ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 24/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.024.015020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/1415
20/08/2010
სსმ, 103, 24/08/2010
300310000.22.024.015020
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (24/08/2010 - 21/06/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.015.020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/1415

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-4, მე-5, მე-9 პუნქტებისა და მე-14 მუხლის, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი-ნისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის თანდართული ფორმა;

2. სალიცენზიო მოწმობა შედგენილი იქნეს 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ლიცენზიანტს, მეორე ინახებოდეს ლიცენზიის გამცემ ორგანოში.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის შემდეგი ბრძანებები:

ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/485 „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/483 „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე”;

გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/484 „ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”;

დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/481 „სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”;

ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/486 „თევზჭერის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”;

ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის ბრძანება №1–1/482 „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის” (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ”.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.                    

ვ. ქობალია

დანართი1 (---2010 -------------)

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ბუნებრივი რესურსებით

სარგებლობის ლიცენზია

0000001

201 ____ წლის ,,_____,, ,,_______________________,,

(ლიცენზიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში გატარების თარიღი)

ლიცენზიის სახე:

______________________________________________________________________________

გაცემულია: ______________________________________________________________________________

                                                                                        (იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მონაცემები მის შესახებ)

საფუძველი: ________________________________________________________________________________

ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის მდებარეობა და ართობი:

________________________________________________________________________________

მოსაპოვებელი რესურსის სახეობა და მოცულობა: ______________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

სალიცენზიო პირობები: __________________________________________________

________________________________________________________________________________

ლიცენზიის მოქმედების ვადა: ______ წელი; _________________ დან _________ მდე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების გავეცანი ლიცენზიის პირობებს და

ვიღებ

 სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე

___________________________________ _____________________________________

                                        (ხელმოწერა)                                                                                                                     (ხელმოწერა)

 ბ.ა.  ბ.ა.