"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ"ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემრის №1310 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ"ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემრის №1310 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 966
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 15/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016012
  • Word
966
11/11/2010
სსმ, 149, 15/11/2010
140010000.22.034.016012
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ"ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემრის №1310 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №966

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა  და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანე:

    მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში (სსმ III, 19.12.2005,  146,  მუხ. 1635) შეტანილ იქნს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება;

2. მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების მოპოვება და დამუშავება;.

3. მე-14 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დასაკავებლად, თუ იგი გაიქცა ან მიიმალა შემთხვევის ადგილიდან;.

4. მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ქუჩები, ჩიხები და უმოკლესი გზების დისლოკაცია ბრალდებულთა დასაკავებლად.“.

5.  მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის (პირების) არსებობა და მისი (მათი) გარეგნული ნიშნები;.

6. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად;;

ზ) თუ გარემოება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დევნის შესაძლებლობას არ იძლევა, იმყოფებოდეს შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფის ან გამომძიებლის მოსვლამდე ან სამსახურის მორიგის განკარგულების მიღებამდე;.

7. 24-მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ძებნაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირთა აღმოჩენის შემთხვევაში, განწესში მყოფი სხვა პატრულ-პოლიციელები იკავებენ ისეთ პოზიციას, რომელიც მათ მისცემს ურთიერთდაზღვევის საშუალებას..

„5. ძებნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების დაკავებისას შეგროვებული პირველადი მასალები გადაეცემა გამომძიებელს, სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანება შინაგან საქმეთა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, ხოლო ბრალდებულ პირს წარადგენენ პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში..

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                        ი. მერაბიშვილი