„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.014974
  • Word
149
11/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
040030000.22.027.014974
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.974

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 149

2010 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (სამსახური), რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება;

ა.ბ) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;

ა.გ) საქმისწარმოების განყოფილება;

ა.დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება;

ბ) შიდა ინსპექტირების სამსახური;

გ) რეგიონული ზედამხედველობის სამსახური;

დ) იურიდიული სამსახური;

ე) ეკონომიკური სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ე.ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ე.ბ) ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

ე.გ) შესყიდვების განყოფილება;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

თ) დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური;

ი) აღსრულების პოლიციის სამმართველო, რომლის ორგანიზაცია, სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.”.

2.  მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაცია (სამსახური) უზრუნველყოფს:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;

ბ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;

გ) სტუმართა მიღების ორგანიზებას;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სამსახურის უფროსების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას;

ე) აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აგრეთვე მის ტერიტორიულ ორგანოში – თბილისის სააღსრულებო ბიუროში საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ერთიანი წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად;

ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებების და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებას და კონტროლს;

ზ) საქმისწარმოების და სააღსრულებო წარმოებათა დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვის დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას (არქივირებას);

თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას;

ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებას;

კ) ჯამური – ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების (სტატისტიკური მონაცემების) წარმოებასა და მათ ანალიზს, ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას;

ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვასა და ადმინისტრირებას, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;

მ) ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგს, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორებას, მათ შევსება-სრულყოფას, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დანერგილი ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას;

ნ) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრების ორგანიზებასა და კონტროლს;

ო) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) პირად-იურიდიულ კონსულტაციას;

პ) სააღსრულებო საქმიანობით დაინტერესებული პირების (ფიზიკური ან იურიდიული) სატელეფონო (ზოგადი/იურიდიული) კონსულტაციას, შემოსული ზარების თემატურ გადამისამართებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” „დ”, „პ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება, „ე”, „ვ”, „ზ’’, „თ’’, „ი’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება, „კ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება, „ი”, „ლ”, „მ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება”.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სატელეფონო კონსულტანტების მიერ სააღსრულებო პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსულ ზარებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას;”.

4. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაყადაღებული ქონების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში კვალიფიციური მონაწილეობის მიღება;”.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი