"მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 965
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 15/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016011
  • Word
965
11/11/2010
სსმ, 149, 15/11/2010
310150000.22.034.016011
"მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №965

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ა” და ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007წ., №14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

მე-13-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ გაიცემა:      

ა)  ავტომობილების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – სანომრე ნიშანი ზომით 520 X 110 მმ. სანომრე ნიშანის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული  ლათინურშრიფტიანი სამი ასოთი და სამი ციფრით, ასოთა და ციფრთა კომბინაციის შუაში დატანილი ტირეთი და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მისაბმელების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – სანომრე  ნიშანი ზომით 280 X 205  მმ,  სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მის ქვეშ ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“ და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით; სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული  ლათინურშრიფტიანი ორი ასოთი, ხოლო მის ქვეშ სამი ციფრით;

გ) მოტოციკლების  რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას  – სანომრე ნიშანი ზომით 240 X 130 მმ. მარცხენა მხარეს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამითა და ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშნის მარჯვენა მხარეს გამოსახული ლათინურშრიფტიანი ორი ასოთი, ხოლო მის ქვეშ ოთხი ციფრით;

დ)  შიდა ტრანზიტი – დროებითი სანომრე ნიშანი ზომით 520 X 110  მმ. სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული  ლათინურშრიფტიანი ორი ასო TR და ოთხი ციფრით; ასოთა და ციფრთა კომბინაციის შუაში დატანილი ტირეთი და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით; სანომრე ნიშნის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონმდებლობით;

ე) სატრანზიტო სანომრე ნიშანი – დროებითი სანომრე ნიშანი დამზადებული შუქამრეკლი მასალისაგან, ორი ასოთი და ოთხი ციფრით, შუაში წელიწადისა და თვის აღნიშვნით, ზომებით 305 X113 მმ;

ვ) TEST-ი – სპეციალური სანომრე ნიშანი, ზომებით 520 X 110 1 მმ, სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“,  ლათინური ასოთა კომბინაციით TEST გაიცემა გამოსაცდელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდისათვის დადგენილი ვადით;

ზ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების ხელმძღვანელების, ელჩების სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას  – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით                        520 X 110 მმ;

თ) საელჩოებისა და საკონსულოების დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომლების სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას  – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით D სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 X 110 მმ;   

ი) საელჩოების ყველა სხვა თანამშრომლისა და ტექნიკური პერსონალის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას  –  მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით AS სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 X 110 მმ;

კ) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ან დროებით რეგისტრაციისას –სანომრე ნიშანი ზომით 520 X 110 მმ. ლურჯ ფონზე თეთრი ფერით გამოსახული ოთხი ლათინური ასო EUMM და სამი ციფრის კომბინაციით.

შენიშვნა:

1. ავტომობილის მესაკუთრის მოთხოვნით შესაძლებელია ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანომრე ნიშანი (ცალი ან წყვილი) შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ დამატებით გაიცეს (შეიცვალოს) 280 X 205 მმ ზომის იდენტური სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე სანომრე ნიშნით.

2. იმ შემთხვევაში, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (დროებითი რეგისტრაცია) ხორციელდება საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მიერ, ამ მუხლის „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანომრე ნიშნების მინიჭება ხორციელდება აღნიშნული დაწესებულებების  წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად..

    მუხლი 2

ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გაცემული სანომრე ნიშნები ინარჩუნებს ძალას, ხოლო დამზადებული სანომრე ნიშნები გაიცემა დამზადების დღისათვის დადგენილი ფორმის შესაბამისად.

    მუხლი 3

 ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი.მერაბიშვილი