„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 844
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 11/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.016043
  • Word
844
11/11/2010
სსმ, 147, 11/11/2010
010040000.22.033.016043
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება 844-969

2010 წლი 11 ნოემბერი

. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის 36-111 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის 36-111 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 30.01.09, 11, მუხლი 131) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაშ ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ”.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის 676 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,”.

3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაშ ინფორმაციის ასახვის წესი.”.

4. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის”:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაშ ინფორმაციის ასახვის წესი”;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომშისაზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი (შემდგომშიწესი) განსაზღვრავს საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანაშრომლობის წესებს.”;

გ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ” და ე” ქვეპუნქტები:

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავს მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევამისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;“;

ე) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად.“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3

1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის (შემდგომშიშემოსავლების სამსახური) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს (შემდგომშისაბაჟო ორგანო) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა).

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებაც მართავს;

ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა (ტექნიკური პასპორტი);

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება ამავე მუხლის ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტით).

3. საბაჟო ორგანოს მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის შესაბამისი მართვის მოწმობის წარმოუდგენლობის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ ინფორმაცია, სათანადო რეაგირებისათვის, დაუყოვნებლივ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.”;

ე) მე-4 მუხლის თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) ხორციელდება პირის მიერ თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;”;

ვ) მე-5–მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) საპასპორტო კონტროლს და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საბაჟო ორგანო, ხოლო საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.

    მუხლი 6

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საბაჟო ორგანოს თანამშრომელთა მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა” ან „გასვლა”, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს;

ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) ხორციელდება პირის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;

ზ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება;

) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 7

საბაჟო ორგანოების მიერ ამ წესის შესაბამისად საპასპორტო კონტროლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის:

) მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხორციელდება საბაჟო ორგანოს და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების, ან საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირების დაშვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაშვების გაუქმება;

ბ) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საბაჟო ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამოსაყენებელი თარიღის შტამპები აღნიშვნებით: შემოსვლა“, გასვლა“.”;

ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

ამ წესის მე-4–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო ორგანოებს შორის ფუნქციური ურთიერთდახმარება.”;

თ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 – მე-14 მუხლები:

    „მუხლი 11

1. ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილებისას:

ა) სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი ფიზიკური პირი ავსებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის 1232 ბრძანების დანართი 7-ით დამტკიცებულ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხას” (შემდგომში – დანართი 7) 2 ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი რჩება საბაჟო ორგანოში, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს;

ბ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსს დალუქვა შესაძლებელია, დანართი 7-ით გათვალისწინებული საქონელი განთავსდება სატვირთო სათავსში, საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს სათავსს საბაჟო ნიშანდებას (დალუქვას) და გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

გ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსს დალუქვა შეუძლებელია, საბაჟო ორგანოს თანამშრომელი საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს საბაჟო ნიშანდებას (დალუქვას), გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

დ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსს დალუქვა ან/და საქონლის სპეციალურ ტომრებში ნიშანდება (დალუქვა) შეუძლებელია, ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აისახება საქონელზე შევსებული დანართი 7-ის შესახებ ინფორმაცია, სხვა შემთხვევებში საქონელი გადაიტვირთება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულ ავტობუსში კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის არსებობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალუფლებამოსილორგანოს თანამშრომელი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანამშრომელს, რომელიც:

ა) ახორციელებს ავტობუსის საბარგო სათავსს საბაჟო ნიშანდებას (დალუქვას);

ბ) თუ ავტობუსის საბარგო სათავსს დალუქვა შეუძლებელია, საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს საბაჟო ნიშანდებას (დალუქვას);

გ) საქონლის ტომარაში დალუქვის შეუძლებლობისას ფიზიკურ პირს ავსებინებს დანართი 7-ს;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახავს გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) ან დანართი 7-ის შესახებ ინფორმაციას.

    მუხლი 12

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საქართველოდან კი გადის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარეშე, საჰაერო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, საქართველოდან გასვლის უფლება ეძლევა, თუ საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის ავტოსადგომზე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსების დამადასტურებელ ქვითარს და ავტოსატრანსპორტო საშუალების უცხოეთში რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი არ წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ვადების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა უახლოეს სასაზღვრო საბაჟო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს საქართველოდან გასვლის უფლება ეძლევა ჯარიმისა და სხვა წარმოშობილი საბაჟო ვალდებულებების გადახდის ან მათი უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების საფუძველზე, რის შესახებაც მონაცემები აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

    მუხლი 13

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საბაჟო ორგანო ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში მითითებული დანიშნულების საბაჟოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თარიღით, ხოლო გრაფაში – „გამოცხადების ვადის გაგრძელებამიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია.

    მუხლი 14

1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტების დამოწმებას საბაჟო დამღით: „აყვანილია კონტროლზე”, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

ი. მერაბიშვილი