დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 837 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 11/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016044 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 837
2010 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი მუხლის:
ა) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ინსტრუქცია ,,საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №20); “;
ბ) „ყ“–„ჩ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) ინსტრუქცია „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №24);
შ) ინსტრუქცია ,,საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №25);
ჩ) ინსტრუქცია ,,საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №26);“.
2. ბრძანების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა) 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11.
თუ კანონმდებლობით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ ინსტრუქციის მოქმედება არ ვრცელდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში ან რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარება დეკლარირებას ,,საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №20) ან ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №24) ან ,,საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №25) ან ,,საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №26) განსაზღვრული წესით.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გარეშე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია):
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“;
გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22–24 პუნქტები:
,,22. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
23. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 20 კალენდარული დღით.
24. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“.
3. ბრძანების პირველი მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ინსტრუქცია
,,საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.“;
ბ.ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.“;
გ) მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ,,საქონელი“ ან ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;“;
დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევარმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის” მინიჭებული “D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“.
4. ბრძანების პირველი მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციის (დანართი №24):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ინსტრუქცია
,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.“;
გ) მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ,,საქონელი“ ან ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“;
დ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) უჯრა 12.2 – მიეთითება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ან დროებითი დასაწყობების ადგილზე საქონლის მიტანის საბოლოო თარიღი, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარული დღით.“.
5. ბრძანების პირველი მუხლის ,,შ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციის (დანართი №25):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ინსტრუქცია
,,საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.“;
ბ.ბ) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.“;
გ) მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ,,საქონელი“ ან ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“;
დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევარმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის” მინიჭებული „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“;
6. ბრძანების პირველი მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №26):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ინსტრუქცია
,,საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.“;
ბ.ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ“;
გ) მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ,,საქონელი“ ან ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“;
დ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) უჯრა 12.2 – მიეთითება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის მიტანის საბოლოო თარიღი, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარული დღით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები