დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 452 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 07/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.22.033.014712 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.014.712
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №452
2010 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში (სსმ III, 03.04.2009წ., №42, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს ინსტრუქცია „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4, №7, №8).“.
2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფიზიკურ პირთან მიმართებაში საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 მაისისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით და მასში აისახება მხოლოდ მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კატეგორია, ფართობი და შეღავათი (დანართი №3).“.
3. ამოღებულ იქნეს ბრძანებით დამტკიცებული დანართი №5 და დანართი №6.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები