„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 707
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 03/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.014931
  • Word
707
02/08/2010
სსმ, 95, 03/08/2010
140130000.22.034.014931
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.931

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 707

2010 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 (სსმ III, 13.08.2007წ., №113, მუხ. 1256) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად გამოცდების ჩატარების, პირის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართავად დაშვების პირობებს, მძღოლის მოწმობის გაცემის, აღდგენისა და შეცვლის წესს, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის წესსა და პირობებს. იგი გამომდინარეობს საერთაშორისო კონვენციებიდან, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სხვა ნორმატიული აქტებიდან.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შემდეგი რედაქციით:

„11. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს შესაბამისი კატეგორიის (კატეგორიების) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და დაიშვება საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად.“;

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მართვის მოწმობა – „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულებით დამტკიცებული მოწმობის ფორმა, რომელიც უფლებას აძლევს პირს მართოს შესაბამისი კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.“;

გ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. მძღოლის მოწმობის დასტური – უცხო ქვეყნის მძღოლის მოწმობის გამცემი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს სააგენტოში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის ნამდვილობას ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის (გაუქმების) არარსებობის ფაქტს.

18. კატეგორია – ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების A“, B“, C“, D“, E“, T1“, T2“ T3“ T4,“ კატეგორიად კლასიფიკაცია.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები მათი ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით იყოფა A“, B“, C“, D“, E“, T1“, T2“ T3“ T4“ კატეგორიებად, რომელთა მართვის უფლების მინიჭება ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

2. A“, B“, C“, D“, E“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისას მძღოლზე გაიცემა მძღოლის მოწმობა.

3. T1“, T2“ T3“ T4” მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისას ტრაქტორის მემანქანეზე გაიცემა ტრაქტორისტის მართვის მოწმობა.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესახსრებული ავტობუსის სამართავად მძღოლს უნდა გააჩნდეს DE“ კატეგორიის მართვის უფლება.

3. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, E“ კატეგორიის მისაღებად გადამზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.“.

6. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამოცდების ჩაბარების გრაფიკი განისაზღვრება საგამოცდო სამსახურის მიერ.“.

7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 18. მოქალაქეთა მიღების წესი

1. მძღოლისა და საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, დაკარგულის აღდგენას, გამოცდის მიღებასა და ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად ახორციელებენ სააგენტოს საგამოცდო სამსახურები (შემდგომში – საგამოცდო სამსახურები) მიუხედავად პირის საქართველოში საცხოვრებელი ადგილისა.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააგენტოს ერთ საგამოცდო სამსახურში დაწყებული მძღოლის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული საქმის წარმოების გაგრძელება მოითხოვოს სააგენტო სხვა საგამოცდო სამსახურში. აღნიშნული გარემოებების არსებობისას საქმისწარმოებისათვის განსაზღვრული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საგამოცდო სამსახურების მიერ ურთიერთგაცვლის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისას, თუ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, სარეგისტრაციო ჩანაწერებში პირის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება აღრიცხულ იქნეს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;

ბ) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირის რეგისტრაციის ადგილი.

4. წინასწარი გაფრთხლიების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემის შეცვლისას, სარეგისტრაციო ჩანაწერით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს შესაბამისი ჩანაწერის შეცვლის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს აღნიშნული ჩანაწერით, ეხსნება პასუხისმგებლობა დოკუმენტის გაუგზავნელობისათვის.

5. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სხვა ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის მიღებაზე, თუ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული არ არის.“.

8. მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება), ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა და მძღოლის მოწმობის გაუქმება“.

9. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22 მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები, მძღოლის მოწმობის გაუქმება.

1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლებია:

ა) სამედიცინო დასკვნა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვას;

ბ) სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართვის უფლების ჩამორთმევა;

დ) პირის გარდაცვალება.

2. მძღოლის მოწმობა უქმდება, თუ:

ა) გაიცა ახალი მძღოლის მოწმობა;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია პირს ჩამოართვას სააგენტოში წარმოდგენილი მძღოლის მოწმობა:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1211  მუხლით განსაზღვრული გარემოების გამოვლენისას;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას;

დ) მართვის მოწმობების გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებთან მძღოლის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას.

4. პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეუჩერდა მართვის უფლება, შეჩერების მოქმედების ვადის გასვლამდე ან შემცირებამდე და დადგენილი წესით მართვის უფლების აღდგენამდე ჩაითვლება მართვის უფლების არმქონედ.

5. პირს, რომელსაც გაუუქმდა (შეუწყდა) მართვის უფლება, ითვლება მართვის უფლების არმქონედ .

10. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა შეჩერებული და შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენა, მძღოლის მოწმობის აღდგენა

1. ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეჩერებული (ჩამორთმეული) მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია შეჩერების (ჩამორთმევის) ვადის გასვლის ან შემცირების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით. მართვის უფლების აღდგენის შემთხვევაში პირს უბრუნდება მძღოლის მოწმობა (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტისა).

2. ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელია სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პირის ჯანმთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობას. ამასთან, სამედიცინო დასკვნის შესაბამისად, მართვის უფლება შეიძლება აღდგენილ იქნეს ნაკლები კატეგორიით.

3. ამ წესის 22-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობის მისაღებად სავალდებულოა I კატეგორიის თეორიული გამოცდის ჩაბარება, თუ:

ა) პირს მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე ან 117-ე მუხლებით განსაზღვრული გარემოების არსებობისას;

ბ) პირს მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისათვის;

გ) პირს მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის შედეგად გაიცემა ახალი მძღოლის მოწმობა. ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს სააგენტოს მიერ ახალი მძღოლის მოწმობის გაცემიდან. აღნიშნული გარემოების არსებობამდე პირი ითვლება მართვის უფლების არმქონედ.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის ან/და სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.

6. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული მართვის უფლების აღსადგენად პირი გამოცდაზე დაიშვება უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მიიღება, თუ მისი გაცემიდან სააგენტოში წარმოდგენამდე გასულია 30 კალენდარული დღე.

 8. სააგენტოში მძღოლის მოწმობის მიღებისას (მათ შორის, აღდგენისას, შეცვლისას ან დაბრუნებისას) დაინტერესებული პირი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საფუძვლით მართვის უფლებაჩამორთმეულად, თუ:

ა) სააგენტოში დაცული არ არის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძველით მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ან/და აღნიშნული საფუძვლით უფლების ჩამორთმევის დამადასტურებელი ელექტრონული სახის დოკუმენტი;

ბ) სააგენტოში დაცული უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული მონაცემებით ვერ ხორციელდება უფლებაჩამორთმეული პირის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მართვის უფლების ჩამორთმევაზე გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, დამატებითი წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაადასტურებს დაინტერესებულ პირზე სპეციალური უფლების ჩამორთმევის ფაქტს;

გ) „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პირი გათავისუფლებულია როგორც ძირითადი, აგრეთვე დამატებითი სახდელისაგან.“.

11. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. დოკუმენტების განადგურების წესი

1. მძღოლის მოწმობები, რომელთა სანაცვლოდ გაცემულია ახალი მძღოლის მოწმობები, აგრეთვე მძღოლის მოწმობის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ნადგურდება 3 წლის შემდეგ.

2. სააგენტოში დაცული უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის გადაწყვეტილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ, ნადგურდება დაინტერესებული პირის მიერ მართვის უფლების აღდგენიდან არანაკლებ ერთი წლისა.“.

12. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. განადგურებული მოწმობების აღდგენა

1. განადგურებული მძღოლის მოწმობის სანაცვლოდ გაიცემა ახალი მძღოლის მოწმობა. ახალი მძღოლის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. მძღოლის განადგურებული მოწმობის სანაცვლოდ ახალი მძღოლის მოწმობა არ გაიცემა, თუ:

ა) დაინტერესებული პირმა ვერ უზრუნველყო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა;

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის დაინტერესებულ პირს ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს მართვის უფლება;

გ) კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას;“.

13. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. თავისუფლებააღკვეთილი პირების მიერ მძღოლის მოწმობის მიღების წესი

სასამართლოს მიერ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რომელთაც არა აქვთ ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე მძღოლის მოწმობა გადაეგზავნებათ სასჯელის მოხდის ადგილზე.“.

14. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენის წესი

1. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღსადგენად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის ან ბინადრობის მოწმობა;

ბ) განცხადება;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა ხდება მართვის მოწმობის გაცემის რეესტრში ასახული იდენტური კატეგორიებით.

3. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება, თუ:

ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი;

ბ) დაინტერესებულ პირს მოთხოვნის მომენტისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეჩერებული აქვს მართვის უფლება;

გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

დ) მძღოლის მოწმობა გაცემულია უცხო ქვეყნის მიერ;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

4. დაკარგული მართვის მოწმობის პოვნის შემთხვევაში მპოვნელი ვალდებულია ჩააბაროს იგი საგამოცდო სამსახურს.

5. აღდგენილი ან შეცვლილი მძღოლის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად, თუ მის სანაცვლოდ გაცემულია ახალი მძღოლის მოწმობა და ექვემდებარება განადგურებას დადგენილი წესით.“.

15. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შესაცვლელად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) მოქალაქის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა;

ბ) განცხადება;

გ) მძღოლის მოწმობა;

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაინტერესებულ პირს მოთხოვნის მომენტისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს მართვის უფლება.“.

16. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა და შეცვლის წესი

1. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონეა აღნიშნული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს მოქალაქის საქართველოში შემოსვლიდან ერთი წლისა.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონეა მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

3. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა ხორციელდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე და შიეცვლება საქართველოში არსებული შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მოწმობით, თუ საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საქართველოს მოქალაქემ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა;

გ) მძღოლის მოწმობის დასტური;

დ) ნოტარიულად დამოწმებული მძღოლის მოწმობის თარგმანი;

ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წრმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს მექანიკური სატრანპორტო საშუალების მართვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობაში მითითებული კატეგორიის შესაბამის კატეგორიას;

დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.

17. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მოქალაქეობის არმქონე პირზე, ეროვნული ნიმუშის მართვის მოწმობის საფუძველზე, იდენტური მართვის უფლების კატეგორიებით და ვრცელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე, დადგენილი წესით.“.

18. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირებზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებისა და შეცვლის წესი

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე უცხო ქვეყნის მიერ გაცმული მძღოლის მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონეა აღნიშნული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოში ბოლო შემოსვლიდან ერთი წლისა.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა ხორციელდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე და შეიცვლება საქართველოში არსებული შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მოწმობით. საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ გარემოების არსებობისას სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს უცხო ქვეყანის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლაზე.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი ან ბინადრობის მოწმობა;

გ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა;

დ) ნოტარიულად დამოწმებული მძღოლის მოწმობის თარგმანი;

ე) მძღოლის მოწმობის დასტური;

ვ) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობების შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წრმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს მექანიკური სატრანპორტო საშუალების მართვას;

გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობაში მითითებული კატეგორიის შესაბამისი კატეგორიას;

დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

 5. საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა თანამშრომლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად (გარდა ბინადრობის მოწმობისა) დამატებით უნდა წარმოადგინონ სააკრედიტაციო ბარათის ასლი და წერილი საკონსულოდან საცხოვრებელი ადგილის მისამართის ჩვენებით.

6. შეცვლილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა უბრუნდება მფლობელს ახალ მოწმობასთან ერთად.“.

19. 33-ე მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.სააგენტოს მიერ მძღოლის მოწმობა გაიცემა უშუალოდ დაინტერესებულ პირზე, გამოცდის ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაინტერესებული პირი არ ცხადდება სააგენტოში მძღოლის მოწმობის მისაღებად.

ბ) ამოღებული იქნეს მე-12 პუნქტი.“.

20. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეორიულ გამოცდაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მსმენელთა მთელი ჯგუფი ან მისი ნაწილი. გამოსაცდელთა რაოდენობა განისაზღვრება საგამოცდო კაბინეტის ფართობისა და აღჭურვილობის, აგრეთვე ყველა გამოსაცდელის ქცევისადმი ზედამხედველობის შესაძლებლობის გათვალისწინებით. თეორიულ გამოცდაზე უცხო პირთა დასწრება დაუშვებელია.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პიროვნების იდენტიფიკაციის შემდეგ მოქალაქის პირადობის მოწმობა უბრუნდება გამოსაცდელს.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. თეორიული გამოცდის მიღება წარმოებს ელექტრონული (კომპიუტერული) ტესტირების მეთოდით, ტესტების საკითხებს (ბილეთებს) შეიმუშავებს სააგენტო ან მის მიერ განსაზღვრული პირი.“.

21. 37-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამოცდის მსვლელობისას მძღოლ კანდიდატს ეკრძალება:

ა) თან ქონდეს მობილური ტელეფონი, პეიჯერი ან სხვა ელექტრონული აპარატური;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა გამოსაცდელ პირებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

დ) გამოცდის ადგილის მიტოვება;

ე) გამოცდაზე გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ, გამოსაცდელს უფლება აქვს წერილობითი ფორმით მოითხოვოს, თეორიული გამოცდაზე მხოლოდ მის მიერ დაშვებული შეცდომის ამსახველი ბილეთის კომპიუტერული ამონაბეჭდი.“.

    მუხლი 2

დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ სამსახურებირვი სარგებლობიდან ამოიღოს 2005 წლამდე არსებული მართვის უფლების ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაციის შემცველი ის ჩანაწერები, რომელებზეც სამსახურში არ მოიპოვება უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ან/და აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტი.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი