”. საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით („პოდონი”) და ა. შ., მიეთითება რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში, როგორც სატვირთო ადგილი.

8. გრაფა 7. „საცნობარო ნომერი” – აღინიშნება დეკლარანტის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.

9. გრაფა 8. „იმპორტიორი” – აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება და მისამართი; თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი.

10. გრაფა 13 „მოსაკრებლის გაანგარიშება“ – გრაფაში მიეთითება საბაჟო მოსაკრებლების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 5-ის შესაბამისად.

11. გრაფა 14. „დეკლარანტი/წარმომადგენელი” – გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის/წარმომადგენლის სრული სახელწოდება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება წარმომადგენლის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირებას ახორციელებს საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს – „იხ. გრაფა 2“.

12. გრაფა 15. “გამომგზავნი ქვეყანა”– აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.

13. გრაფა 15ა. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი” – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

14. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა” – მიეთითება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება, კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

15. გრაფა 17ა. “დანიშნულების ქვეყნის კოდი” – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

16. გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე” – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშულების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – „იხ. უკანა გვერდზე“; დეკლარაციის სამივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები მაგალითად: “23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე“.

17. გრაფა 19. „კონტეინერი” – აღინიშნება: თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაცის 31-ე გრაფაში; თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.

18. გრაფა 21. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

19. გრაფა 25. „ტრანსპორტის სახე“ – ჩაიწერება 21-ე გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 10-ის შესაბამისად.

20. გრაფა 29 “საბაჟო საგუშაგო საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც უნდა გავიდეს საქონელი საქართველოდან, კლასიფიკატორის ნაწილი 2-ის შესაბამისად.

21. გრაფა 31. „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – “ნაწილი”; აღინიშნება მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები.

22. გრაფა 32. „საქონელი N“ – მიეთითება 31-ე გრაფაში დეკლარირებული საქონლის რიგითი ნომერი. (მაგალითად: თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, მაშინ დეკლარაციის ძირითად ფურცელში ჩაიწერება – 1, პირველ დამატებით ფურცელზე – 2, 3, 4; მეორე დამატებით ფურცელზე – 5, 6, 7 და ა. შ.) ერთი დასახელების საქონლის დეკლარირებისას გრაფაში იწერება – 1.

23. გრაფა 33. „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით ორ ნიშნამდე სიზუსტით სავალდებულოდ, აქციზური საქონლის დეკლარირებისას – თერთმეტ ნიშნამდე სიზუსტით.

24. გრაფა 35. „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.

25. გრაფა 37 “საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – „80“. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 6-ის შესაბამისად.

26. გრაფა 38. „ნეტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1 კგ-ზე ნაკლებია (მაგ. ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება – „1“, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.

27. გრაფა 40. “საერთო დეკლარაცია/წინმსწრები დოკუმენტი“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.

28. გრაფა 41. “დამატებითი ზომის ერთეული“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის რაოდენობა იმ განზომილებაში, რომელიც სეს ესნ-ში შეესაბამება საქონლის თერთმეტნიშნა კოდს (მაგალითად: საქონლის დასახელება – “წნეხამკრეფები”, საქონლის კოდი – 8433 40 100 00, მისი ზომის დამატებითი ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით – ცალი, რაოდენობა – 10, გრაფაში ჩაიწერება – 10). თუ საქონელს შეესაბამება ზომის მხოლოდ ძირითადი ერთეული (კგ), მაშინ გრაფა არ ივსება.

29. გრაფა 44. “დამატებითი ინფორმაცია” – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის ნაწილი 11-ის შესაბამისად.

30. გრაფა 49. “საწყობის დასახელება” - გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენებამდე საქონელი იმყოფებოდა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში ან დროებით დასაწყობებული იყო საბაჟო საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.

31. გრაფა 50. „პრინციპალი“ - აღინიშნება გადამზიდველის რეკვიზიტები. „წარმომადგენლის“ გასწვრივ აღინიშნება გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის (მძღოლის) სახელი და გვარი და პასპორტის ნომერი (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში).

32. გრაფა 54. “ადგილი და თარიღი” – მიეთითება დეკლარაციის შევსების თარიღი. მე-14 გრაფაში მითითებული პირი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.

    მუხლი 11.

1. გრაფები: B, C და D ივსება მხოლოდ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

2. გრაფა “B” – გრაფაში აღინიშნება შეფასების ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.

3. გრაფა “C” “გამშვები საბაჟო” – გრაფაში უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა – “გაშვება ნებადართულია” ან “გაშვება აკრძალულია”. დამღაში მითითებულ ადგილზე უფლებამოსილი თანამშრომელი აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე ან არ გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი.

4. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან.“.

3. ბრძანების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“(დანართი №15) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი

 

1. საბაჟო ორგანოები

N

კოდი

საბაჟო ორგანოები

1

60000

თბილისის რეგიონული ცენტრი

2

69405

ქუთაისის რეგიონული ცენტრი

3

69114

რუსთავის რეგიონული ცენტრი

4

69037

თელავის რეგიონული ცენტრი

5

69038

ახალციხის რეგიონული ცენტრი

6

69555

ბათუმის რეგიონული ცენტრი

7

69656

ფოთის რეგიონული ცენტრი

8

69001

საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი”

9

69002

საბაჟო გამშვები პუნქტი “წითელი ხიდი”

10

69003

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო” (საავტომობილო)

11

69004

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო” (სარკინიგზო)

12

69005

საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი”

13

69006

საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი”

14

69007

საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო”

15

69009

საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი”

16

69010

საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი”

17

69021

საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი”

18

69101

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი”

19

69301

საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე”

20

69302

საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა”

21

69401

საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები”

22

69501

საბაჟო საგუშაგო „ფოთისა და ყულევის პორტები”

23

69601

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი”

24

69604

საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი”

25

69603

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი”

26

69403

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტი

27

69503

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტი