დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 26/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.000.10.003.000.088 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №89
2004 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა
მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;
ბ) განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი;
გ) საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
თ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ი) კონტროლის დეპარტამენტი;
კ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;
ლ) მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო;
მ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნავად წარუდგენს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას მიკუთვნებული თანამდებობის პირებისა“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს კანცელარიის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:
„მუხლი 8.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატების საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები