„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3656-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 11/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.016009
  • Word
3656-IIს
01/10/2010
სსმ, 53, 11/10/2010
040200010.05.001.016009
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება საკონსულო თანამდებობის პირისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომელთაც შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, განახორციელონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები არიან:

ა) სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება საკონსულო თანამდებობის პირისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სააგენტოს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში მონაცემების დამუშავების შედეგად იქმნება სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზა.“.

3. მე-8 მუხლის 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ბლანკებით, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბლანკებით, აგრეთვე საქმისწარმოების წესით გათვალისწინებული სხვა ბლანკებით უზრუნველყოფა;“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება

1. უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირი.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა;

გ) დაბადებისა და გარდაცვალების, დაბადების რეგისტრაციისა და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;

დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

ე) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

ვ) სააგენტოსათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და საბუთების წარდგენა;

ზ) შესაბამისი ბლანკების შენახვისა და გამოყენების კონტროლი;

თ) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

3. სააგენტო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად სარგებლობენ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზით.“.

5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბლანკებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ბლანკებით მარაგდებიან მოთხოვნის შესაბამისად.“.

6. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს პირად ნომერს ანიჭებს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური, ხოლო საზღვარგარეთ – საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირი.“.

7. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 29. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის – შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.“.

8. 35-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დაბადების რეგისტრაციის შემთხვევაში სამედიცინო ცნობის ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე საკონსულო თანამდებობის პირის გადაწყვეტილების ნაცვლად შეიძლება ასევე წარდგენილ იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.“.

9. 881 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას – შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;“.

10. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასრულოს განცხადების წარდგენიდან მე-15 დღეს. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, თუ ეს აუცილებელია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად.“.

11. 122-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებით მოწმობებს გასცემს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მასთან დაცული სამოქალაქო აქტების საფუძველზე. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური (გარდა ქორწინების სახლისა), საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, რომლებიც დაკავშირებული არიან სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან, უფლებამოსილი არიან აგრეთვე გასცენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები და ინფორმაცია სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურებში და სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებულ საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შენახული აქტების საფუძველზე.“.

12. 123-ე მუხლის:

ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ სააგენტოსგან მიღებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბლანკებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. 2010 წლის 15 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ სააგენტოს მიერ საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-11 პუნქტებისა და მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-11 პუნქტები და მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 1 ოქტომბერი.

№3656–IIს