დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 695 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 03/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200050000.22.033.015131 |
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 200.050.000.22.033.015.131
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №695
2010 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანებით (სსმ III, 20.12.2007წ., №180, მუხ.1995) დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) 30-ე უჯრაში – მე-17 და მე-19 უჯრებში ასახული გამოსაქვითი ხარჯების ჯამი, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ღირებულება. ამასთან, გახარჯული საწვავის ღირებულების გამოსაქვით ხარჯად აღიარებისათვის აუცილებელია შეძენის, გახარჯვის და სატრანსპორტო საშუალების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტურად დადასტურება. საწვავის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტად გადასახადის გადამხდელს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი ნორმების დაცვით შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი ან შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმები. აღრიცხვის აღნიშნული პრინციპების დაუცველობისას საწვავის ხარჯი არ გამოიქვითება და, შესაბამისად, ასეთი ხარჯით მცირდება აღნიშნულ უჯრაში ასახული გამოსაქვითი საერთო ხარჯი.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები