დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 546 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 14/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.008889 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/07/2006 - 17/11/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.889
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №546
2006 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს დებულება“;
ბ) ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №69 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს დებულება“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 4
დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II
დეპარტამენტის სტრუქტურა, ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5
თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კოორდინირება გაუწიოს სამინისტროს ურთიერთობას საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში, განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი;
გ) განახორციელოს გარემოსდაცვითი მონიტორინგი მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ტრანსსასაზღვრო ობიექტებზე მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში;
დ) უზრუნველყოს საქართველოში კლიმატის ცვლილების გლობალური კონვეციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 6
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველო;
ბ) ეკოლოგიური მონიტორინგის სამმართველო;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.
მუხლი 7
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. იგი პასუხს აგებს საქართველოში კლიმატის ცვლილების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მმართველობითი ორგანოების, მეურნეობის დარგებისა და მოსახლეობის ფაქტობრივი და პროგნოსტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფაზე;
ბ) კლიმატის ცვლილების მიმართ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მოწყვლადობის შეფასება, ამ დარგების ადაპტირების უნარის დადგენა, კლიმატის ცვლილების შესუსტების ღონისძიებების და მათ საფუძველზე ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და სამინისტროს წინაშე რეკომენდაციებით წარდგენა;
გ) კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადება ქვეყნის შესაბამის სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
დ) კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის განხორციელება;
ე) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების სამუშაოთა კოორდინაციის მიზნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის წინადადებების მომზადება;
ვ) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოში სათბურის გაზების ემისიის შემცირებისაკენ და შთანთქმის გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების (პროგრამების) მომზადება;
ზ) კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებთა ინფორმირება;
თ) კიოტოს ოქმით განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ამოქმედებით კონვენციის საბოლოო მიზნის მიღწევისათვის ღონისძიებათა განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, მოწყვლადი სისტემების ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ზომების განმახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მისი ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე კონკრეტული პროექტების შემუშავება;
კ) საქართველოში ,,კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა.
2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია წარმოადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინტერესები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და ამ კონვენციის კიოტოს ოქმის ხელმძღვანელ ორგანოებში და მუშა ჯგუფებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მუხლი 8
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკოლოგიური მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტებზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში;
ბ) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მონიტორინგის პროგრამის განხილვაში მონაწილეობა;
გ) სამინისტროს მიერ მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტებზე სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების მონიტორინგი;
დ) მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობისა და გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენა და ასეთის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების იფორმირება;
ე) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა;
ვ) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების ადგილმდებარეობის მიხედვით მინისტრის ბრძანებით რეგიონალურ სამმართველოებში შექმნილი მონიტორინგის ჯგუფების ხელმძღვანელობა.
2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას ეკოლოგიური მონიტორინგის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ანგარიში და სხვა დამატებითი ინფორმაცია თავისი უფლებამოსილებით განსაზღვრული საკითხების შესახებ როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების პროცესში;
ბ) წარუდგინოსს წინადადებები მინისტრს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალისტების, კონსულტანტების, დამოუკიდებელი ექსპერტების სამუშაოდ მოწვევასთან დაკავშირებით;
გ) იზრუნოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;
დ) კოორდინაცია გაუწიოს მაღალი ეკოლოგიური რისკების მქონე ობიექტების მონიტორინგის საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დანერგვას;
ე) ისარგებლოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებით.
3. ეკოლოგიური მონიტორინგის სამმართველო ვალდებულია:
ა) აწარმოოს კვარტალური ანგარიშგება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) წინაშე, ობიექტების მონიტორინგის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მონიტორინგის შესახებ.
მუხლი 9
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მონაწილეობა მიიღოს და კოორდინირება გაუწიოს სამინისტროს ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;
ბ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო და რეგიონული კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი საკონტაქტო პირების საქმიანობას;
გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში;
დ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში და საერთაშორისო ვალდებულებულებების შესრულების კოორდინირებაში;
ე) განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის ანალიზი;
ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში და კოორდინირება გაუწიოს ქვეყანაში საკითხთან დაკავშირებულ განსახორციელებელ შიდა პროცედურებს;
ზ) განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზებაში;
თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზებაში.
2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები კონვენციებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების დანიშვნის შესახებ. აგრეთვე არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით უზრუნველყოს კონვენციების შესაბამისი სამდივნოების ინფორმირება;
დ) განახორციელოს უშუალო მუშაობა კონვენციების მოთხოვნათა რეალიზებაში;
ე) კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად მოითხოვოს ანგარიშები და ორგანიზება გაუწიოს მათი ანგარიშების მოსმენას; შეაფასოს მათ მიერ გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ვ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაამყაროს შესაბამისი კავშირები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციებთან;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების/რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, შეთანხმებაზე ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე;
თ) მინისტრის სამდივნოდან პერიოდულად მიიღოს საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მინისტრის შეხვედრების განრიგი და ჩატარებული შეხვედრების ოქმების ასლები;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი როგორც საერთაშორისო შეხვედრების, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 10
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 11
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 12
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 13
1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ბ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
გ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის მოვალეობებს.
მუხლი 14
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.
მუხლი 15
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 16
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები