საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/6/264

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/6/264
დოკუმენტის ნომერი 2/6/264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 21/12/2004
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 28/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
2/6/264
21/12/2004
სსმ, 52, 28/12/2004
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/6/264
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/6/264

საქართველოს სახელით

2004 წლის 21 დეკემბერი, ქ. თბილისი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგია ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილის დებულება „…ხოლო მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება” და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილი მთლიანად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით შეიმუშაოს და შეიტანოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.

კოლეგიის წევრები:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

2. ოთარ ბენიძე

3. ლამარა ჩორგოლაშვილი

4. ზაურ ჯინჯოლავა.