"ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 19/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 02/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016017
  • Word
34
19/11/2010
სსმ, 58, 02/12/2010
310150000.35.132.016017
"ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დადგენილება №34

2010 წლის 19 ნოემბერი

ქ. ბათუმი

„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

,,ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებით დამტკიცებულ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესში (სსმ V, №46, 03.11.2010 წ., მუხ. 1352) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

) წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ,,ნებართვის გაცემის ფასი” – ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილებით განსაზღვრული ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასი;“.

 

) წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. ნებართვის გაცემის საფუძველი

ნებართვის გაცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად ორგანიზებულ კონკურსში ნებართვის მაძიებლის გამარჯვება და ნებართვის გამცემი ორგანოსათვის ნებართვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების წარდგენა.“.

 

) წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

) წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ნებართვა არ გაიცემა კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოდგენილ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც კონკურსისათვის განსაზღვრული ზემოაღნიშ­ნული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დააგროვებს 20-ზე ნაკლებ ქულას.“.

 

) წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები და არანაკლებ 3 თვის ნებართვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გაცემის დროს არ არის სავალდებულო იმ დოკუმენტების ხელახლა წარდგენა, რომელიც მან წარადგინა კონკურსში მონაწილეობისას.“.

 

) წესის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი ფასი განისაზღვრება ქ. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მიღების მსურველი პირი ვალდებულია  ნებართვის ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს.“.

 

) წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად მიკროავტობუსებზე 1 წლის ვადით, ხოლო საქალაქო (მუნიციპალურ) ავტობუსებზე სამი წლის ვადით. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებართვა გასცეს ამ პუნქტისაგან განსხვავებული ვადით.

 

) წესში სიტყვა ,,შერჩევაშეიცვალოს სიტყვით ,,კონკურსი“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამო­ქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                   გ. კირთაძე