დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის N9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 30/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 30/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170040.21.014.016006 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №12
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2011 წლის 1 თებერვლამდე.“;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის“:
ბ.ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წესი შემუშავებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული საშუალებით განხორციელების პილოტური რეჟიმის (შემდგომში – პილოტური რეჟიმი) გაშვების ხელშეწყობის მიზნით. პილოტური რეჟიმი მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დახმარებითა და ზედამხედველობით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე პირთა ადაპტაციას შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან.“.
ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, www.procurement.gov.ge რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში (შემდგომში – სისტემა);“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები