დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 388 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 06/04/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030010.07.106.006445 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.07.106.006.445
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №388
2004 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა 2004 წლის 27 მარტის საერთო კრების მიერ მიღებული თანდართული ცვლილებები და დამატებები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” III ნაწ., №93, 4.09.2001წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წლიური საერთო კრება ტარდება ყოველი წლის მარტში.”
ბ) წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. აღმასრულებელი დირექტორი
1. ნოტარიუსთა პალატის მიმდინარე ადმინისტრაციულ-სამეურნეო ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად, პალატის გამგეობის მიერ შეიძლება დანიშნულ იქნეს პალატის აღმასრულებელი დირექტორი.
2. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს პალატის აპარატის საქმიანობას;
ბ) გამგეობის წერილობითი დავალებით ახორციელებს პალატის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და გამგეობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ამ მიზნით წარმოადგენს ნოტარიუსთა პალატას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
გ) პასუხისმგებელია ნოტარიუსთა პალატაში არსებული საჯარო ინფორმაციის დაცვასა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირებისათვის გაცემაზე;
დ) ასრულებს გამგეობის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პალატის გამგეობის წინაშე. აღმასრულებელი დირექტორი პასუხს აგებს პალატისათვის მიყენებულ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მისი მხრიდან უფლებამოსილებათა გადამეტებით, დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით.
4. ნოტარიუსთა პალატასა და აღმასრულებელ დირექტორს შორის ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენება დავალების ხელშეკრულების ნორმები.”.
გ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. პალატის ორგანოების მიერ ფუნქციების შესრულება
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ორგანოებში არჩეული ნოტარიუსი ვალდებულია თავისი ფუნქციები შეასრულოს როგორც საპატიო მოვალეობა, ანაზღაურების გარეშე. ამასთან, გამგეობა უფლებამოსილია ნოტარიუსს აუნაზღაუროს სანოტარო მოქმედებების შესრულებისაგან განაცდური გონივრული ოდენობით.
2. ხარჯები, რომელიც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ანაზღაურდება ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამგეობაში წარდგენის საფუძველზე.”
დ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია აირჩევა პალატის საერთო კრების მიერ სამი წლის ვადით”.
ე) 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 37. დაუგეგმავი შემოსავალი
შემოსავალი, რომლის მიღებაც არ იყო დაგეგმილი ბიუჯეტით, ჩაირიცხება გამგეობის ფონდში და იგი დაიხარჯება ამ წესდებით დადგენილი წესით.”.
ვ) 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბიუჯეტს ამტკიცებს საერთო კრება არა უგვიანეს ახალი საბიუჯეტო წლის 1 აპრილამდე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები