დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №495 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 14/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360090000.22.023.014859 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.22.023.014.859
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №26
2010 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №495 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №495 ბრძანებით (სსმ III, 03.07.2006წ., №89, მუხ. 1196) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება.“;
ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ – „ქ“ ქვეპუნქტები:
„ტ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სფეროში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და ოქმის დაუყოვნებლივ გადაგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველ შესაბამის სასამართლოში;
უ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური წერილობითი ანგარიშის განხილვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წინაშე „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე საკითხის დასმა;
ქ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საქმის მასალების შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის პირველი სექტემბრიდან.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები