„საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 31/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.125
  • Word
126
31/12/2004
სსმ, 156, 31/12/2004
010.220.000.10.003.000.125
„საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №126

2004 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა

საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) განსაკუთრებულ საკითხთა დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) კონტროლის დეპარტამენტი;

ვ) მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო;

ზ) ოპერატიული ინფორმაციის საკოორდინაციო დეპარტამენტი;

თ) რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის დეპარტამენტი;

ი) საგარეო ურთიერთობებისა და საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ლ) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

მ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

ნ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

ო) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

პ) საქმისწარმოების დეპარტამენტი”.

2. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლი.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია