„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 974
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.
  • Word
974
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
040.030.000.08.002.
„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №974

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნ-ველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №84, მუხ. 916) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები;

ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, გარდა ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს) შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოსათვის.“;

გ) ბრძანებულების 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალის-წინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოსათვის.”;

დ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი