დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 770 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 08/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230040.22.035.016015 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №770
2010 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წელი 23 ივლისის №472 ბრძანებით (სსმ III, 23.07.2009, №91, მუხ. 960) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, როგორც წესი, მოცემულ სათავსში განლაგებული საქონლის რიგითობის მიხედვით უნდა განხორციელდეს, ხოლო როცა ფასეულობანი სხვადასხვა სათავსშია განლაგებული და ეკუთვნის ერთსა და იმავე საწარმოში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს – შენახვის ადგილების თანმიმდევრობით. ფასეულობათა აღრიცხვის შემდეგ სათავსი ილუქება და ინვენტარიზაცია გრძელდება შემდგომ სათავსში. ამასთან, საგადასახდო ორგანოს უფროსთან/მოადგილესთან შეთანხმებით, ის სათავსი, რომელშიც დასრულებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, შესაძლებელია არ დაილუქოს.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები