"შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 359/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 03/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016001
  • Word
359/ნ
02/11/2010
სსმ, 142, 03/11/2010
470230000.22.035.016001
"შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №359/ნ

2010 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის 62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის 62/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წელი, 23, მუხლი 215) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკის პირთათვის (შემდგომში – პირი), კატეგორიის – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს დადგენილი წესით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში – დაწესებულება).’’;

2. ინსტრუქციას დაემატოს მუხლი 11 შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის’’ დადგენის მიზნით, დაწესებულების შერჩევა ხორციელდება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების შესაბამისად.’’;

3. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლი.

    მუხლი 2

2011 წლის 1 იანვრამდე „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის’’ დადგენა გაგრძელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესების გათვალისწინებით.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტისა. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

ა. ურუშაძე