სამშენებლო ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ

  • Word
სამშენებლო ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 02/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.024.006875
  • Word
1-1/210
19/11/2004
სსმ, 140, 02/12/2004
330010040.22.024.006875
სამშენებლო ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.040.22.024.006.875

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/210

2004 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამშენებლო ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ

,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად ქვეყნის თხევადი გაზის მეურნეობის რეაბილიტაციის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამშენებლო ნორმები და წესები:

,,გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გაზსავსები სადგურები, პუნქტები, ბალონების საშუალედო საწყობები, ავტომობილების გასამართი სადგურები, სარეზერვუარო, ჯგუფური და ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარები”. დაპროექტების ნორმები.

2. აღნიშნული ნორმატიული აქტი ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბენდუქიძე

სამშენებლო ნორმები და წესები

გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გაზსავსები სადგურები, პუნქტები, ბალონების საშუალედო საწყობები, ავტომობილების გასამართი სადგურები, სარეზერვუარო, ჯგუფური და ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარები დაპროექტების ნორმები

 

I. დოკუმენტის დანიშნულება, მიზანი

1. სამშენებლო ნორმებისა და წესების ეს თავი აწესებს მოთხოვნებს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი (გნგ) გაზების გაზსავსები სადგურების (გსს), გაზსავსები პუნქტების (გსპ), ბალონების საშუალედო საწყობებისა (ბსს) და ავტომობილების გაზგასამართი სადგურების (აგსს) დაპროექტებისათვის და განკუთვნილია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით იმ მომხმარებლების გაზმომარაგებისათვის, რომლებიც ამ გაზებს სათბობად იყენებენ.

2. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეგაზიფიკაციის დანადგარების (სადგურების) დაპროექტებისას საჭიროა ხელმძღვანელობა იმ მოთხოვნითაც, რომლებიც წაეყენება ასეთივე რეზერვუარების საერთო მოცულობის მქონე გსს-ს.

3. ამ თავის ნორმები არ ვრცელდება იმ ნაგებობებისა და დანადგარების დაპროექტებაზე, რომელთა შემადგენლობაშიც გათვალისწინებულია იზოთერმული და არალითონური რეზერვუარები, მიწისქვეშა საცავები, აგრეთვე იმ საწყობების დაპროექტებაზე, რომლებიც განკუთვნილია ქიმიური, ნავთობქიმიური ან სხვა დარგების სამრეწველო საწარმოებში ნედლეულის სახით გამოსაყენებელი გაზების შესანახად.

4. განსაკუთრებული ბუნებრივი და კლიმატური პირობების მქონე რაიონებში გსს, გსპ, ბსს და აგსს მშენებლობის დაპროექტებისას საჭიროა სნწ 2.04.08-87*-ის მე-10 თავში (დამატებითი მოთხოვნები გაზსადენების სისტემისადმი განსაკუთრებულ კლიმატურსა და ბუნებრივ პირობებში) მოცემული მოთხოვნების გათვალისწინებაც.

5. გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების, ბალონების საშუალედო საწყობების, საავტომობილო გაზგასამართი სადგურების სამშენებლო მოედნებისა და გაზსადენების ტრასების სეისმურობის განსაზღვრა უნდა ჩატარდეს სეისმური მიკროდარაიონებისა და სნწ II-7-81* მითითებათა შესაბამისად.

 

II. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით გაზსავსები

სადგურები (გსს)

 

1. საერთო მითითებანი

1. გსს განკუთვნილია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების სარკინიგზო, საწყლოსნო, საავტომობილო ტრანსპორტით ან მილსადენებით მიღების, შენახვისა და მომხმარებლებისათვის ბალონებით და ავტოცისტერნებით მისაწოდებლად, აგრეთვე ბალონების შეკეთების, ტექნიკური შემოწმებისა და შეღებისათვის.

2. გსს უნდა განლაგდეს დასახელებული პუნქტის განაშენიანების ტერიტორიის გარეთ, როგორც წესი, დასახლებული პუნქტიდან გაბატონებული ქარების საწინააღმდეგო მიმართულებით.

3. გსს-ის სამშენებლო მოედნის შერჩევისას შენობა-ნაგებობამდე მანძილის განსაზღვრის დროს აუცილებელია II თავის მე-2 ქვეთავის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა, აგრეთვე რაიონში რკინიგზებისა და საავტომობილო გზების არსებობის გათვალისწინება.

4. გსს-ის სამშენებლო მოედანი უნდა შეირჩეს მისი გარე შემოღობვიდან 10 მ სიგანის ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის გამოყოფისა და ტყის მასივებამდე მინიმალური მანძილების (წიწვოვანისათვის-50 მ, ფოთლოვანისათვის-20 მ) უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

5. მისასვლელმა რკინიგზამ, როგორც წესი, არ უნდა გაიაროს სხვა საწარმოთა ტერიტორიაზე.

6. დასაშვებია გგს-ში მისასვლელი რკინიგზის არა უმეტეს ერთი საწარმოს ტერიტორიაზე გატარება (ამ საწარმოს თანხმობით) იმ პირობით, თუ საწარმოს ტერიტორიის ფარგლებში გგს-თვის მოეწყობა სატრანზიტო რკინიგზის დამოუკიდებელი ხაზი.

2. გსს-ის ძირითადი შენობა-ნაგებობები. განლაგება.

1. გსს-ის ტერიტორია იყოფა საწარმოო და დამხმარე ზონებად, რომელთა ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების, შენახვისა და მიწოდების ტექნოლოგიურ პროცესებთან დამოკიდებულების მიხედვით უნდა განლაგდეს შემდეგი ძირითადი შენობები (სათავსები) და ნაგებობანი:

საწარმოო ზონაში:

ა) რკინიგზის ხაზი ესტაკადითა და რკინიგზის ცისტერნებიდან გაზის რეზერვუარებში ჩამოსასხმელი მოწყობილობით;

ბ) შესანახი ბაზა რეზერვუარებით;

გ) სატუმბ-საკომპრესორო განყოფილება;

დ) საორთქლებელი განყოფილება;

ე) შევსების საამქრო;

ვ) ბალონების ტექნიკური შემოწმების განყოფილება;

ზ) ბალონების შეღებვის განყოფილება;

თ) ავტოცისტერნების გაზით შესავსები სვეტები, სვეტები ავტოცისტერნებიდან გაზის დაცლისათვის, როდესაც გსს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით მარაგდება ავტოტრანსპორტითა და გაზბალონიანი ავტომანაქანების გასამართი სვეტები;

ი) თბომცვლელი დანადგარები გაზის შეთბობისათვის;

კ) რეზერვუარები ბალონებიდან აუორთქლებელი გაზის, გადავსებული და დაზიანებული ბალონებიდან ჩამოსხმული გაზის დასაცლელად;

ლ) ბალონების რკინიგზისპირა საწყობი.

საწარმოო ზონის თითოეულ შენობაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს საგარდერობო და სანკვანძი.

დასაშვებია სარკინიგზო სასწორის გათვალისწინება საწარმოო ზონაში.

დამხმარე ზონაში:

ა) დამხმარე დანიშნულების საამქრო ადმინისტრაციულ-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სათავსებით, ლაბორატორიებით, სატუმბებით, მექანიკური სახელოსნოთი მოწყობილობის, ბალონებისა და ვენტილების შესაკეთებლად, სააკუმულატოროთი და ა.შ.

ბ) საქვაბე (თუ არ არსებობს თბომომარაგების არსებულ სისტემასთან მიერთების საშუალება);

გ) სატრანსფორმატორო ქვესადგური;

დ) სამარაგო წყლის რეზერვუარები ხანძრის ჩაქრობისათვის;

ე) წყალდასაწნევი კოშკი;

ვ) სასაწყობო და სხვა სათავსები;

ზ) შენობა ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისათვის;

თ) ავტომობილების ღია სადგომი;

ი) ავტომობილების სარეცხი მოედანი ან დანადგარი;

კ) ტექნიკური კონტროლის პუნქტი.

2. როგორც საწარმოო, ასევე დამხმარე ზონაში დასაშვებია გათვალისწინებულ იქნეს საჰაერო საკომპრესორო და ავტოსასწორი.

3. დასაშვებია ავტოგარაჟის დამოუკიდებელ მეურნეობად გათვალისწინება და სადგურის ტერიტორიის გარეთ განლაგება.

4. ჰაერის საკომპრესორო და საორთქლებელ განყოფილებებში დასაშვებია გათვალისწინებულ იქნეს გაზმარეგულირებელი დანადგარი გსს-ის საკუთარი საჭიროებისათვის.

5. გსს-ის შენობანაგებობათა ნუსხა უნდა შეჯერდეს დაპროექტების ტექნიკურ დავალებასთან.

6. დასაშვებია გსს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მეურნეობის საექსპლუატაციო სამსახურის განლაგება დამხმარე ზონის მხრიდან.

7. მინიმალური მანძილი გსს-ში განლაგებული გნგ-ის შესანახი რეზერვუარებიდან იმ შენობა-ნაგებობამდე, რომლებიც არ ეკუთვნის სადგურს, აღებულ უნდა იქნეს დანართი №1-დან, გზებამდე კი-დანართი №2-დან.

8. მინიმალური მანძილი გსს-ის მიწისზედა რეზერვუარებიდან იმ ადგილებამდე, სადაც ერთდროულად შეიძლება 800 სულზე მეტის თავმოყრა (სტადიონები, ბაზრები, პარკები და ა.შ.), აგრეთვე სკოლებამდე და საბავშვო დაწესებულებებამდე (ბავშვების რაოდენობის მიუხედავად) უნდა გაიზარდოს პირველ დანართში მოცემულთან შედარებით ორჯერ.

9. მანძილები სხვადასხვა ტევადობის რეზერვუარებით აღჭურვილ შესანახ ბაზამდე უნდა შეირჩეს ყველაზე დიდი ტევადობის რეზერვუარის მიხედვით.

10. გსს-ში 200 მ3  ტევადობის ცალკეული სფერული რეზერვუარების განლაგება გათვალისწინებულ უნდა იქნეს ნავთობისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სასაქონლო საწყობების დაპროექტების ნორმებით. ამასთან, მანძილები ასეთი რეზერვუარებიდან შენობა-ნაგებობამდე, აგრეთვე რეზერვუარებს შორისი მანძილები არ შეიძლება აღებულ იქნეს ამ თავში მოცემულ მანძილებზე ნაკლები.

11. მანძილები გსს-ის სარკინიგზო ჩამოსასხმელი ესტაკადიდან აღებულ უნდა იქნეს არანაკლებ:

ა) შენობა-ნაგებობებამდე, რომლებიც არ განეკუთვნება გსს-ს, პირველი და მეორე დანართებში მოცემულზე იმ მიწისზედა რეზერვუარების საერთო ტევადობის მიხედვით, რომლებიც ტოლფასია გსს-ის ტერიტორიაზე ერთდროულად დასაცლელი რკინიგზის ცისტერნების ჯამური მოცულობისა;

ბ) გსს-ის შესანახი ბაზის მიწისზედა რეზერვუარებამდე 20 მ;

გ) გსს-ის ტერიტორიაზე მდებარე შენობა ნაგებობებამდე მე-5 დანართში მოცემულზე.

12. მანძილი 100 მ3  და მეტი ტევადობის რეზერვუარიანი გსს-დან ადვილაალებადი მასალების საწარმოებამდე (ნავთობბაზა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ა.შ.) მიღებულ უნდა იქნეს ამ საწარმოებისათვის შემუშავებული ნორმების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ პირველ დანართში მითითებულისა.

13. მინიმალური მანძილები სამრეწველო საწარმოთა ტერიტორიაზე განლაგებული გსს-ის რეზერვუარებიდან ამ საწარმოთა შენობა-ნაგებობებამდე აღებულ უნდა იქნეს მე-3 და მე-4 დანართების მიხედვით.

14. მანძილი სარკინიგზო ჩამოსასხმელი ესტაკადიდან საწარმოო შენობებამდე არ უნდა იყოს 40 მ-ზე ნაკლები.

15. მანძილები სამრეწველო საწარმოების ტერიტორიაზე განლაგებული გსს-ის 500 მ3  და ნაკლები საერთო მოცულობის თხევადი გაზის რეზერვუარებიდან შენობა-ნაგებობებამდე, საწარმოს ,,გ” კატეგორიის აგრეგატებამდე და დანადგარებამდე აღებულ უნდა იქნეს მე-3 დანართში მოცემულზე 30%-ით მეტი.

16. მანძილები გსს-ის ტერიტორიაზე განლაგებულ შენობა-ნაგებობათა შორის აღებულ უნდა იქნეს არანაკლებ მე-5 დანართში მოცემულისა.

17. გსს-ის ტერიტორიაზე განლაგებულ შენობებში დაუშვებელია საცხოვრებელი სათავსებისა და იმ წარმოებების გათვალისწინება, რომლებიც არ განეკუთვნება გსს-ს.

3. ტერიტორიისა და გზების დაგეგმარება, მოთხოვნები შენობა-ნაგებობებისადმი

1. გსს-ის ტერიტორია უნდა შემოკავდეს 1,6-2 მ სიმაღლის უწვავი, განიავებადი ღობით.

2. საწარმოო და დამხმარე ზონები, აგრეთვე ავტომეურნეობის განლაგების უბანი უნდა გამოცალკევდეს უწვავი მასალის შემსუბუქებული ტიპის კონსტრუქციებით, ან არა უმეტეს 1 მ სიმაღლის ბუჩქნარით.

3. გსს-ის ტერიტორიის დაგეგმარებამ უნდა გამორიცხოს გაზის შეგროვების (შეგუების ზონების) წარმოქმნა და წყალსაწრეტ სისტემასთან ერთად უზრუნველყოს ტერიტორიის დაცვა ნიაღვრებისა და მდნარი წყლებისაგან.

4. გსს-ის ტერიტორიის დაგეგმარება და მისასვლელი და შიგასამოედნო გზები უნდა შესრულდეს სამშენებლო ნორმებისა და წესების სათანადო თავების (II-89-80*, 2.05.02-85, II-39-76, 2.05.07-91) და ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. რკინიგზის მონაკვეთი მიმიჯვნის ადგილიდან (გსს-ის ტერიტორიის ჩათვლით) უნდა მიეკუთვნოს მისასვლელი გზის V კატეგორიას, გსს-თან მისასვლელი ავტოგზა კი-IV კატეგორიას.

6. გსს-ის რკინიგზის ხაზები გაზის ჩამოსხმის ადგილებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჰორიზონტალური ან არა უმეტეს 2,5% დაქანების მქონე უბნების სახით. რკინიგზის შემადგენლობის გადასახსნე-ლად, ჩიხის მხრიდან, დამატებით გათვალისწინებულ უნდა იქნეს არანაკლებ 20 მ სიგრძის რკინიგზის ხაზის სწორი მონაკვეთი.

7. გსს-ის ტერიტორია საერთო სარგებლობის ავტოგზას უნდა უერთდებოდეს IV კატეგორიის მისასვლელი ავტოგზით.

8. გსს-თვის, სადაც რეზერვუარების ტევადობა აღემატება 500 მ3 , საჭიროა ორი განმხოლოებული ავტოგზის: ძირითადისა და სათადარიგოს (ავტოტრან-სპორტის საავარიო ევაკუაციისათვის) გათვალისწინება.

9. სათადარიგო ავტოგზის მიერთება მისასვლელ ავტოგზასთან გათვალისწინებულ უნდა იქნეს ძირითადი ავტოგზის ტერიტორიაზე შემოსვლის ადგილიდან არა უახლოეს 40 მ მანძილზე. სახანძრო მანქანების მოძრაობისათვის ავტოგზები უნდა დაპროექტდეს მოძრაობის ორი ზოლით.

10. გსს-ის ტერიტორიაზე ორზოლიანი ავტოგზები უნდა იყოს 6 მ, ერთზოლიანი კი-4,5 მ სიგანისა.

11. გსს-ის ტერიტორიაზე გზის შესვლამდე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტომანქანების მოსაბრუნებელი და დასაყენებელი მოედანი.

12. ავტოცისტერნების შესავსებსა და გაზბალონიანი ავტომანქანების გასამართ სვეტებს შორის გათვალისწინებულ უნდა იქნეს არანაკლებ 6 მ სიგანის გასასვლელი. სვეტებისათვის საჭიროა ავტომანაქანების შეჯახებისაგან დაცვის გათვალიწინება.

13. სამრეწველო საწარმოების ტერიტორიებზე განლაგებული გსს-თვის და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეგაზიფიკაციის დანადგარისათვის დასაშვებია გსს-ის ტერიტორიაზე ერთი შესასვლელის გათვალისწინება.

14. სატრანსპორტო ნაგებობანი გსს-ის შიგა გზებზე უნდა აიგოს უწვავი მასალისაგან.

15. გსს-ის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისას, ამ ნორმებისა და წესების მოთხოვნათა გარდა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სნწ 2.09.02-85*, 2.09.03-85, 2.01.02-85* მოთხოვნები.

16. სატუმბ-საკომპრესორო განყოფილება, როგორც წესი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე შენობაში, სადაც დასაშვებია საორთქლებელი (თბომცვლელი) დანადგარის განლაგებაც.

17. დასაშვებია სატუმბ-საკომპორესორო განყოფილების გაერთიანება ერთიან ბლოკში შევსების საამქროსთან.

18. შევსების საამქროს შენობაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) ბალონების შევსების განყოფილება-დაცლის, შევსების, ბალონების ჰერმეტულობასა და შევსებაზე შემოწმების მოწყობილობით;

ბ) ბალონების დეგაზაციის განყოფილება;

გ) ბალონების დატვირთვა-ჩამოტვირთვის ბაქანი.

19. ბალონების ტექნიკური შემოწმებისა და სამღებრო განყოფილებების განლაგება შესაძლებელია ან შევსების საამქროს ან ცალკე შენობაში.

20. ბალონების ტექნიკური შემოწმების განყოფილებისათვის გათვალისწინებულ უნდა იყოს მოედანი იმ ბალონების დატვირთვა-ჩატვირთვისათვის, რომლებიც შემოაქვთ ტექნიკური შემოწმებისათვის.

21. ბალონების სამღებრო განყოფილება, როგორც წესი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბლოკში ტექნიკური შემოწმების განყოფილებასთან. გსს-ის რეკონსტრუქციისას დასაშვებია ბალონების სამღებრო განყოფილების ცალკე შენობაში განლაგებაც.

22. საწარმოო პროცესები გსს-ის იმ შენობებსა და სათავსებში, სადაც მოსალოდნელია აფეთქება-საფრთხიანი გარემოს წარმოქმნა (სატუმბ-საკომპრესორო, ბალონების შევსებისა და დაცლის, დეგაზაციის, სამღებრო განყოფილებები, ამაორთქლებელი დანადგარების სათავსი და გამწოვი ვენტილაციის კამერები), მიეკუთვნება აფეთქებასაშიშ “ა” კატეგორიას. შენობა-ნაგებობების კატეგორია უნდა აღინიშნოს პროექტში.

23. გსს-ის საწარმოო შენობები, დანადგარები და ნაგებობები, ელექტრომოწყობილობების გამოყენების საშიშროების თვალსაზრისით, უნდა მიეკუთვნოს:

ა) „ვ-1ა” კლასს – სატუმბ-საკომპრესორო, ბალონების შევსებისა და დაცლის, დეგაზაციის, სამღებრო, ამაორთქლებელი განყოფილებები, აგრეთვე მათი გამწოვი ვენტილაციის საკნები;

ბ) “ვ-1გ” კლასს – რეზერვუარები, ჩამოსასხმელი ესტაკადები, თხევადი გაზის შემვსები და ჩამოსაცლელი სვეტები, გაზბალონიანი ავტომობილების ავტოგასამართი სვეტები, ავტოცისტერნების სადგომი ღია მოედნები, დატვირთვა-ჩამოტვირთვის მოედნები, აგრეთვე საორთქლებელი (თბომცვლელი) დანადგარები, რომლებიც განლაგებულია ღია მოედნებზე. ¨ვ-1გ” ზონის ზომები ღია სივრცისათვის უნდა განისაზღვროს ელექტროდანადგართა მოწყობის წესებით.

24. სატუმბ-საკომპრესორო და შევსების განყოფილებათა სათავსებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ფხვნილიანი ცეცხლმაქრები, 200 მ2  ჩათვლით ფართის სათავსებზე არანაკლებ 100 კგ, ხოლო 500 მ2  ჩათვლით ფართის სათავსზე-არანაკლებ 250 კგ ფხვნილის ანგარიშით.

25. დატვირთვა-ჩამოტვირთვის მოედნები სავსე და ცარიელი ბალონების განსალაგებლად გათვალისიწნებულ უნდა იქნეს უშუალოდ შევსების განყოფილებაზე მიშენებით. მოედნის ზომები გასასვლელების ჩათვლით უნდა განისაზღვროს იმ ანგარიშით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათზე შევსების განყოფილების სადღეღამისო წარმადობაზე ორჯერ მეტი ბალონის განლაგება.

26. დატვირთვა-ჩამოტვირთვის მოედნის ზემოთ გათვალისწინებულ უნდა იქნეს უწვავი მასალის ფარდული, პერიმეტრზე კი (საჭიროებისას) – ისეთი ღობე, რომელიც უზრუნველყოფს მისი ტერიტორიის განიავებას.

27. იატაკები გათვალისწინებულ უნდა იქნეს უწვავი მასალის საფარით, რომელიც არ წარმოქმნის ნაპერწკლებს.

4. ჩამოსაცლელი მოწყობილობა

1. რკინიგზის ესტაკადაზე ჩამოსაცლელი მოწყობილობის რაოდენობა უნდა განისაზღვროს გსს-დან გაზის გაცემის მაქსიმალური სადღეღამისო ოდენობიდან გამომდინარე და რკინიგზის ცისტერნებით გაზის მოწოდების უთანაბრობის გათვალისწინებით (უთანაბრობის კოეფიციენტია 2,0).

2. ჩამოსასხმელი მოწყობილობის მომსახურებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს უწვავი მასალის ესტაკადები ბაქნებით ჩამოსასხმელი მოწყობილობის ცისტერნებთან მისაერთებლად. ესტაკადის ბოლოს გათვალისწინებულ უნდა იქნეს არანაკლებ 0,7 მ სიგანის კიბე, არა უმეტეს 450 დახრილობით. კიბეებს, ბაქნებსა და ესტაკადებს უნდა ჰქონდეს 1 მ სიმაღლის მოაჯირები, ქვემოდან, არანაკლებ 90 მმ სიმაღლის მთლიანი შემოკერვით.

3. რკინიგზის ცისტერნებიდან გაზის ჩამოსასხმელ მილსადენებზე, გსს-ის სტაციონარული მილსადენების სატრანსპორტო საშუალებათა ჩამოსასხმელ მოწყობილობებთან მიერთების უშუალო სიახლოვეს გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) უკუსარქველი – თხევადი ფაზის მილსადენებზე;

ბ) სწრაფმოქმედი სარქველი – ორთქლის ფაზის მილსადენებზე;

გ) გამომრთველ მოწყობილობამდე შტუცერი გამომრთველი მოწყობილობით, ნარჩენი გაზის მილსადენების სისტემაში ჩასაცლელად ან გამქრევ სანთელზე გასაშვებად.

4. დასაშვებია არ იქნეს გათვალისწინებული სწრაფმოქმედი სარქველი გაზის უშლანგო ჩამოცლისას ან შევსებისას (სპეციალური კონსტრუქციის ლითონის მილსადენებით) იმ პირობით, რომ დასაბუთებული იქნება ამ კონსტრუქციის საიმედობა და შეთანხმებულ იქნება საექსპლუატაციო ორგანიზაციასთან.

5. გსს-ში ავტოცისტერნებით მიწოდებული გაზის ჩამოსაცლელად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩამოსაცლელი სვეტები. ავტოცისტერნის თხევადი და ორთქლის ფაზების მილსადენები შესანახი ბაზის რეზერვუარებს უნდა უერთდებოდეს ისეთივე ჩამკეტი-დამცავი არმატურით, როგორითაც აღჭურვილია სარკინიგზო-ჩამოსასხმელი მოწყობილობა.

5. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეზერვუარები

1. გსს-ში გაზის მიღებისა და შენახვისათვის განკუთვნილი რეზერვუარები უნდა აკმაყოფილებდეს თანდართული მასალების მახასიათებლების მოთხოვნებს. რეზერვუარების მილსადენებით შემოკვრა უნდა შესრულდეს გოსტ 20448-97-ით გათვალისწინებული სხვადასხვა მარკის თხევადი გაზების განცალკევებით მიღებისა და შენახვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

2. შენახვის ბაზის ტევადობა უნდა განისაზღვროს გსს-ის სადღეღამისო წარმადობის, რეზერვუარების შევსების ოდენობის, შენახვისათვის დარეზერვებული თხევადი გაზის რაოდენობის გათვალისწინებით. შენახვის ბაზის ტევადობის განსაზღვრა შესაძლებელია პირველ დანართში მოცემული მეთოდიკით.

3. გსს-ის სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებისას გნგ-ის მარაგი უნდა განისაზღვროს ამ საწარმოსათვის არსებული სათადარიგო საწვავის შენახვის ნორმატივით.

4. გსს-ში დასაშვებია გაზის მიწისზედა ან მიწისქვეშა რეზერვუარების განლაგება. მიწისზედა რეზერვუარებად ითვლება ისეთი რეზერვუარები, რომელთა ქვემო მსახველი მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარების ნიშნულის დონეზე ან მის ზემოთ იმყოფება, მიწისქვეშად კი – ისეთი რეზერვუარები, რომელთა ზემო მსახველი მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარების ნიშნულს ქვემოთაა არანაკლებ 2 სმ. მიწისქვეშა რეზერვუარებს უთანაბრდება ისეთი მიწისზედა რეზრევუარებიც, რომლებიც მიწაყრილითაა შემოზვინული ზემო მსახველიდან 0,2 მ და მეტ სიმაღლეზე და არანაკლებ 6 მ სიგანეზე რეზერვუარების კედლიდან მიწაყრილის კიდემდე. რეზერვუარების სათავსებში განლაგება დაუშვებელია.

შენიშვნა: რეზერვუარის მიმდებარე ტერიტორიად ითვლება ტერიტორია მისი კედლიდან 6 მ მანძილზე.

5. რეზერვუარები დაყენებულ უნდა იქნეს 2-3% ქანობით ჩამოსასხმელი მილყელის მიმართულებით.

6. მიწისზედა რეზერვუარები უნდა დაიდგას უწვავი მასალის (არანაკლებ 2 სთ ცეცხლმედეგობის ზღვრით) საყრდენებზე, კიბეებიანი, სტაციონარული, ლითონის ბაქნებით. ბაქნები გათვალისწინებულ უნდა იყოს არმატურიდან, ხელსაწყოებიდან და ლუკებიდან ორივე მხარეზე. სავენტილაციო შტუცერთან ბაქანი გათვალისწინებულ უნდა იყოს ცალი მხრიდან.

7. ბაქნები და კიბეები უნდა დამზადდეს II თავის მე-4 ქვეთავის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. რამდენიმე რეზერვუარისათვის ერთი ბაქნის მოწყობისას კიბეები გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბაქნის ბოლოებში. თუ ბაქნის სიგრძე 60 მ-ს აღემატება, მის შუა ნაწილში გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამატებითი კიბე. კიბეები გამოყვანილ უნდა იქნეს შემოზვინვის გარეთ.

8. მიწისზედა რეზერვუარები დაცულ უნდა იყოს მზის სხივების ზემოქმედებისაგან (რეზერვუარების თეთრად ან ვერცხლისფრად შეღებვა, ან წყლით გაგრილება II თავის მე-8 ქვეთავის მე-5 პუნქტის შესაბამისად).

9. მიწისზედა რეზერვუარები, როგორც წესი, უნდა განლაგდეს ჯგუფურად, გსს-ის მოედნის დაგეგმარების დაბალი ნიშნულების რაიონში. ჯგუფში მიწისზედა რეზერვუარების მაქსიმალური საერთო მოცულობა უნდა იქნეს აღებული მე-6 დანართის შესაბამისად.

რეზერვუარების ჯგუფებს შორის მაქსიმალური მანძილი სიოში აღებულ უნდა იქნეს მე-7 დანართის შესაბამისად.

10. ჯგუფს შიგნით მიწისზედა რეზერვუარებს შორის მანძილები სიოში არ უნდა იყოს გვერდიგვერდ მდგომი რეზერვუარებიდან უდიდესის დიამეტრზე ნაკლები, ხოლო 2 მ (ჩათვლით) დიამეტრის რეზერვუარებისათვის – 2 მ ნაკლები. მანძილი ორ და მეტ რიგად განლაგებულ რეზერვუარების რიგებს შორის უნდა იქნეს აღებული უდიდესი რეზერვუარის სიგრძის ტოლად, მაგრამ არა უმცირეს 10 მ.

11. მიწისზედა რეზერვუარების თითოეული ჯგუფის პერიმეტრზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიწის უწყვეტი შემოზვინვა ან უწვავი მასალის (აგური, ყორე-ბეტონი, ბეტონი და ა.შ.) შემომღობი კედელი, სიმაღლით არანაკლებ 1 მ, ჯგუფში რეზერვუარების საერთო ტევადობის 85%-ის გათვალისწინებით. მიწის შემოზვინვის სიგანე ზედა ნაწილში უნდა იყოს არანაკლებ 0.5 მ. მანძილი რეზერვუარიდან შემოზვინვის ძირამდე ან კედლამდე უნდა უდრიდეს უახლოესი რეზერვუარის დიამეტრის ნახევარს, მაგრამ არანაკლებ 1 მ. შემოზვინული ტერიტორიის შიგა ფართობი, გრუნტის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, უნდა დაიფაროს წყალგაუმტარი მასალით (ბეტონის ფილებით, პლასტიკური მასალით, ან წყალგაუმტარი მინერალური ნედლეულით).

12. რეზერვუარების პარკის ტერიტორიაზე შესასვლელად შემოზვინვის ან კედლის ორივე მხრიდან გათვალისწინებულ უნდა იყოს 0,7 მ სიგანის გადასასვლელი კიბეები, არანაკლებ ორისა შემოზვინვის სხვადასხვა მხრიდან განლაგებული თითოეული ჯგუფისათვის.

13. მიწისქვეშ განლაგებისათვის გათვალისწინებულ უნდა იყოს მხოლოდ ცილინდრული რეზერვუარები.

14. მანძილი სიოში ცალკეულ მიწისქვეშა რეზერვუარებს შორის უნდა იყოს მომიჯნავე რეზერვუარებიდან უდიდესი დიამტერის ნახევრის ტოლი, მაგრამ არანაკლებ 1 მ.

15. მიწისქვეშა და მიწით დაფარული რეზერვუარები, როგორც წესი, უნდა დაიდგას უშუალოდ მიწაზე. რეზერვუარებისათვის საძირკვლების მოწყობა გათვალისწინებული უნდა იყოს ნიადაგის არახელსაყრელი პირობების არსებობისას: ქვაბულის ამოღების სიღრმეზე მიწისქვეშა წყლების არსებობა ან გრუნტის 0.1 მპა (1 კგ.ძ/სმ2 ) ნაკლები მზიდი შესაძლებლობა, ან ბურცვად გრუნტებზე რეზერვუარების განლაგება და სხვა. რეზერვუარებისათვის საძირკვლების მოწყობა გათვალისწინებულ უნდა იყოს უწვავი (ქვა, ბეტონი, რკინა-ბეტონი და ა.შ) მასალით. რეზერვუარებისათვის შემოსაყრელად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქვიშნარი ან თიხოვანი გრუნტი ორგანული მინარევების გარეშე.

16. მიწისქვეშა რეზერვუარებისათვის ბურცვად გრუნტებზე განლაგებისას გრუნტი გაყინვის საზღვრამდე უნდა შეიცვალოს ქვიშნარით, ხოლო მიწისქვეშა წყლების მაღალი დონის (რეზერვუარის ქვედა მსახველზე მაღალი) ადგილებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეზერვუარის ამოტივტივების საწინააღმდეგო ღონისძიებები. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიწის ქვეშ განთავსებული რეზერვუარების დაზიანების შემთხვევი-სათვის პროექტით გათვალისწინებულ უნდა იყოს მიწისქვეშა წყლების დაცვის საკითხი.

17. რეზერვუარები კოროზიისაგან უნდა იქნეს დაცული:

ა) მიწისქვეშა-გოსტ 9.602-89-ის და დადგენილი წესით დამტკიცებული;

ბ) ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;

გ) მიწისზედა – ორჯერადი დაგრუნტვითა და იმ საღებავით, ლაქით ან ემალით ორჯერადი დაფარვით, რომლებიც გათვალისწინებულია გარე სამუშაოები-სათვის მშენებლობის რაიონის საანგარიშო ტემპერატურაზე.

6. გსს-ის ტექნოლოგიური მოწყობილობა

1. გსს-ის მილსადენებში გაზის თხევადი და ორთქლის ფაზების გადასაადგილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტუმბოები, კომპრესორები და საორთქლებელი (თბომცვლელი) დანადგარები.

2. დასაშვებია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ჩამოცლისა და ჩამოსხმისათვის ბუნებრივი გაზის ენერგიის გამოყენება, რომლის გაჯერებული ორთქლის წნევა 450 C ტემპერატურის დროს არ აღემატება 1.2 მპა (12 კგ.ძ/სმ2 ). ამასთან, ბუნებრივი გაზის პარციალური წნევა დასაცლელ რეზერვუარებში არ უნდა აღემატებოდეს 0,2 მპა (2 კგ.ძ/სმ2 ). უფრო მაღალი პარციალური წნევისას, მაგრამ არა უმეტეს 0,5 მპა (5 კგ.ძ/სმ2 ) საჭიროა თხევადი გაზის კომპონენტური შემადგენლობის კონტროლის გათვალისწინება. ბუნებრივ გაზში ეთანეთილენის ფრაქციის შემცველობა არ უნდა იყოს 5%-ზე მეტი, მეთანის შემცველობა % (მოლი) კი თხევად გაზებში არ უნდა აღემატებოდეს სიდიდეს, რომელიც გამოითვლება ფორმულით:

K=0,05K2 +0,35

სადაც: K2  გნგ ბუტანის ფრაქციის კონცენტრაციაა % (მოლი).

3. კომპრესორები უნდა განლაგდეს სათავსებში, სადაც უზრუნველყოფილია გათბობა. იმ სათავსების იატაკი, რომლებშიც განლაგებულია ტუმბოები და კომპრესორები, უნდა იყოს მიმდებარე ტერიტორიის საგეგმარო ნიშნულზე არანაკლებ 0,15 მ მაღლა. დასაშვებია ტუმბოებისა და კომპრესორების განლაგება არაწვადი მასალისაგან მოწყობილ ფარდულში, თუ კლიმატური პირობები იძლევა მომსახურე პერსონალისა და მოწყობილობის ნორმალური მუშაობის შესაძლებლობას.

4. ტუმბოები და კომპრესორები უნდა დაიდგას ისეთ საძირკვლებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სხვა მოწყობილობების საძირკვლებთან ან შენობის კედლებთან.

5. ერთ რიგში ორი ან მეტი ტუმბოს ან კომპრესორის განლაგებისას მანძილები გათვალისწინებულ უნდა იქნეს (მ) არანაკლები:

ძირითადი გასასვლელის სიგანე მომსახურების ფრონტისათვის – 1,5;

ტუმბოებს შორის – 0,8;

კომპრესორებს შორის-1,5;

ტუმბოებსა და კომპრესორებს შორის – 1.0

ტუმბოებიდან და კომპრესორებიდან კედლამდე – 1.0.

6. ტუმბოებისა და კომპრესორების შემწოვ მილსადენებზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამომრთველი მოწყობილობა, დამწევ მილსადენებზე კი – გამომრთველი მოწყობილობა და უკუსარქვლები.

7. ტუმბოების წინ გათვალისწინებული უნდა იყოს ფილტრები გამქრევი მილსადენებით, ტუმბოების შემდეგ კი – დამწნევ მილსადენებზე გამქრევი მილსადენები, რომელთა გაერთიანებაც დასაშვებია ფილტრების გამქრევ მილსადენებთან. ტუმბოების სადაწნეო კოლექტორზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტუმბოების შემწოვ მილსადენებთან გაერთიანებული გადამშვები მოწყობილობა. ჩამკეტი არმატურის დამონტაჟება გადამშვებ მოწყობილობაზე დაუშვებელია.

8. კომპრესორების შემწოვ მილსადენებზე გათვალისწინებული უნდა იქნეს კონდენსატშემკრებები, დამწნევ მილსადენებზე კომპრესორების შემდეგ კი-ზეთგამომყოფები. კონდენსატშემკრებები უნდა აღიჭურვოს დონის სიგნალიზატორებითა და სადრენაჟო მოწყობილობით.

9. დონის სიგნალიზატორები ბლოკირებული უნდა იყოს კომპრესორებთან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კომპრესორის გამორთვა კონდენსატშემკრებებში გაზის მაქსიმალური დონის მიღწევისას.

10. ტუმბოები და კომპრესორები უნდა აღიჭურვოს ავტომატიკით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროკვების გამორთვას ტუმბოს ან კომპრესორის ტექნიკურ პასპორტში გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში და აგრეთვე:

ა) სათავსის დაგაზიანებისას: II თავის მე-8 ქვეთავის მე-18 და მე-19 პუნქტების მითითებათა შესაბამისად;

ბ) ტუმბოს ან კომპრესორის დამწნევ მილსადენებში წნევის 1,6 მპა (16 კგ.ძ/სმ2 ) მეტით გაზრდისას;

გ) მაქსიმალური დონის მიღწევისას შესავსებ რეზერვუარში (აგრეგატებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია რეზერვუარების შესავსებად).

11. საორთქლებელი (თბომცვლელი) უნდა აღიჭურვოს ავტომატიკით, რომელიც უზრუნველყოფს მათ გამორთვას VII თავის მე-3 ქვეთავის მე-6 პუნქტში მოყვანილ შემთხვევებში, აგრეთვე შესავსებ რეზერვუარებში გაზის მაქსიმალური დონის მიღწევისას, თუ ამ რეზერვუარების შევსება წარმოებს თბომცვლელის მეშვეობით.

12. ელექტროძრავების მიერთება ტუმბოებსა და კომპრესორებთან გათვალისწინებულ უნდა იქნეს დიელექტრული სადებებითა და საყელურებით აღჭურვილი ქუროებით. არსებული სატუმბ-საკომპრესორო განყოფილებების რეკონსტრუქციისას დასაშვებია ელექტროძრავების ტუმბოებსა და კომპრესორებთან სოლღვედური გადაცემით მიერთების დატოვებაც, ნაპერწკალწარმოქმნის საშიშროების გამორიცხვის პირობით.

13. შემვსები განყოფილების მოწყობილობა აღებული უნდა იქნეს, როგორც წესი, დაცლის, შევსების, ბალონების შევსებასა და ჰერმეტულობაზე კონტროლის ოპერაციების კომპლექსურად მექანიზებული საშუალებებით შესრულების პირობით.

14. ბალონების შევსების საშუალებებისაგან დამოუკიდებლად, მათი შევსების 100%-იანი კონტროლი გათვალისწინებული უნდა იქნეს აწონვით ან სხვა არანაკლებ ზუსტი მეთოდით. ზამთარში ჰერმეტულობის კონტროლის უზრუნველსაყოფად დასაშვებია გაზის შემთბობი დანადგარების გათვალისიწინება.

15. გადავსებული ბალონიდან გაზის ან ბალონიდან აუორთქლებელი ნარჩენების დასაცლელად გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეზერვუარები, რომლებიც განლაგდება:

ა) რეზერვუარების 10 მ3 -ზე მეტი საერთო ტევადობისას – შესანახი ბაზის ფარგლებში;

ბ) რეზერვუარების 10 მ3 -ზე ნაკლები საერთო ტევადობისას – შემვსები საამქროს შენობიდან არანაკლებ 3 მ მანძილზე (ტრანსპორტირებისათვის არაგასასვლელ ტერიტორიაზე).

16. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით გაზის მეურნეობის კუთვნილი ავტოცისტერნების შევსებისა და გაზბალონიანი ავტომანქანების გამართვისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესავსები და ავტოგაზგასამართი სვეტები, რომლებიც უნდა განლაგდეს საერთო მოედანზე. დასაშვებია ავტოგაზგასამართი სვეტების გსს-ის ტერიტორიის გარეთ განლაგებაც, მისი ღობიდან არანაკლებ 20 მ მანძილზე.

17. ორთქლისა და თხევადი ფაზების მილსადენებზე, სვეტების სტაციონარული მილსადენების ავტომანქანების შევსებისა და გაზგასამართ მოწყობილობასთან შეერთების ადგილებთან უშუალო სიახლოვეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საპეციალური სარქველები, რომლებიც შესავსები და გაზგასამართი მოწყობილობის ჰერმეტულობის დარღვევისას გამორიცხავს ატმოსფეროში გაზის გადინებას. დასაშვებია არ იყოს გათვალისწინებული აღნიშნული სარქველები გაზის უშლანგოდ ჩამოსხმა-შევსებისას იმ პირობით, თუ დასაბუთებული იქნება მიღებული კონსტრუქციის საიმედობა და შეთანხმდება საექსპლუატაციო ორგანიზაციასთან.

18. გსს-ში ავტოცისტერნების შევსების ხარისხის შესამოწმებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტოსასწორი. შემთბარი გაზის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა მისი ტემპერატურის შემოწმებაც, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 450 C.

19. თხევადი და ორთქლის ფაზების მილსადენებზე, რომლებიც უერთდება შესავსებ და ავტოგაზგასამართ სვეტებს, სვეტებიდან არა უახლოეს 10 მ მანძილზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამომრთველი მოწყობილობა.

20. გნგ-ს შესათბობად შენობის გარეთ გათვალისწინებული ამაორთქლებლები და თბომცვლელები (შემდგომში-საორთქლებელი მოწყობილობა) უნდა განლაგდეს გნგ-ს რეზერვუარებიდან არა უახლოეს 10 მ-ისა, ხოლო სატუმბ-საკომპრესორო განყოფილების ან შევსების საამქროს შენობის კედლიდან არა უახლოეს 1 მ მანძილზე.

21. შენობის შიგნით განლაგებული საორთქლებელი მოწყობილობა უნდა დაიდგას შევსების საამქროში ან შენობის ცალკე სათავსში, სადაც დამონტაჟებულია გაზმომხმარებელი დანადგარები, ან ცალკე შენობაში, რომელიც აკმაყოფილებს “ა” კატეგორიის შენობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

22. გსს-ის იმ სათავსებში განლაგებული საორთქლებელი მოწყობილობა, სადაც არ არის მუდმივად მომსახურე პერსონალი, უნდა აღიჭურვოს ტექნიკური პროცესების საკონტროლო მოწყობილობების მადუბლირებელი ხელსაწყოებით, რომლებიც განლაგებულია გსს-ის სათავსებში მუდმივი მომსახურე პერსონალით.

23. დასაშვებია 200 კგ/სთ წარმადობამდე ამაორთქლებელი მოწყობილობის განლაგება მიწისქვეშა რეზერვუარების ყელის სახურავზე (შტუცერებზე), აგრეთვე შენახვის ბაზის ტერიტორიაზე – რეზერვუარიდან არა უახლოეს 1 მ მანძილზე.

24. საორთქლებლებს შორის დაცილება აღებული უნდა იქნეს არანაკლებ მათი დიამეტრის ტოლი, მაგრამ ყველა შემთხვევაში არანაკლებ 1 მ-ისა.

25. გსს-ში დაუშვებელია ისეთი საორთქლებლების გათვალისწინება, რომლებშიც გამოყენებულია ღია ცეცხლი.

7. გაზსადენები, არმატურა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები

1. გსს-ის გაზსადენები უნდა დაპროექტდეს გოსტ 20448-97–ით გათვალისწინებული სხვადასხვა მარკის თხევადი გაზების განცალკევებით მიღების, შენახვისა და გაცემის შესაძლებლობის გათვალისწინებით. სატუმბ-საკომპრესორო და შევსების განყოფილებებში გაზსადენების შემყვანებზე, შენობის გარეთ, მისგან არა უახლოეს 5 და არა უშორეს 30 მ მანძილზე, გათვალისწნებულ უნდა იქნეს ელექტროამძრავიანი გამომრთველი მოწყობილობა.

2. 1,6 მპა ჩათვლით (16 კგ.ძ/სმ2 ) მუშა წნევის თხევადი და ორთქლის ფაზების გაზსადენები გათვალისწინებული უნდა იქნეს ფოლადის მილებისაგან. გსს-ის ჩამოსაცლელი, ჩამოსასხმელი და გაზგასამართი მოწყობილობის შეერთება, როგორც წესი, გათვალისწინებული უნდა იქნეს რეზინის ან რეზინქსოვილის მილებით, რომელთა მასალამაც უნდა უზრუნველყოს მათი მდგრადობა ტრანსპორტირებული გაზის მოცემული წნევისა და ტემპერატურის მიმართ.

3. გსს-ის საწარმოო ზონაში გაზსადენების გაყვანა გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიწის ზემოთ, უწვავი მასალის, მიწის დონიდან არანაკლებ 0.5 მ სიმაღლის საყრდენებზე. დასაშვებია გაზსადენების გაყვანა გსს-ის ძირითადი საწარმოო შენობების გარე კედლებზე (გარდა ლითონით შემოსილი და პოლიმერული მასალით დათბუნებული შენობების კედლებისა), ფანჯრის ღიობებიდან 0.5 მ ზემოთ ან ქვემოთ, კარის ღიობიდან კი 0.5 მ ზემოთ. ამ შემთხვევებში არმატურის, მილტუჩიანი და კუთხვილიანი შეერთებების განლაგება ღიობებს ზემოთ ან ქვემოთ დაუშვებელია. გაზსადენები, გარე კედლების გავლით გაყვანისას, უნდა მოთავსდეს გარცმის მილში.

4. გაზსადენებისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა იმ კედლებში, რომლებიც გამოყოფს ¨ვ-Iა” კლასის აფეთქებასაფრთხიანზონებიან სათავსებს ასეთი ზონების არმქონე სათავსებისაგან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩობალით შემჭიდროვებულ გარცმის მილებში აფეთქებასაფრთხიანი სათავსის მხრიდან.

5. თხევადი გაზის მილსადენების ჰიდრავლიკური გაანგარიშება უნდა განხორციელდეს სნწ 2.04.08-87 შესაბამისად.

6. თხევადი ფაზის მიწისზედა გაზსადენების იმ უბნებზე, რომლებიც შემოზღუდულია ჩამკეტი მოწყობილობით, მათზე მზის სხივების ზემოქმედებით წნევის ზრდისგან დასაცავად, ჩამკეტი მოწყობილობის პარალელურად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს უკუსარქველი, რომელიც უზრუნველყოფს გაზის გადადინებას შენახვის ბაზის რეზერვუარებში, ან დამცავი სარქველი, რომლითაც გაზის გადინება უნდა ხდებოდეს გამქრევი სანთლიდან არანაკლებ 3 მ-ის სიმაღლეზე მიწის დონიდან.

7. სატუმბ-საკომრესოროს, ბალონების შევსების, დაცლისა და დეგაზაციის, სამღებრო და “ა” კატეგორიის სხვა სათავსებში უნდა განლაგდეს სათავსში გაზის საშიში კონცენტრაციის სასიგნალო მოწყობილობანი, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს ბალონებიდან თხევადი ნარჩენების მიმღები საცავების მოწყობა, განთავსება და ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ნივთიერებების ემისიისაგან.

8. გსს-ში თხევადი გაზის მიწისქვეშა და მიწისზედა რეზერვუარებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და დამცავი არმატურა “წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების” მოთხოვნათა შესაბამისად.

9. მიწისზედა რეზერვუარებისათვის დამცავი სარქველების გამტარუნარიანობა (გაზის რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება გადინებას დამცავი სარქვლის საშუალებით) უნდა განისაზღვროს ხანძრის შემთხვევაში ჰაერის 6000 C ტემპერატურაზე რეზერვუარებისა და გარემოს შორის თბოცვლის პირობების გათვალისწინებით. მიწისქვეშა რეზერვუარების დამცავი სარქველების გამტარუნარიანობა უნდა განისაზღვროს მიწისზედა რეზერვუარებისათვის განსაზღვრული გამტარუნარიანობის 30%-ის დონეზე.

10. რეზერვუარების დამცავი სარქველებიდან გაზის არინება გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამქრევი (საგდები) მილსადენებით, რომლებიც აყვანილი უნდა იქნეს გაანგარიშებით განსაზღვრულ სიმაღლემდე, მაგრამ არანაკლებ 3 მ-ისა მიწისზედა რეზერვუარების მომსახურე მოედნის ნაფენის, ან მიწისქვეშა რეზერვუარების მიწაყრილის ზედაპირიდან. დასაშვებია რამდენიმე დამცავი სარქვლის მიერთება ერთ გამქრევ მილსადენთან. გამქრევი მილსადენების ბოლოებზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწყობილობა, რომელიც გამორიცხავს მათში ატმოსფერული ნალექების მოხვედრასა და გაზის ჭავლის ქვემოთ მიმართვას. დამცავი სარქველების გამქრევ მილსადენებზე დაუშვებელია გამომრთევლი მოწყობილობის დაყენება.

11. საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, მარეგულირებელი, დამცავი და ჩამკეტი არმატურა უნდა დაიდგას მიწისქვეშა რეზერვუარების მიწაყრილის ზემოდან, დაზიანებისაგან მათი დაცვის ღონისძიებათა გათვალისწინებით.

8. წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა და ვენტილაცია

1. გსს-ის წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დაპროექტებისას უნდა შესრულდეს სათანადო სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები (სნწ 2.04.02-85, 2.04.02-84, 2.04.02-84, 2.04.03-85, 2.04.05-91*, 2.04.07-86, 2.01.02-85) და ამ თავში მოცემული პირობები.

2. გსს-ში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხანძრის ჩაქრობის გარე სისტემა, რომელიც მოიცავს რეზერვუარებს წყლის ხანძრის ჩასაქრობი მარაგით, სატუმბ სადგურსა და მაღალი წნევის დარგოლილ წყალსადენს სახანძრო ჰიდრანტებითურთ. შენახვის ბაზაში 200 მ3  და ნაკლები საერთო ტევადობის რეზერვუარებით გათვალისწინებულ უნდა იქნეს წყლის გამოყენება ხანძრის ჩასაქრობად დაბალი წნევის წყალსადენიდან ან წყალსაცავებიდან.

3. გსს-ში გარე ხანძარქრობაზე წყლის ხარჯი აღებული უნდა იქნეს მე-8 დანართიდან.

4. გსს-თვის მიწისზედა რეზერვუარებით ხანძარსაწინააღმდეგო სატუმი სადგური საიმედოობით უნდა განეკუთვნოს I კატეგორიას.

გსს-ის კვების ერთი წყაროდან ელექტრომომარაგებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შიდაწვისძრავიანი სარეზერვო ხანძარსაწინააღმდეგო ტუმბოების დაყენება.

5. გსს-ში 200 მ3  მეტი საერთო ტევადობის მიწისზედა რეზერვუარებით გათვალისიწინებული უნდა იქნეს რეზერვუარების წყლით გაგრილების სტაციონარული ავტომატური სისტემა, რომელმაც 75 წთ-ის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს წყლის დასხურება რეზერვუარების ყველა გვერდითსა და ტორსულ ზედაპირებზე 0.1 ლ/წმ მ2 , ხოლო არმატურის მქონე ზედაპირებზე 0.5 ლ/წმ მ2  ინტენსივობით. წყლის ხარჯი უნდა განისაზღვროს გაანგარიშებით, ერთდროულად, ჯგუფში ერთ რიგად განლაგებული 6 რეზერვუარისათვის მე-8 დანართში მოყვანილი ხარჯის 25%-ის ოდენობით.

6. ჩამოსაცლელი ესტაკადის ხანძრის ჩაქრობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოძრავი საშუალებებით გსს-თვის მიღებული ხანძრის ჩაქრობის წყალმომარაგების სისტემიდან.

7. გსს-ის ,,ა” კატეგორიის და აფეთქებახანძარსაშიშ შენობა-ნაგებობებიდან, აგრეთვე გარე დანადგარებიდან და ნაგებობებიდან ,,ვ-1 გ” კლასის აფეთქებასაფრთხიანი ზონებით 50 მ-ის რადიუსში განლაგებული წყალსადენის ჭებზე გათვალისწინებული უნდა იქნეს ორი სახურავი: სახურავებშორისი სივრცე უნდა შეივსოს არანაკლებ 0,15 მ ქვიშის ფენით ან სხვა შემამჭიდროებელი მასალით, რომელიც გამორიცხავს გაზის შეღწევას ჭებში მისი გაჟონვის შემთხვევაში.

8. გსს-ში აუცილებელია საწარმოო და საყოფაცხოვრებო კანალიზაციის გათვალისწინება.

9. გსს-ში კანალიზაციის დაპროექტებისას საჭიროა, შესაძლებლობის არსებობისას გათვალისწინებულ იქნეს საწარმოო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ერთობლივი არინება და გაჭუჭყიანებული წყლების მეორეული გამოყენება. გაჭუჭყიანებული საწარმოო ჩამდინარე წყლების მეორეული გამოყენება ხდება მათი ლოკალურად გაწმენდის შემდეგ.

10. რეზერვუარების, ავტოცისტერნებისა და ბალონების გაორთქვლის (გამორეცხვის) შემდეგ ნახმარი წყლების გაყვანა გათვალისწინებული უნდა იქნეს საწარმოო კანალიზაციაში დაბინძურებული წყლების გამწმენდ ნაგებობაში გავლის შემდეგ, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს წყლის გაწმენდას ნორმატივებით მოთხოვნილ დონემდე.

11. ზედაპირული წყლების, აგრეთვე შენახვის ბაზის შემოზვინული ტერიტორიიდან რეზერვუარების ჰიდრავლიკური გამოცდისას ნახმარი წყლის არინება გათვალისწინებული უნდა იყოს ბაზის ტერიტორიის დაგეგმარების ხარჯზე ჰიდროსაკეტიანი საწვიმურიდან წყლის გამოშვებით.

12. ,,ა” კატეგორიის აფეთქება-ხანძარსაშიში სათავსებიდან საწარმოო კანალიზაციის გამშვებებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჰიდროსაკეტიანი ჭები. გსს-ის ,,ვ-1 გ” კლასის აფეთქებასაფრთხიანი შენობებიდან, გარე დანადგარებიდან და ნაგებობებიდან 50 მ რადიუსის ზონაში განლაგებული საკანალიზაციო ჭები გათვალისწინებულ უნდა იყოს ორი სახურავით, რომელთა შორისი არეც უნდა შეივსოს არანაკლებ 0,15 მ სისქის ქვიშის ფენით, ან შემჭიდროვდეს სხვა მასალით, რომელიც გამორიცხავს გაზის შეღწევას ჭებში მისი გაჟონვის შემთხვევაში.

13. გსს-ის ტერიტორიაზე თბოქსელის მილსადენები, როგორც წესი, გათვალისწინებული უნდა იყოს მიწის ზემოთ. მათი მიწისქვეშა გაყვანა დასაშვებია ცალკეულ უბანებზე, მიწის ზემოთ მათი გაყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში.

14. ,,ა” კატეგორიის საწარმოო სათავსებში გათბობის სისტემის გაყვანა გათვალისწინებული უნდა იქნეს ღია მილსადენებით. დასაშვებია მილსადენების ღარში გაყვანაც.

15. ,,ა” კატეგორიის დახურული სათავსებისათვის საჭიროა ხელოვნური მომდენგამწოვი სავენტილაციო სისტემების გათვალისწინება. საანგარიშო ჰაერცვლის უზრუნველსაყოფად დასაშვებია დეფლექტორიანი ბუნებრივი ვენტილაციის მოწყობა სათავსის ზედა ზონებში. არასამუშაო დროს ამ სათავსებში დასაშვებია ბუნებრივი ან შერეული ვენტილაციის გათვალისწინება.

16. სატუმბ-საკომპრესორო, ამაორთქლებელ, შევსების, ბალონების დეგაზაციისა და სამღებრო განყოფილებების სათავსებში გათვალისწინებული უნდა იყოს: სამუშაო დროს საათში არანაკლები 10-ჯერადი, ხოლო არასამუშაო დროს 3-ჯერადი ჰაერცვლა.

17. ,,ა” კატეგორიის იმ სათავსებიდან, რომლებშიც არის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზები, ჰაერის გაწოვა გათვალისწინებულ უნდა იქნეს სათავსის ზედა და ქვედა ზონებიდან. ამასთან, ქვედა ზონიდან გაწოვილი უნდა იქნეს გასაწოვი ჰაერის ნორმირებული მოცულობის არანაკლებ 2/3, ჰაერის იმ მოცულობის ჩათვლით, რომელიც გაიწოვება ადგილობრივი გამწოვებით. საერთო საცვლელი გამწოვი სავენტილაციო სისტემების ღიობები გათვალისწინებული უნდა იქნეს იატაკიდან 0,3 მ სიმაღლეზე.

18. საავარიო ვენტილაცია უნდა მოეწყოს სნწ 2.04.05-91* მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამ ვენტილაციის ჩართვა გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტომატურად, სათავსში გაზის საშიში კონცენტრაციის სასიგნალო ხელსაწყოებით. ამ დროს ჰაერის გაწოვა გათვალისწინებულ უნდა იქნეს სათავსის ქვედა ზონიდან. ავარიული გამწოვი ვენტილაციის ჩართვასთან ერთდროულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტუმბოებისა და კომპრესორების ელექტროკვების გამოთიშვა.

შენიშვნა: სათავსში გაზის საშიშ კონცენტრაციად უნდა ჩაითვალოს გაზის აალების კონცენტრაციის ქვედა ზღვარის 20 %-ზე მეტი კონცენტრაცია.

19. ,,ა” კატეგორიის საწარმოო სათავსებში განლაგებული ტუმბოების, კომპრესორებისა და სხვა მოწყობილობების ელექტროამძრავები დაბლოკირებული უნდა იყოს გამწოვი სისტემების ვენტილატორებთან იმგვარად, რომ ვენტილაციის გამორთვის შემთხვევაში გამოირიცხოს მათი მუშაობა.

20. გსს-ის იმ საწარმოო სათავსებში, რომლებიც არ თბება და მომსახურე პერსონალი იმყოფება ცვლაში 2 საათზე ნაკლები დროით, დასაშვებია ბუნებრივი ვენტილაციის გათვალისწინება გარე კედლების ქვემო ნაწილში განლაგებული ჟალუზის ცხაურებით.

21. ჰაერის გაყვანა იმ მოწყობილობებიდან, რომელთა კონსტრუქციებშიც არის ადგილობრივი გამწოვი, გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე სავენტილაციო სისტემით.

 

III. გაზსავსები პუნქტები (გსპ)

 

1. საერთო მითითებანი

1. გაზსავსები პუნქტები განკუთვნილია უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით მოწოდებული გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მისაღებად, შესანახად და მომხმარებლებისათვის ბალონებით მისაწოდებლად.

2. გსპ-ს შენობა-ნაგებობები და მოწყობილობა უნდა დაპროექტდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც წაეყენება გსს-ის ანალოგიურ შენობა-ნაგებობებსა და მოწყობილობას, აგრეთვე ამ ქვეთავის დამატებითი მითითებების გათვალისწინებით.

3. გსპ-ში შენახვის ბაზის ტევადობა უნდა განისაზღვროს II თავის მე-5 ქვეთავის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. გსპ უნდა განლაგდეს, როგორც წესი, დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ფარგლებში, შესაძლებლობისამებრ საცხოვრებელი განაშენიანებისაკენ გაბატონებული ქარების საწინააღმდეგო მიმართულებით.

5. გსპ-ს სამშენებლო მოედნის შერჩევა უნდა მოხდეს გარედან მისი შემოღობვის შესაძლებლობების გათვალისწინებით, შენობა-ნაგებობებიდან არა უმცირეს 10 მ სიგანის თავისუფალი ზონით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება გსპ-ის გაფართოების ან რეკონსტრუქციისას. შენახვის ბაზის ტევადობის განსაზღვრისათვის შესაძლებელია სარგებლობა პირველი დანართით.

2. გსპ-ს შენობა-ნაგებობები

1. გსპ-ის ტერიტორია იყოფა საწარმოო და დამხმარე ზონებად, რომელთა ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების, შენახვისა და მიწოდების ტექნოლოგიურ პროცესებთან დამოკიდებულებით უნდა განლაგდეს შემდეგი ძირითადი შენობები და ნაგებობანი:

საწარმოო ზონაში:

ა) გაზის დასაცლელი სვეტები; შესანახი ბაზა თხევადი გაზის რეზერვუარებით;

ბ) შესანახი ბაზა თხევადი გაზის რეზერვუარებით;

გ) შევსების საამქრო, სავსე და ცარიელი ბალონების დასაწყობი და დასატვირთ-ჩამოსატვირთი მოედნით;

დ) გაზის სატუმბ-საკომპრესორო და ჰაერის საკომპრესორო;

ე) ამაორთქლებელი (თბომცვლელი) დანადგარი;

ვ) ბალონებიდან აუორთქლებელი ნარჩენების მისაღები რეზერვუარები;

ზ) გსპ-ს ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად თხევადი გაზის ორთქლისა და თხევადი ფაზების გადასაადგილებელი შიგასამოედნო მილსადენები.

დამხმარე ზონაში:

ა) საწარმოო-დამხმარე შენობა მექანიკური სახელოსნოს, სანტექნიკური სატუმბის, ადმინისტრაციულ-სამეურნეო და სხვა სათავსების განლაგებისათვის;

ბ) სატრანსფორმატორო ქვესადგური;

გ) საქვაბე (თუ არ არსებობს თბომომარაგების არსებულ სისტემასთან მიერთების საშუალება);

დ) ავტომანქანების ღია სადგომი;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო სამარაგო წყლის რეზერვუარები;

ვ) სასაწყობო და სხვა სათავსები.

2. დამხმარე ზონაში განლაგებულ შენობა-ნაგებობათა ნუსხა უნდა შეჯერდეს დაპროექტების ტექნიკურ დავალებასთან. დასაშვებია გსპ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მეურნეობის საექსპლუატაციო სამსახურის განლაგება.

3. მინიმალური მანძილი გსპ-ის თხევადი გაზის შესანახი რეზერვუარებიდან იმ შენობა-ნაგებობებამდე, რომლებიც არ ეკუთვნის პუნქტს, აღებულ უნდა იქნეს მე-9, ხოლო გზებამდე კი მე-10 დანართებიდან. მანძილები სხვადასხვა ტევადობის რეზერვუარებით აღჭურვილ შესანახ ბაზამდე უნდა შეირჩეს ყველაზე დიდი ტევადობის რეზერვუარის მიხედვით.

4. მინიმალური მანძილი გსპ-ის ტერიტორიაზე განლაგებულ შენობებსა და ნაგებობებს შორის მიღებული უნდა იქნეს მე-5 დანართის მიხედვით, ისევე, როგორც გსს-სათვის.

5. გსპ-ში თხევადი გაზის შესანახი რეზერვუარების განლაგებისას, რომელთა საერთო ტევადობა 50 მ3 -ზე ნაკლებია, აღნიშნული მანძილი მიღებული უნდა იქნეს მე-11 დანართიდან, როგორც ბალონების საშუალედო საწყობიდან.

შენიშვნა: მცირე ტევადობის (5 მ3 -მდე) გსპ-სთვის და ავტოცისტერნებისათვის სავალდებულოა III თავის პირველი ქვეთავის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დაცვა. ამასთან, ისინი აღჭურვილნი უნდა იქნენ სასწორით-საყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის ბალონების ასაწონად, გირა-ეტალონით სასწორის შესამოწმებლად, ჭურჭლით გადავსებული ბალონებიდან გაზის გადმოსასხმელად და ხანძარქრობის პირველადი საშუალებებით. მანძილი განაპირა რეზერვუარიდან შენობებამდე, რომლებიც არ ეკუთვნის გსპ-ს, აღებული უნდა იქნეს მე-14 დანართიდან, ხოლო კომუნიკაციებიდან-მე-17 დანართიდან.

მანძილი ქვესადგურის შენობამდე მიღებულ უნდა იქნეს მე-5 დანართის შენიშვნის შესაბამისად. გსპ-ს ტერიტორიაზე განლაგებულ შენობებში ისეთი წარმოებების, რომლებიც არ განეკუთვნება გსპ-ს, აგრეთვე საცხოვრებელი სათავსების გათვალისწინება, დაუშვებელია.

IV. ბალონების საშუალედო საწყობები (ბსს)

1. ბსს განკუთვნილია გსს-ში ან გსპ-ში შევსებული თხევადი გაზის ბალონების მიღების, შენახვისა და მომხმარებელებისათვის მისაწოდებლად.

2. ბსს-ის შემადგენლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს სათავსები ცარიელი და სავსე ბალონების (მომსახურებისათვის განკუთვნილი გაზის დანადგარების 25%-ის ოდენობით) საწყობში შესანახად, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვის მოედნები ბალონების მიღება-გაცემისათვის. მოედანზე 400-ზე მეტი ბალონის განლაგებისას საჭიროა დატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოთა მექანიზაციის გათვალისწინება. დასაშვებია უწვავი მასალის კარადებში არა უმეტეს 10 ბალონის შენახვა. მანძილი კარადებიდან შენობა-ნაგებობებამდე აღებულ უნდა იქნეს მე-16 და მე-17 დანართებიდან.

3. ბალონების შენახვისათვის გამოყოფილი შენობები უნდა პასუხობდეს ,,წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესების” მოთხოვნებს.

4. ბსს უნდა განლაგდეს დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ფარგლებში, როგორც წესი, საცხოვრებელი განაშენიანებისაკენ გაბატონებული ქარების საწინააღმდეგო მიმართულებით.

5. მანძილი ბსს-ის საწყობიდან და დატვირთვა-გადმოტვირთვის მოედნიდან სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებამდე არ შეიძლება აღებულ იქნეს მე-11 დანართში მოცემულზე ნაკლები. ამასთან, მე-2 პოზიციაში მოცემული მანძილები მებაღეობისა და სააგარაკო დასახლებების ერთსართულიანი შენობებისათვის შეიძლება შემცირდეს არა უმეტეს 2-ჯერ იმ პირობით, თუ ბსს-ის საწყობებში თავსდება არა უმეტეს 150 ბალონი.

6. თხევადი გაზის საწყობების სამრეწველო საწარმოთა ტერიტორიაზე განლაგება გათვალისწინებულ უნდა იქნეს სათანადო სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად (სნწ II 89-80*).

V. ავტომანქანების გაზგასამართი სადგურები (აგგს)

1. აგგს უნდა განლაგდეს გსპ-ს განლაგებისათვის წაყენებული მოთხოვნების დაცვით III თავის მე-2 ქვეთავის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გამოკლებით.

2. აგგს-ის შემადგენლობაში გათვალისწინებულ უნდა იყოს გაზის შესანახი რეზერვუარები, ჩამოსაცლელი და გასამართი სვეტები, საწარმოო შენობა გაზის გადასატუმბად საჭირო დანადგარებისათვის, სავენტილაციო და სხვა მოწყობილობა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო სათავსები.

3. ავტოცისტერნებიდან აგგს-ის რეზერვუარებში თხევადი გაზის ჩამოსასხმელი სვეტები უნდა აღიჭურვოს ორთქლისა და თხევადი ფაზის მილსადენებით, ჩამკეტ-დამცავი არმატურით, სწრაფმოქმედი და უკუსარქველებით II თავის მე-4 ქვეთავის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად. გაზბალონიანი ავტომობილების გასამართად განკუთვნილი სვეტების მოწყობილობა გათვალისწინებული უნდა იყოს II თავის მე-6 ქვეთავის მე-17 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. გასამართი სვეტები უნდა აღიჭურვოს გაზის ხარჯის აღრიცხვის მოწყობილობით.

4. აგგს-ის ტერიტორია ავტოტრანსპორტის მისასვლელი მხარის გამოკლებით უნდა შემოიღობოს უწვავი მასალის ისეთი ღობით, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის განიავებას. ავტომანქანების სავალი ადგილები უნდა დაიფაროს მყარი საფარით.

5. განაშენიანების ფარგლებში აგგს-ის ტერიტორიაზე განლაგებული რეზერვუარების მაქსიმალური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მ3 , ერთი რეზერვუარის ტევადობა კი 50 მ3 . როგორც წესი, გათვალისწინებული უნდა იყოს მიწისქვეშა რეზერვუარების დაყენება. ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობისას დასაშვებია მიწისზედა რეზერვუარების დაყენებაც. ასეთ შემთხვევებში რეზერვუარების საერთო ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 50 მ3 .

6. აგგს-სათვის გათვალისწინებული შენობები, რეზერვუარები, მოწყობილობა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები უნდა აკმაყოფილებდეს გსს-ისა და გსპ-ს ანალოგიური ობიექტებისა და კომუნიკაციებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. აგგს-ში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხოლოდ საყოფაცხოვრებო კანალიზაცია. კომპრესორების გაცივებისათვის გამოყენებული წყალი გაყვანილი უნდა იქნეს საყოფაცხოვრებო კანალიზაციაში ჰიდროსაკეტის მეშვეობით, რომლის კონსტრუქციაც უნდა გამორიცხავდეს კანალიზაციაში თხევადი გაზის მოხვედრის შესაძლებლობას.

7. მინიმალური მანძილები აგგს-ის რეზერვუარებიდან იმ შენობა-ნაგებობებამდე, რომლებიც მას არ განეკუთვნება, აღებული უნდა იყოს მე-9 და მე-10 დანართებიდან, ხოლო სადგურის ტერიტორიაზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებამდე-მე-5 დანართიდან. თუ მიწისქვეშა რეზერვუარების საერთო ტევადობა (ერთი რეზერვუარის არა უმეტეს 5 მ3  ტევადობისას) 50 მ3 -ს არ აღემატება, რეზერვუარების განლაგებას წაეყენება იგივე მოთხოვნები, რაც სარეზერვუარო დანადგარებს. მინიმალური მანძილი გაზგამმართველი სვეტებიდან შენობა-ნაგებობებამდე, რომლებიც განლაგებულია აგგს-ის ტერიტორიის გარეთ, აღებული უნდა იქნეს არანაკლებ 15 მ-ის, ხოლო სადგურის ღობემდე – არანაკლებ 10 მ-ისა.

8. აგგს-ის ტერიტორიაზე დაუშვებელია საცხოვრებელი სათავსებისა და ისეთი წარმოებების განლაგება, რომლებიც არ შედის სადგურის შემადგენლობაში, აგრეთვე ისეთი მოწყობილობისა და ხელსაწყოებისა, რომლებშიც გამოყენებულია ღია ცეცხლი.

VI. ელექტრომომარაგება, ელექტრომოწყობილობა, მეხდაცვა და კავშირგაბმულობა

1. გსს, გსპ, ბსს, აგგს შენობა-ნაგებობების დაპროექტებისას საჭიროა ხელმძღვანელობა ,,ელექტროდანადგარების მოწყობის წესებითა” და ამ თავის მოთხოვნებით.

2. სათავსებში ფეთქებადსაშიში ზონებისა და გარე დანადგარების კლასი, რომლის მიხედვითაც წარმოებს გსს, გსპ, ბსს, აგგს ელექტრომოწყობილობების შერჩევა, დადგენილი უნდა იქნეს II თავის მე-3 ქვეთავის 23-ე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. გსს, გსპ, ბსს და აგგს ელექტრომიმღები ელექტრომომარაგების საიმედოობით უნდა მიეკუთვნოს მესამე კატეგორიას, გარდა ხანძარსაწინააღმდეგო სატუმბი სადგურის ელექტრომიმღებისა, რომელიც უნდა მიეკუთვნოს პირველ კატეგორიას. თუ შეუძლებელია სახანძრო ტუმბოების ორი დამოუკიდებელი დენის წყაროდან ელექტროკვება, დასაშვებია მათი ჩართვა სნწ 2.04.02-84 (გარე წყალმომარაგება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, ან დიზელისძრავიანი სარეზერვო ტუმბოს დაყენება.

4. სატუმბ-საკომპრესოროს, შევსებისა და ამაორთქლებელი განყოფილებების სათავსებში, ძირითადი მუშაგანათების გარდა, უნდა მოეწყოს დამატებითი საავარიო განათებაც.

5. ელექტრომომარაგების სქემა უნდა ითვალისწინებდეს ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ტექნოლოგიური მოწყობილობების ავტომატურ გამორთვას აფეთქებასაფრთხიანი ზონების მქონე სათავსებში გაზის საშიში კონცენტრაციის წარმოქმნისას და სავენტილაციო მოწყობილობის ცენტრალიზებულ გამორთვას სნწ 2.04.05-91* მითითებათა შესაბამისად.

6. გსს-ის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს გარე და სადარაჯო დაცვის განათებები, ხოლო გსპ, ბსს და აგგს ტერიტორიაზე – გარე განათება. გარე და სადარაჯო დაცვის განათებების ჩართვა-გამორთვა გათვალისწინებულ უნდა იქნეს პერსონალის მუდმივად ყოფნის (მაგალითად, გასასვლელი სათავსი) ადგილიდან.

7. დაუშვებელია გსს, გსპ და აგგს შენახვის ბაზების ტერიტორიებს ზემოდან ელექტროგადამცემი ხაზების გატარება. გსს და გსპ შენახვის ბაზის ტერიტორიაზე მიწისქვეშა საკაბელო ხაზების გაყვანა დასაშვებია მათი ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებამდე, ავტომატიკის საშუალებებსა და არმატურის ელქტროამძრავებამდე. შენახვის ბაზის ტერიტორიაზე განლაგებული საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ელექტრომოწყობილობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს აფეთქება უსაფრთხო შესრულების.

8. შენობა-ნაგებობებისათვის, გარე ტექნოლოგიური დანადგარებისა და კომუნიკაციებისათვის, აფეთქებასაშიში ზონების კლასებისა და სათანადო სამშენებლო ნორმების შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს ელდაცვა.

9. გსს, გსპ და აგგს ტერიტორიებზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარე სატელეფონო კავშირი და სადისპეტჩერო მაუწყებელი ხმამაღლამოლაპარაკის მეშვეობით. გსს-ის შენობებისათვის დასაშვებია შიგა კავშირგაბმულობის გათვალისწინება. ბსს-თვის გათვალისწინებული უნდა იყოს გარე სატელეფონო ქსელში გასვლის საშუალება.

 

VII. სარეზერვუარო და ჯგუფური გაზბალონიანი დანადგარებით გაზმომარაგება

1. საერთო მითითებანი

1. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება სარეზერვუარო და გაზბალონიანი დანადგარებით გაზმომარაგების სისტემების, აგრეთვე საორთქლებელი მოწყობილობებისა და თხევადი გაზის ჰაერთან შემრევი დანადგარების დაპროექტებაზე.

2. განსაკუთრებული ბუნებრივი ან კლიმატური პირობების რაიონებისათვის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით გაზმომარაგების სისტემების დაპროექტებისას გასათვალისწინებელია სნწ 2.04.08-87* მოთხოვნებიც გაზსადენების სისტემებისათვის.

3. სათავსებს შიგნით გაზსადენის გაყვანა, გაზის ხელსაწყოების განლაგება და საწარმოო დანადგარების გაზმომარაგების დაპროექტება უნდა განხორციელდეს სნწ 2.04.08–87* მოთხოვნათა შესაბამისად.

2. სარეზერვუარო დანადგარები

1. სარეზერვუარო დანადგარების შემადგენლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს: რეზერვუარები, თხევადი და ორთქლის ფაზების მილსადენები, ჩამკეტი არმატურა, გაზის წნევის რეგულატორები, დამცავი (ჩამკეტი და საგდები) სარქვლები, მანომეტრი (მაჩვენებელი), ონკანიანი შტუცერი საკონტროლო მანომეტრის მისაერთებლად, რეზერვუარებში გაზის დონის საკონტროლო მოწყობილობა. გაზის შემადგელობისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით სარეზერვუარო დანადგარში შეიძლება შევიდეს აგრეთვე საორთქლებელი დანადგარები. იმ შემთხვევაში, როდესაც გაზის წნევის რეგულატორებში შედის დამცავსაგდები სარქველი, დამატებით ასეთი სარქვლის დაყენება საჭირო არ არის. დასაშვებია რეზერვუარების ჯგუფზე საერთო გაზის მაკონტროლებელი მოწყობილობის დაყენება. გაზის წნევის ორსაფეხურიანი რეგულირების შემთხვევაში დამცავ-ჩამკეტი სარქველი უნდა დამონტაჟდეს პირველი საფეხურის რეგულატორის წინ, მასთან მეორე საფეხურის რეგულატორების შემდეგ გამოყვანილი საიმპულსო მილაკის მიერთებით.

2. დანადგარებში რეზერვუარების რიცხვი განისაზღვრება გაანგარიშებით, მაგრამ მიღებულ უნდა იქნეს არანაკლებ ორისა. მომხმარებლებისათვის 4,5 მ3  საანგარიშო საათობრივი ხარჯით დასაშვებია ერთი რეზერვუარის დადგმა. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს გაზის წნევის ორი პარალელური ხაზით რეგულირება. რეზერვუარები შეიძლება იყოს მიწისზედაც და მიწისქვეშაც. დასაშვებია მოსახსნელი რეზერვუარების გათვალისწინებაც, რომელთა შევსებაც თხევადი გაზით ხდება გსს-ში ან გსპ-ში.

3. სარეზერვუარო დანადგარების საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, დამცავი და ჩამკეტი არმატურა უნდა პასუხობდეს სნწ 2.04.08-87* მოთხოვნებს.

4. სარეზერვუარო დანადგარების ხელსაწყოები და არმატურა ატმოსფერული ნალექებისა და მექანიკური დაზიანებისაგან დაცული უნდა იყოს გარსაცმით.

5. სარეზერვუარო დანადგარებს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1,6 მ სიმაღლის უწვავი მასალის ღობე. მანძილი რეზერვუარიდან ღობემდე უნდა იყოს არანაკლებ 1 მ-ისა. მიწისზედა რეზერვუარებისათვის დასაშვებია საჩრდილობელი ფარდულის გათვალისწინება.

6. ბუნებრივი აორთქლებისას რეზერვუარების წარმადობა უნდა განისაზღვროს:

ა) მიწისქვეშა განლაგებისას – ნომოგრამის მიხედვით (ნახ.1);

ბ) მიწისზედა განლაგებისას – გაანგარიშებით, გარემოსთან თბოგაცვლის პირობების გათვალისწინებით.

7. გვერდიგვერდ განლაგებულ მიწისქვეშა რეზერვუარების თბოზემოქმედების მხედველობაში მიღების მიზნით ნომოგრამით მიღებული წარმადობა მრავლდება თბური ზემოქმედების m კოეფიცინტზე, დანადგარში რეზერვუარების რაოდენობის მიხედვით:

 

 

რეზერვუარების რაოდენობა

თბური ზემოქმედების m კოეფიციენტის მნიშვნელობა

2

0.93

3

0,84

4

0,74

6

0,67

8

0,64

 

 

8. საცხოვრებელი სახლების გაზმომარაგებისას გაზის საანგარიშო საათური ხარჯი უნდა განისაზღვროს ფორმულით:

 

n.Kvd  Qy

 Qhd  = ----------------- K hv  (9)

Qel.  365

სადაც:

n-გაზით მოსარგებლე მცხოვრებთა რიცხვი, ადამიანი. მონაცემების არქონისას n აიღება რაიონში ბინების რაოდენობისა და ოჯახის შემადგენლობის კოეფიციენტის მიხედვით;

 Kdv  – წლის განმავლობაში გაზის მოხმარების არათანაბრობის კოეფიციენტი (ბინაში გაზქურით სარგებლობისას იგი უდრის 1,4; გაზქურითა და გამდინარე წყალგამაცხელებლით სარგებლობისას 2,0);

Qy  – ერთ ადამიანზე გაზის წლიური ხარჯი თბურ ერთეულებში, კ.ჯოული/წელი (კკალ/წელი);

K hv -სადღეღამისო ხარჯის საათური მაქსიმუმის მაჩვენებლი – 0,12 ;

Qel. -გაზის თბოუნარიანობა, კჯოული/კგ (კკალ/კგ).

დანადგარებში რეზერვუარების საერთო მაქსიმალური ტევადობა, მომხმარებელთა კატეგორიისაგან დამოკიდებულებით, უნდა განისაზღვროს მე-12 დანართით, ერთი რეზერვუარის მაქსიმალური ტევადობა კი მე-13 დანართით.

9. მანძილი სარეზერვუარო დანადგარიდან (განაპირა რეზერვუარიდან) სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებამდე აღებულ უნდა იქნეს არანაკლებ მე-14 დანართით, ხოლო მიწისქვეშა ნაგებობებამდე არანაკლებ მე-17 დანართით გათვალისწინებულისა (როგორც ბალონების ჯგუფური დანადგარებისათვის). ელქტროგადამცემ ხაზებამდე – ,,ელექტროდანადგარების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.” მანძილი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების გაზიფიცირებისათვის განკუთვნილი სარეზერვუარო დანადგარებიდან სატრანსფორმატორო ქვესადგურებამდე და მანაწილებელ მოწყობილობამდე აღებულ უნდა იქნეს მე-14 დანართის 1 და 2 პოზიციების შესაბამისად, მაგრამ არა უახლოეს 15 მ მიწისქვეშა, ხოლო 20 მ მიწისზედა რეზერვუარებიდან.

10. სარეზერვუარო დანადგარებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ჰორიზონტალურად განლაგებული ფურცლოვანი ფოლადისაგან შედუღებული ცილინდრული ფორმის რეზერვუარები. მიწისქვეშა რეზერვუარები უნდა დაიდგას პირველი თავის მოთხოვნათა შესაბამისად. დაუშვებელია მიწისქვეშ დასაყენებლად გათვალისწინებული რეზერვუარების მიწის ზემოთ დაყენება.

11. მიწისქვეშა რეზერვუარების კოროზიისაგან დაცვის ღონისძიებები გათვალისწინებულ უნდა იყოს გოსტ 9.602-89-ის მოთხოვნათა შესაბამისად. მიწისზედა რეზერვუარები უნდა შეიღებოს ღია ფერის საღებავით.

12. მიწისქვეშა რეზერვუარები უნდა დაიდგას მიწის ზედაპირიდან რეზერვუარის ზედა მსხაველამდე გრუნტის სეზონური გაყინვის რაიონებისათვის-არანაკლებ 0.6 მ სიღრმეზე, ხოლო იმ რაიონებისათვის, სადაც გრუნტი არ იყინება 0,2 მ სიღრმეზე.

13. რეზერვუარების წყლით გაჟღენთილ გრუნტებში დადგმისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათი ამოტივტივების საწინააღმდეგო ღონისძიებები:

ა) არა უმეტეს 5 მ3  ტევადობის რეზერვუარებისათვის, თუ გრუნტის წყლების დონე მათ დიამეტრზე გამავალი ჰორიზონტალური სიბრტყის დონეზე მაღლაა;

ბ) თუ რეზერვუარების ტევადობა აღემატება 5 მ3  და გრუნტის წყლების დონე მის ქვემო მსახველზე მაღლაა.

14. მანძილი სიოში მიწისქვეშა რეზერვუარებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 1მ, მიწისზედა რეზერვუარებს შორის კი უდიდესი რეზერვუარის დიამეტრის ტოლი, მაგრამ არანაკლებ 1 მ.

15. მიწისქვეშა რეზერვუარების შემაერთებელი თხევადი ფაზის მიწისქვეშა გაზსადენის ზემოდან გათვალისწინებულ უნდა იყოს მიწიდან არანაკლებ 1 მ სიმაღლეზე ამოყვანილი საკონტროლო მილაკი. ამასთან, უნდა გამოირიცხოს ამ მილაკში ატმოსფერული ნალექების მოხვედრა.

16. რეზერვუარების შემაერთებელი ორთქლის ფაზის გაზსადენზე რეზერვუარების ჯგუფებს შორის, მიწიდან არანაკლებ 0,5 მ სიმაღლეზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამკეტი მოწყობილობა.

17. დამცავი სარქვლების დამონტაჟება გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეულ რეზერვუარზე, ხოლო მათი ჯგუფებად ( თხევადი და ორთქლის ფაზებით) გაერთიანებისას-თითოეული ჯგუფის ერთ-ერთ რეზერვუარზე.

18. დამცავ-საგდები სარქვლის გამტარუნარიანობა უნდა გაანგარიშდეს ,,წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების” შესაბამისად. დამცავი სარქვლიდან გასაყვანი გაზის რაოდენობა უნდა განისაზღვროს რეზერვუარებსა და გარემოს შორის თბოცვლის პირობების გათვალისწინებით.

3. საორთქლებელი და შემრევი მოწყობილობები

1. საორთქლებელი მოწყობილობანი ხელოვნური აორთქლებით გათვალისწინებული უნდა იყოს იმ შემთხვევებში:

ა) როდესაც სარეზერვუარო დანადგარები ბუნებრივი აორთქლებით ან გრუნტის საორთქლებლებით ვერ უზრუნველყოფს გაზის საანგარიშო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას;

ბ) როდესაც არის გაზის მუდმივი მახასიათებლებით (წვის მუდმივი ტემპერატურა, მუდმივი სიმკვრივე) მიწოდების აუცილებლობა;

გ) როდესაც იმ ადგილებში, სადაც გრუნტის ტემპერატურა რეზერვუარების დამონტაჟების სიღრმეზე უარყოფითია, მიეწოდება ბუტანის გაზრდილი (აღემატება 30%) შემცველობის გაზი.

2. საორთქლებელი მოწყობილობანი შემრევ (პროპანჰაერის ნარევის) დანადგარებთან კომპლექსში გათვალისწინებული უნდა იყოს იმ შემთხვევებში, როდესაც:

ა) პერსპექტივაში ბინების ან ობიექტების გაზმომარაგება გათვალისწინებულია ბუნებრივი გაზით;

ბ) აუცილებელია ბუნებრივი გაზის საათობრივი, სადღეღამისო ან სეზონური მაქსიმალური პიკური ხარჯის გადაფარვა;

გ) გაზიფიცირებული ობიექტის ან დანადგარის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად სარეზერვო საწვავის სახედ გათვალისწინებულია გნგ;

დ) გაზმომარაგებისათვის გამოიყენება ტექნიკური ბუტანი.

3. საცხოვრებელი ბინების საორთქლებელი და შემრევი მოწყობილობით აღჭურვილი რეზერვუარებით გაზმომარაგების დაპროექტებისას უპირატესობა უნდა მიეცეს ცენტრალიზებული საორთქლებელი და შემრევი მოწყობილობის მქონე გამსხვილებულ სისტემებს. ამასთან, იმ ბინების რიცხვი, რომელთა გაზმომარაგებაც მიზანშეწონილია ერთი სარეზერვუარო დანადგარიდან, ორთქლის ფაზის მიწოდებისას დასაშვებია განისაზღვროს მე-19, ხოლო გაზჰაერის ნარევის მიწოდებისას მე-20 დანართით.

4. საორთქლებელი მოწყობილობა იყოფა გამდინარე (რომლებშიც უზრუნველყოფილია მუდმივი შემადგენლობის ორთქლის ფაზის მიღება სპეციალურ თბომცვლელ აპარატებში-საორთქლებლებში) და მოცულობით (რომლებშიც გნგ-ს აორთქლება წარმოებს უშუალოდ რეზერვუარებში სპეციალური შემთბობების რეგაზიფიკატორების მეშვეობით) საორთქლებლად. გამდინარე და მოცულობით საორთქლებელი მოწყობილობის გათვალისწინება შესაძლებელია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა რეზერვუარებისათვის.

5. საორთქლებელ მოწყობილობაში თბომატარებლად თბოქსელიდან ცხელი წყლის ან ორთქლის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავს თბოქსელებში თხევადი გაზის ორთქლის მოხვედრას. საორთქლებელ მოწყობილობებში გამოყენებული ელექტროგამათბობი ხელსაწყოები უნდა აკმაყოფილებდეს ,,ელექტროდანადგარების მოწყობის წესების” მოთხოვნებს.

6. საორთქლებელი მოწყობილობა უნდა აღიჭურვოს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებით, აგრეთვე მარეგულირებელი და დამცავი არმატურით, რომლებიც გამორიცხავს გნგ-ს გადადინებას საორთქლებელი დანადგარიდან ორთქლის ფაზის გაზსადენში და ორივე ფაზის წნევის დასაშვებ სიდიდეზე მეტად გაზრდას. საორთქლებელი მოწყობილობანი, რომლებშიც თბომატარებლად გათვალისწინებულია ცხელი სითხე ან ორთქლი, უნდა აღიჭურვოს თბომატარებლის ტემპერატურის დასაშვებ ზღვარზე ქვემოთ დაცემის სიგნალიზაციით.

7. დასაშვებია საორთქლებელი მოწყობილობის განლაგება ღია მოედანზე ან ისეთ სათავსებში, რომელთა იატაკის დონე მიწის საგეგმარო ნიშნულზე მაღალია. დასაშვებია 200 კგ/საათამდე წარმადობის ამაორთქლებლების განლაგება უშუალოდ რეზერვუარების ყელის ხუფებზე ან სარეზერვუარო დანადგარის საზღვრებში, მიწისქვეშა, ან მიწისზედა რეზერვუარებიდან არანაკლებ 1 მ მანძილზე, ან უშუალოდ გაზმომხმარებელ აგრეგატებთან, თუ ისინი ცალკე სათავსში ან ღია მოედანზე არის განლაგებული. 200 კგ/სთ მეტი წარმადობის საორთქლებელი უნდა განლაგდეს სარეზერვუარო დანადგარის ფარგლებს გარეთ არა უახლოეს:

ა) შენობა-ნაგებობიდან მე-16 და მე-17 დანართების მიხედვით;

ბ) სარეზერვუარო დანადგარის ღობიდან-10 მ.

8. შენობის გარეთ განლაგებული საორთქლებლებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს კორპუსის თბოიზოლაცია. საორთქლებლების ჯგუფურად განლაგებისას მათ შორის მანძილი არ უნდა იყოს 1 მ ნაკლები.

9. გაზის ჰაერთან შერევა დასაშვებია განხორციელდეს 0.6 მპა (6 კგძ/სმ2 ) წნევამდე.

10. თხევადი გაზის ორთქლის ფაზის ჰაერთან შერევა გათვალისწინებულ უნდა იყოს ისეთი შეფარდებით, რომელიც უზრუნველყოფს ნარევის აალების ზედა ზღვრის არანაკლებ 2-ჯერ ზრდას. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ავტომატური მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს შემრევი დანადგარის გამორთვას ნარევის შემადგენლობის საშიშ კონცენტრაციასთან მიახლოების ან ნარევის ერთ-ერთი კომპონენტის მიწოდების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში.

11. შემრევი დანადგარები უნდა განლაგდეს სათავსებში ან ღია მოედნებზე ამ ქვეთავის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. შემრევ დანადგარებში გაზის გაზსადენით მიწოდებისას მათი განლაგება გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა უახლოეს მე-16 და მე-17 დანართებში მოცემულ მანძილებზე.

12. შენობა-ნაგებობები, რომლებშიც გათვალისწინებულია საორთქლებელი და შემრევი დანადგარების განლაგება, უნდა პასუხობდეს ,,ა” კატეგორიის სათავსებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.

 

4. ბალონების ჯგუფური დანადგარები

 

1. ბალონების ჯგუფურ დანადგარებად ითვლება გაზმომმარაგებელი დანადგარი, რომლის შემადგენლობაშიც შედის არანაკლებ 2 ბალონისა. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დასაბუთდეს ბალონების ჯგუფური დანადგარის გამოყენების საჭიროება.

2. ბალონების ჯგუფურ დანადგარში გათვალისწინებულ უნდა იქნეს: გნგ-ს ბალონები, მაღალი წნევის კოლექტორი, გაზის წნევის რეგულატორი ან ავტომატური რეგულატორ-გადამრთველი, საერთო გამომრთველი მოწყობილობა, მანომეტრი (მაჩვენებელი), დამცავ-საგდები სარქველი და მილსადენები.

3. ერთ ჯგუფურ დანადგარში ბალონების რაოდენობა უნდა განისაზღვროს გაზის საათური ხარჯისა და ერთი ბალონის წარმადობიდან გამომდინარე, გარემოს ტემპერატურის, გაზის მარკისა და გაზის მოხმარების ხანგრძლივობისაგან დამოკიდებულებით.

4. ბალონების ჯგუფური დანადგარის მაქსიმალური ჯამური ტევადობა აღებულ უნდა იქნეს მე-15 დანართის მიხედვით.

5. ჯგუფური დანადგარები უნდა განლაგდეს უწვავი მასალის კარადებში ან დაცულ იქნეს ხუფებით.

6. ჯგუფური დანადგარების განლაგება გათვალისწინებულ უნდა იყოს უშუალოდ შენობასთან ან მისგან არა უახლოეს მე-16 დანართში მოცემული მანძილებისა. საზოგადოებრივ ან საწარმოო შენობასთან დაუშვებელია ერთზე მეტი ჯგუფური დანადგარის განლაგება. საცხოვრებელ სახლთან დასაშვებია არა უმეტეს სამი ჯგუფური დანადგარის განლაგება ერთმანეთისაგან არა უახლოეს 15 მ მანძილზე.

7. კარადები და ბალონები უნდა დაიდგას საძირკვლებზე, რომელთა გარშემოც უნდა მოეწყოს შემოკირწყვლა კარადის წინ არანაკლებ 1 მ, სხვა მხრიდან კი 0.5 მ სიგანით. ბალონების ჯგუფური დანადგარები უნდა განლაგდეს ავტოტრანსპორტისათვის ადვილად მისადგომ ადგილზე. დამცავი ხუფების ქვეშ განლაგებულ ჯგუფურ დანადგარებს უნდა ჰქონდეს უწვავი მასალის ღობე. ჯგუფური დანადგარების ზემოდან დასაშვებია უწვადი მასალის საჩრდილობელი ფარდულის გათვალისწინება.

8. სტაბილური აორთქლების უზრუნველყოფის აუცილებლობისა და სარეზერვუარო დანადგარების გამოყენების შესაძლებლობის შემთხვევაში დასაშვებია ბალონების ჯგუფური დანადგარის სპეციალურ შენობაში ან საწარმოო შენობის გარე, ყრუ კედლის მინაშენში განლაგება. ეს შენობა ან მინაშენი უნდა პასუხობდეს სნწ 2.04.08 ცალკე მდგომი ან მიშენებული გაზმარეგულირებული პუნქტებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. ვენტილაცია უნდა დაპროექტდეს საათში ხუთჯერ ჰაერცვლის მოთხოვნიდან გამომდინარე

9. სათავსის ქვედა ზონიდან ჰაერის 2/3 გაყვანის პირობით. ამ პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მოსახლეობისათვის მცირე მოცულობის გაზის ბალონების სარეალიზაციო მაღაზიების სათავსებზეც. მაღაზიაში ბალონების მაქსიმალური ჯამური ტევადობა და ამ მაღაზიიდან შენობა-ნაგებობებამდე მინიმალური მანძილები აღებულ უნდა იქნეს მე-15 და მე-16 დანართებიდან ისე როგორც სამრეწველო საწარმოებისათვის.

5.   ბალონიანი და სარეზერვუარო ჯგუფური დანადგარების მილსადენები

1. რეზერვუარების, ბალონებისა და წნევის რეგულატორების შემოკვრის მილსადენები გაანგარიშებული უნდა იყოს რეზერვუარებისა და ბალონების მისაღებ წნევაზე.

2. ბალონებიანი და სარეზერვუარო ჯგუფური დანადგარებიდან დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების გაყვანა, თუ ამ დანადგარებში გათვალისწინებულია გაზის ხელოვნური აორთქლება, საჭიროა ისეთ სიღრმეზე, სადაც გრუნტის მინიმალური ტემპერატურა აღემატება გაზის კონდენსირების ტემპერატურას.

3. ბალონებიანი და სარეზერვუარო ჯგუფური დანადგარებიდან დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების გაყვანა, თუ ამ დანადგარებში გათვალისწინებულია გაზის ხელოვნური აორთქლება, საჭიროა ისეთ სიღრმეზე, სადაც გრუნტის მინიმალური ტემპერატურა აღემატება გაზის კონდენსირების ტემპერატურას. გაზსადენები მოცულობითი საორთქლებლებიდან გაყვანილი უნდა იყოს გრუნტის გაყინვის სიღრმეზე ქვემოთ. ამ პირობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გაზსადენების ან კონდენსატშემკრებების შეთბობა.

4. მიწისზედა გაზსადენების გაყვანა იმ სათავსებში განლაგებული ბალონების ჯგუფური დანადგარებიდან, რომლებიც თბება, აგრეთვე მიწისქვეშა სარეზერვუარო დანადგარებიდან გათვალისწინებულ უნდა იქნეს თბური იზოლაციით და გაზსადენების შეთბობით. თბოსაიზოლაციო მასალა უნდა იყოს უწვავი.

5. გაზსადენის დახრილობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს არანაკლებ 5%:

ა) კონდენსატშემკრებებისაკენ მიწისქვეშა გაზსადენებისათვის;

ბ) კონდენსატშემკრებების ტევადობად აღებულ უნდა იქნეს არანაკლებ 4 ლ გაზის საანგარიშო საათობრივი ხარჯის ყოველ 1მ3 .

6. ბალონებიანი და სარეზერვუარო ჯგუფები დანადგარებიდან დაბალი წნევის გაზსადენებზე გამომრთველი მოწყობილობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს V თავის მითითებათა შესაბამისად. თუ ერთი სარეზერვუარო დანადგარი ემსახურება 400-ზე მეტ ბინას, სარეზერვუარო დანადგარის მიწისქვეშა გაზსადენზე არა უმცირეს 1 მ სიღრმის ჭაში ან მიწის ზემოთ, დამცავი ხუფის ქვეშ (შემოღობვით) გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამატებითი გამომრთველი მოწყობილობა.

VIII. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარები

1. ინდივიდუალურ გაზბალონიან დანადგარად ითვლება გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზით მომარაგების დანადგარი, თუ მასში შედის არა უმეტეს ორი ბალონისა.

2. ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარების გათვალისწინება დასაშვებია შენობის შიგნით ან მის გარეთ.

3. ბალონების განლაგება ორზე მეტი სართულიანი შენობების შიგნით არ დაიშვება. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების გაზიფიცირებისას დასაშვებია ბალონების დადგმა სათავსის შიგნით, სადაც ბინების რაოდენობა:

ა) არ აღემატება ოთხს ახალი განაშენიანების სახლებში;

ბ) არ აღემატება რვას არსებული განაშენიანების სახლებში.

შენიშვნა: საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 1 ოქტომბრის №719 განკარგულებით დროებით, როგორც გამონაკლისი, დაშვებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ბინებში ერთი 27-ლიტრიანი გაზის ბალონის დაყენება. ბალონების განლაგება ამ შემთხვევაში, როგორც წესი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პირველი სინათლის წყაროსთან: აივანზე, ლოჯიაში, სხვა უსაფრთხო ადგილას, შენობის გარე კონტურის სიახლოვეს.

4. ბალონები დაცული უნდა იყოს მზის სხივების ზემოქმედებისაგან.

5. აკრძალულია ბალონების განლაგება საცხოვრებელ ოთახებში, ცოკოლისა და სარდაფის სათავსებში, ბინის შუა სათავსებში, უფანჯრო სამზარეულოებსა და იმ ადგილებში, სადაც არ იქნება უზრუნველყოფილი მუდმივი მეთვალყურეობა ბალონზე.

6. არ დაიშვება ბალონების დამონტაჟება სათავსებში, რომლებიც განლაგებულია საზოგადოებრივი კვების საწარმოთა სასადილო და სავაჭრო დარბაზების, აუდიტორიებისა და სასწავლო კლასების, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობების სააქტო და მაყურებელთა დარბაზების, სამკურნალო პალატებისა და სხვა მსგავსი სათავსების ქვეშ.

7. ბალონების განლაგებისას არსებული საცხოვრებელი სახლების იმ სათავსებში, რომელთა ქვეშ მოწყობილია სარდაფები ამ სარდაფებიდან ჩასასვლელებით, მიწისქვეშა სათავსებში გაზის გაჟონვის შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს იატაკებისა და სარდაფში ჩასასვლელების შემჭიდროება და ღრეჩოების ამოქოლვა.

8. დაუშვებელია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზით იმ აგრეგატების, დანადგარებისა და სანთურების მომარაგება, რომლებიც განლაგებულია ცოკოლისა და სარდაფის სათავსებში.

9. საწარმოო სათავსებში ბალონების განლაგება გათვალისწინებულ უნდა იქნეს, თუ ისინი დაცულია შიგასაამქრო ტრანსპორტით დაზიანებისაგან, ლითონის შხეფებისაგან, კოროზიულად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან და 450 C ტემპერატურაზე მეტად გახურებისაგან. დაუშვებელია ბალონების განლაგება უშუალოდ გაზმომხმარებელ აგრეგატებთან, თუ ეს გათვალისწინებული არ არის აგრეგატის კონსტრუქციით.

10. მეცხოველეობისა და მეფრინველეობის საწარმოთა სათავსებისათვის გათვალისწინებული გაზბალონიანი დანადგარები უნდა განლაგდეს გარეთ. ორანჟერეებსა და სათბურებში დასაშვებია ბალონების შენობის შიგნით განლაგება.

 

 დანართი 1

 

რეზერვუარების საერთო მოცულობა,მ 3

ერთი რეზერვუარის მაქსიმალური მოცულობა მ 3

მანძილი რეზერვუარიდან შენობა-ნაგებობებამდე (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, საწარმოო და ა.შ.) რომლებიც არ ეკუთვნის გგს-ს, მ

 

 

მიწისზედა

მიწისქვეშა

50-ზე მეტი- 200-მდე

25

80

40

¨–––¨

50

150

75

¨–––¨

100

200

100

200-ზე მეტი- 500-მდე

50

150

75

¨–––¨

100

200

100

„–––––“

100-ზე მეტი 200-მდე

300

150

500-ზე მეტი- 2000-მდე

100

200

100

¨–––¨

100-ზე მეტი 600-მდე

300

150

2000-ზე მეტი 8000 ჩათვლით

¨–––¨

300

150

მოცულობა

 

       დანართი №18

 

გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების შესანახი რაოდენობა

შენახვისათვის განკუთვნილი თხევადი გაზის რაოდენობა უნდა განისაზღვროს მისი მიღების გარეშე გსს-ის მუშაობის შესაძლებლობის საანგარიშო დროსთან დამოკიდებულებით (t, დღე-ღამე) ფორმულით:

 L

 t= ----- + t1  + t2

 V

სადაც:

L-მანძილი გგს-დან თხევადი გაზის მიმწოდებელ ქარხნამდე, კმ;

V-რკინიგზის მიერ ტვირთების ვაგონებით მიწოდების ნორმატიული სიჩქარე კმ/დღე-ღამეში (დასაშვებია 330 კმ/დღე-ღამეში);

t1 -ტვირთების მიღება-გაგზავნის ოპერაციებზე დახარჯული დრო (იღებენ 1 დღე-ღამეს).

 t2 -გსს-ში თხევადი გაზის საექსპლუატაციო შენახვის დრო (ადგილობრივი პირობების მიხედვით 3-5 დღე-ღამე).

სათანადო დასაბუთებისას (სატრანსპორტო კავშირების არასაიმედოობა და სხვა) დასაშვებია t2 -ის გაზრდა, მაგრამ არა უმეტეს 10 დღე-ღამისა.

როდესაც გსს განლაგებულია თხევადი გაზის გამომმუშავებელი საწარმოს უშუალო სიახლოვეს და გაზის ტრანსპორტირება წარმოებს ავტოცისტერნებით ან მილსადენებით, ან ავტოგასამართი სადგურებისათვის გაზის უშუალოდ გსს-დან მიღებისას, დასაშვებია t-ს შემცირება 2 დღე-ღამემდე.