„საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 18/08/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
370
14/08/2000
სსმ, 74, 18/08/2000
000000000.00.000.000000
„საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №370

2000 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებაში.

1. დებულების მე-3 თავის 27-ე მუხლის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ოფიცერთა შემადგენლობისათვის:

პოლიციის, შინაგანი ჯარების უმცროსი ლეიტენანტიდან ლეიტენანტამდე

1 წელი

პოლიციის, შინაგანი ჯარების ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე

2 წელი

პოლიციის, შინაგანი ჯარების უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე

3 წელი

პოლიციის, შინაგანი ჯარების კაპიტნიდან მაიორამდე

3 წელი

პოლიციის, შინაგანი ჯარების მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე

4 წელი

პოლიციის, შინაგანი ჯარების ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე

5 წელი

2. დებულების მე-3 თავის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

განსაკუთრებული დამსახურების ან სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ვადამდე წოდების მინიჭების უფლება აქვთ: უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის: ვიცე-პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით – საქართველოს შს მინისტრს, – პოლკოვნიკის – საქართველოს პრეზიდენტს.“.

ე. შევარდნაძე