დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 740 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 13/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.014977 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.014.977
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №740
2010 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის “ა” და “ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007წ., №14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მესაკუთრე – დაინტერესებული პირი, რომლის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით.“;
ბ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. მოსარგებლე – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადმინისტრაციული ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზა-ციები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით.“;
გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.”.
დ) 88-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 89-ე და 90-ე პუნქტები:
„89. უფლებრივი შეზღუდვა – კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირებისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ (გარდა საგადასახადო გირავნობისა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია.
90. საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი – საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები (უფლებამოსილი საჯარო მოხელეები) და ადმინისტრაციული ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები), კერძო აღმასრულებლები.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტუროს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობა;”;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს უფლების გადაცემის ბარათი.“;
გ) „ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება.“;
დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1“) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვას დაქვემდებარებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება;“.
3. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. სააგენტო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.”.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს:
ა) უცხო ქვეყნიდან საქართველოში რეგისტრაციის მიზნით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
ბ) უცხო ქვეყნიდან ჰუმანიტარული და სხვა მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესაბამის საბაჟო რეჟიმში მიქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
გ) საქართველოში შეძენილი მექანიკური სატრანსპოტო საშუალების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, საკუთრების უფლების წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
დ) საქართველოში რეგისტრირებული (ან დროებით რეგისტრირებული) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ან აღრიცხვიდან მოხსნა, კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილების შეტანის ან აღრიცხვიდან მოხსნის საფუძვლის წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. პირის მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევა ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესების დარღვევად.
3. ამ მუხლით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო დღიდან.
5. მე-8 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება ტრანსოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით და მიზნად ისახავს დადგენილი წესით:
ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების დადგენას;
ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების დადგენას;
გ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ იძულებითი განკარგვის წესით სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებისა და საბაზრო ღირებულების დადგენას;
დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებისა და საბაზრო ღირებულების დადგენას;“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საექსპერტო შემოწმებას სავალდებულო წესით ექვემდებარება:
ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
გ) ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით აღრიცხვიდან მოსახსნელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ იძულებითი განკარგვის წესით სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“;
გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:
„10) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, რეგისტრაციისათვის (შემდგომ რეგისტრაციამდე) განმეორებითი საექსპერტო შემოწმებას ან დათვალიერებას არ საჭიროებენ.“.
„11. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუქტებით განსაზღვრული გარემოებებისას შედგენილი საექსპერტო აქტის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.“.
6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება:
ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული:
ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგიტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით;
ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
ა. გ) ერთობლივი განცხადებით (დანართი №1);
ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში);
ა.ე) ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით;
ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული:
ბ.ა) სასამართლო აქტით;
ბ.ბ) გადაწყვეტილებით;
ბ.გ) განკარგულებით;
ბ.დ) ბრძანებით;
ბ.ე) აუქციონის ოქმით;
ბ. ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით;
ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს წერილობითი მომართვით, რომლითაც დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონიერ ფლობელზე ან მესაკუთრეზე დაბრუნება;
ბ.თ) მიღება-ჩაბარების აქტით;
ბ.ი) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით;
ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით;
გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით;
დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით;
ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით;
ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპენპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით;
ზ) ქარხანა-დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება-ჩაბარების აქტით;
თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა-ანგარიშით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დაინტერესებული პირისათვის საკუთრების ან სარგებლობის უფლების გადაცემა შეიძლება დასტურდებოდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტით.
3. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით არ დასტურდება (ვერ დგინდება) დაინტერესებული პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა, აგრეთვე, თუ წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტები ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
4. გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, მექანიკური სატრანპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისათვის სავალდებულოა მექანიკური სატრნსპორტო საშუალების წარმოდგენა საექსპერტო შემოწმების ან/და დათვალიერების მიზნით.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მომენტიდან.“.
7. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით:
ა) მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით ან უფლების გადაცემის ბარათით;
ბ) მესაკუთრე იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 457 მუხლით განსაზღვრული წესით, ან უფლების გადაცემის ბარათით ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით;
გ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მოსარგებლის წარმომადგენელობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე;
დ) უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.
8. 27-ე მუხლის:
ა) შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, აგრეთვე საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი გააცნობს გამსხვისებელს (შემძენს) ან საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიმღებ ფიზიკურ პირს წერილობით გაფრთხილებას (დანართი 7), რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს შესაბამის საგადასახადო სამსახურში ან სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან ანგარიშებისა და გადახდის ვალდებულების შესასრულებლად და აფრთხილებს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამსხვისებელმა უარი განაცხადა გაფრთხილების ჩაბარების შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, ჩაითვლება რომ იგი გაეცნო დაკისრებულ ვალდებულებებს. წერილობითი გაფრთხილების გადაცემა სავალდებულო არ არის, თუ ვალდებულების წარმოშობის შესახებ პირი ინფორმირებულია უფლების გადაცემის ბარათის მეშვეობით.“;
ბ) შენიშვნის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იურიდიული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს რეგისტრაციის განხორციელებაზე იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული წესი არ ვრცელდება, თუ რეგისტრაცია ხორციელდება უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე.“;
გ) შენიშვნის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო და მისი თანამშრომელი არ არის პასუხისმგებელი ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული პირების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორცილების უფლებამოსილებაზე, წარმოდგენილ დოკუმენტების ნამდვილობაზე, აგრეთვე წარმომადგენელი პირების მიერ მათზე დაკისრებული უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებაზე.“;
დ) შენიშვნის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირის მიერ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჩანაწერები უქმდება ან/და იცვლება ზემოაღნიშნულ დოკუმენტში არსებული სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისად.“.
9. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29
1 საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას რეალიზებული, უსასყიდლოდ გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ქონების მიმღებზე, ქონების გადამცემზე დაურეგისტრირებლად.
2. რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283–ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ქონების შემძენზე, მოგირავნეზე დაურეგისტრირებლად.“.
10. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30
1. სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გამსხვისებელი ან/და რეგისტრირებული მესაკუთრე პირის უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენი პირის საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება:
ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.დ“ ან „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით;
ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (გარდა „ბ.ი“ და „ბ.კ“ ქვეპუნტებისა) განსაზღვრული დოკუმენტებით;
გ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით;
დ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით. აღნიშნული პუნქტი ვრცელდება, მხოლოდ ნომრიანი აგრეგატის რეგისტრაციაზე.
2. სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების მიმნიჭებელი პირის უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენი მოსარგებლე პირის სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება:
ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით;
ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით „გ“ ქვეპუნტით განსაზღვრული დოკუმენტებით.
3. რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოგირავნის მიერ რეალიზაციის ან მის საკუთრებაში აღრიცხვის შემთხვევაში, სააგენტო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას ახორციელებს დამგირავებ-ლის/მესაკუთრის თანხმობისა და დასწრების გარეშე.“.
11. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა ხორციელდება რეგისტრირებული მესაკუთრის ან მოსარგებლის განცხადების საფუძველზე. ამასთან, სავალდებულოა სარეგისტრაციო სამსახურისათვის სარეგისტრაციო ნიშნების ჩაბარება.
2. დაუშვებელია ჩამოწერილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღება.“.
12. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე, სააგენტოს მიერ მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას, დოკუმენტს დაერთვება სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის დამადასტურებელი წარწერა (ფორმუ- ლარი).“
13. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43
1. კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან მიღებული ელექტრონული ან მატერიალური სახის შეტყობინების საფუძველზე უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა.
2. უფლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია არ განხორციელდება, ხოლო რეგისტრირებულს/აღრიცხულს არ გააჩნია იურიდიული ძალა და არ აფერხებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, თუ:
ა) უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახდო გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;
ბ) ვერ ხორციელდება უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის სრულყოფილი იდენტიფიცირება.
3. უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (გარდა სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენისა) არ განხორციელდება სააგენტოში უფლებრივი შეზღუდვისაგან ან საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებრივი შეზღუდვის/საგადასახადო გირავნობის შეტყობინების გამომგზავნის თანხმობის წარმოდგენამდე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ:
ა) არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გასაზღვრული გარემოება;
ბ) მართლზომიერი მესაკუთრის მიერ უფლებრივად შეზღუდული ან/და საგადასახადო გირავნობით დატვირთული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეძენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად. აღნიშნული წესით შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგიტრაცია შემძენზე ხორციელდება რეგისტრაციამდე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის გაუქმების გარეშე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმეთან დაკავშირებით უფლებრივი შეზღუდვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
6. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან საკუთრებაში აღრიცხვას ახორცილებენ საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული გირავნობის მოგირავნე კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელებისათვის სავალდებულო არ არის საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო გირავნობის გაუქმების ან რეგისტრაციის განხორციელებაზე თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას საკუთრების უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად შემძენზე გადადის საგადასახადო გირავნობით დაუტვირთავი ქონება.
8. იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმება ან აღრიცხვიდან მოხსნა, რომლის მესაკუთრესაც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული წესით ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე დაეკისრა ჯარიმა და ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის დაერიცხა საურავი, დაიშვება მხოლოდ ჯარიმისა და საურავის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მექანიკური სატრნსპორტო საშუალების გადაფორმება ან აღრიცხვიდან მოხსნა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.“.
14. 457 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სააგენტო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახული მონაცემების გადამოწმებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით. აღნიშნული წესით მონაცემების შემოწმება უთანაბრდება მარეგისტრირებელ ორგანოში მონაცემების შემოწმებას.“.
15. ბრძანების დანართი 7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი 7
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაფრთხილებთ, რომ, თუ თქვენ ასხვისებთ თქვენს საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებულ სატრანსპორტო საშუალებას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების რეალიზაციისა), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში საჩუქრად იღებთ 1000 ლარის და მეტი ღირებულების ქონებას ( გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა, ასევე საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისა), ვალდებული ხართ, სატრანსპორტო საშუალების გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს წარუდგინოთ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, რის გამოც დაგეკისრებათ პასუხისგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVIII თავის მიხედვით.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები