„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.014899
  • Word
11
22/07/2010
სსმ, 91, 27/07/2010
400020010.16.009.014899
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.014.899

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №11

2010 წლის 22 ივლისი

ქ. ქუთაისი

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

    მუხლი 1

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (სსმ III, 01.12.2008 წ., №170, მუხ. 1748) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.     სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე კომისიის მიერ განისაზღვრება პირობითად. მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც მიმწოდებლისთვის წარმოადგენს შემოსავალს, გათვალისწინებულ იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი