„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 17/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 17/08/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.015002
  • Word
18
17/08/2010
სსმ, 100, 17/08/2010
400020010.16.009.015002
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.015.002

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება 18

2010 წლის 17 აგვისტო

ქ. ქუთაისი

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის    26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

 მუხლი 1.

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში” (სსმ III, 01.12.2008 წ., №170, მუხ. 1748) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 12-თვიან პერიოდში საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს წერილობით აცნობოს მის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ. ამ პროცედურის დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია მომხმარებლისაგან დეპოზიტის მოთხოვნა.“.

3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს სასმელი წყლის მრიცხველთან, სასმელი წყლის მიმწოდებელ საწარმოს უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება, ან ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ოდენობა დაარიცხოს წინა სამი თვის საშუალო მოხმარების მიხედვით (სეზონურობის გათვალისწინებით). მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა. ამასთან, სასმელი წყლის მრიცხველთან მიმწოდებლის წარმომადგენლის განზრახ არდაშვების პირველივე შემთხვევის დადგომისას მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მომხმარებელს მისი წარმომადგენლის მომდევნო ვიზიტის შესახებ (ვიზიტის დროის აღნიშვნით) და გააფრთხილოს მომხმარებელი, რომ ამ პუნქტის თანახმად მას შესაძლოა შეუწყდეს სასმელი წყლის მიწოდება. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა უნდა დადასტურდეს დაზღვეული საფოსტო გზავნილით.”.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

    „მუხლი 181. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური

1. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მსურველი პირი ვალდებულია გადაიხადოს მიერთების საფასური.

2. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური მოიცავს მომხმარებლის (მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისათვის საჭირო ყველა სამუშაოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის (მათ შორის, მრიცხველის) ხარჯების ჩათვლით, აგრეთვე, მომხმარებლის მიერთებით გამოწვეულ სასისტემო ქსელის რეკონსტრუქციის და გაძლიერების პირობით ხარჯებს.

3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის (P) გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

P = w x q + m x k [ ლარი ]

სადაც:

– არის 1მ3 სასმელი წყლის მომხმარებლამდე მიწოდების ღირებულება, რომელიც გამოითვლება ძირითადი ფონდების ნარჩენი ღირებულების შეფარდებით მიწოდებული სასმელი წყლის რაოდენობასთან (მ3/დღ.ღ.), წინა კალენდარული წლის მონაცემებით;

q   – არის განაცხადითა ან/და საპროექტო გაანგარიშებით მოთხოვნილი წყლის რაოდენობა (ხარჯი) დღე-ღამეში, მ3/დღ.ღ;

– არის მშენებლობის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

m = m1 + m2 [ ლარი ]

               სადაც:

m1      – არის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში მიერთების სამშენებლო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება;

m2     – არის წყალარინების სისტემაში მიერთების სამშენებლო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება.

k –     არის კოეფიციენტი, რომელიც:

– იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე აფორმებს ხელშეკრულებას იმ მიმწოდებელთან, რომლის წყალმომარაგების ქსელთანაც ხორციელდება მიერთება, მაშინ k
 შეადგენს პროექტის შედგენის და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ღირებულებას და ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მერყეობს 1.02-1.07-ის ფარგლებში;

– იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას, k არის ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ღირებულება, რომელიც ხორციელდება სასმელი წყლის მომწოდებლის მიერ და რომლის ოდენობაც 0,01-ის ტოლია.

4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ხელშეკრულებას აფორმებს იმ მიმწოდებელთან, რომლის წყალმომარაგების ქსელთანაც ხორციელდება მიერთება, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის, პროექტის შედგენისა და საავტორო ზედამხედველობის ღირებულება გაიანგარიშება სამშენებლო სამუშაოთა ფაქტობრივი ღირებულების მიხედვით და მათი ოდენობა ამ სამუშაოთა ღირებულების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს:

5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ითხოვს მხოლოდ სასმელი წყლის ან წყალარინების ქსელთან მიერთებას, მშენებლობის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაში გაითვალისწინება მხოლოდ

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება

საპროექტო ღირებულება, %

0 - 10 000

7

10001 - 50 000

6

50001 - 100 000

5

100001 - 150 000

4

150001 - 200 000

3

> 200 000

2

 

შესაბამისი ქსელის მოწყობის ღირებულება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მიერთების საფასური ანგარიშდება დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.“.

5. წესების 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8.     ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მქონე მომხმარებლების (გარდა იმ სოფლებისა, რომლებიც არ შედიან ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში), აგრეთვე, უწყვეტი 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი საყოფაცხოვრებო კატეგორიის სხვა მომხმარებლების (გარდა იმ სოფლებისა, რომლებიც არ შედიან ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში) აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით:

ა)  სასმელი წყლის მიმწოდებელ საწარმოებს უფლება აქვთ 2015 წლის 1 იანვრამდე:

ა.ა.)   საკუთარი ხარჯით მოაწყონ მომხმარებლის ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (მათ შორის მრიცხველი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს;

ა.ბ.)   აღრიცხვის კვანძის მოწყობის ხარჯებიდან:

ა.ბ.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მქონე მომხმარებელს დაარიცხონ მრიცხველის საფასური მისი შეძენის თვითღირებულებით და აღრიცხვის კვანძის მონტაჟის საფასური არა უმეტეს 70 ლარისა. ამასთან, მომხმარებლისათვის დარიცხული ხარჯების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს;

ა.ბ.ბ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ მომხმარებელს დააარიცხონ მრიცხველის საფასური მისი შეძენის თვითღირებულებით და აღრიცხვის კვანძის მონტაჟის საფასური არა უმეტეს 30 ლარისა. ამასთან, მომხმარებლისათვის დარიცხული ხარჯების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს.

ბ)  სასმელი წყლის მიმწოდებელი საწარმოები ვალდებული არიან:

ბ.ა)    საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებელთან აღრიცხვის კვანძის მოწყობამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე მაინც წინასწარ შეატყობინონ მომხმარებელს აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ, მიაწოდონ მას სხვადასხვა კლასის მრიცხველების ღირებულება და განუმარტონ მისი სხვა უფლებება-მოვალეობები;

ბ.ბ)   საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული სხვადასხვა კლასის მრიცხველების საფასური;

ბ.გ)   მოთხოვნის შემთხვევაში გადაუნაწილოს მომხმარებელს აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველის) მოწყობის საფასური არანაკლებ 24 თვეზე;

ბ.დ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის „ბ.გ.“ ქვეპუნქტის თანახმად, გადანაწილებული თანხის დარიცხვა განახორციელოს აღრიცხვის კვანძის მოწყობიდან ექვსი თვის შემდეგ;

ბ.ე)    ამ მუხლის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ ანაზღაურებული სასმელი წყლის მრიცხველის ღირებულებით შექმნილი აქტივები აღრიცხოს განცალკევებულად და აღნიშნული ინფორმაცია ყოველი კვარტალის დამთავრებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს კომისიას.

გ)  სასმელი წლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობის ღირებულება საყოფაცხოვრებო მომხმარებელს არ უბრუნდება და, ამასთან, მის საფუძველზე შექმნილი აქტივები არ გაითვალისწინება წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას.“

 მუხლი 2.

ეს დადგენილება ძალაში შედის 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი