„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 699
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 03/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.015130
  • Word
699
02/09/2010
სსმ, 110, 03/09/2010
230210000.22.033.015130
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.015.130

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 699

2010 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1881) დამტკიცებულ „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №22) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის (გარდა ფიზიკური პირისა) მიერ გაცხადებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში.“.

2. მე-5 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დეკლარაციას ავსებს (გარდა ამ მუხლის 12 და 13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:

„12. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო.

13. საფოსტო გზავნილით საქონლის შემოტანამდე დეკლარაციის შევსების უფლება აქვს ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას.“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81

1. თუ საფოსტო გზავნილის მიმღების შესახებ მონაცემები (სახელწოდება ან სახელი და გვარი, მისამართი და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) არ არსებობს ან არასრულად არის წარმოდგენილი, რაც შეუძლებელს ხდის გზავნილის მიმღების დადგენას, დეკლარაციის შესაბამისი გრაფები არ შეივსება და გზავნილი, საბაჟო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციის 2 ეგზემპლართან ერთად, უბრუნდება გადამზიდველს (აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება გადამზიდველის მიერ მითითებული საბაჟო საწყობის მიმართულებით) დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

2. გადამზიდველი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქონლის დროებითი შენახვა საბაჟო საწყობში;

ბ) დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა და გზავნილის გადაცემა (რაც დასტურდება დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);

გ) გზავნილის მიმღების ვინაობის დადგენისა და მისთვის გზავნილის ჩაბარებისას დეკლარაციის ფურცლის შეუვსებელ გრაფებში ხელით შეიტანოს მიმღების შესახებ მონაცემები და დაამოწმოს ბეჭდითა და ხელმოწერით;

დ) ხელმოწერილი დეკლარაცია ან გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი დეკლარაციის ეგზემპლარებთან ერთად, არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

3. ხელმოწერილი და გადამზიდველის მიერ დამოწმებული დეკლარაციის საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი მონაცემები შეაქვს დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში, არა უგვიანეს დეკლარაციის წარდგენიდან 2 სამუშაო დღისა.

4. თუ არ მოხდა გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, გზავნილი გადაეცემა საბაჟო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის განკარგვას.

5. თუ გზავნილი შეცდომით მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე (გამოგზავნილია სხვა ქვეყნის მისამართით), გადამზიდველის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით, გზავნილი გადაეცემა გადამზიდველს (აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება გადამზიდველის ან მის მიერ მითითებული საბაჟო საწყობის მიმართულებით). ასეთ შემთხვევაში გადამზიდველი ვალდებულია, გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბრუნებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრირებული დეკლარაცია ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ბათილად ცნობილი დეკლარაცია, რომელსაც დაესმება შტამპი „გაბათილებულია“ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭდით, ასევე თანმხლები დოკუმენტების ასლები რჩება საბაჟო ორგანოს და ინახება დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი