„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 30/07/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.014921
  • Word
143
30/07/2010
სსმ, 93, 30/07/2010
040030000.22.027.014921
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.921

საქართველოს იუსტიციის

 მინისტრის ბრძანება №143

2010 წლის 30 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის 220 ბრძანებაშიცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №143, მუხ.1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის საჯარო მომსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებას;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშომელთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვა-ნელს – უფროს აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                 თ. ბურჯალიანი