დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 10/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №51
2009 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №84, მუხლი 916) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება“;“;
გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი“;“;
დ) ბრძანებულების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) „მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი“.“;
ე) ბრძანებულების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) შპს „ბავშვთა სავანე“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფო.“;
ვ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, გარდა ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს) ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.“;
ზ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის.“;
თ) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბრძანებულების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.“;
ი) ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დაამტკიცოს ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებები და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები