დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 227 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 07/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016050 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 227
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ პირი პირველად იღებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობას და არ გააჩნია მანამდე გაცემული სხვა ფოტოსურათიანი საბუთი ან ვერ დგინდება პირის იდენტურობა განცხადება-ანკეტაზე არსებულ სურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში ჩასაკრავად განკუთვნილ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა წარდენილ ფოტოსურათთან, წერილობით შეიძლება დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა. საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელი, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რწმუნებული, უბნის ინსპექტორი, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამხედრო ნაწილის მეთაური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა დადასტურებას ამოწმებენ შესაბამისი ბეჭდით.“.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-6-71 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციისა და პირადობის მოწმობის მისაღებად მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ავსებს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებული ფორმის განცხადება-ანკეტას და მასთან ერთად წარადგენს:
ა) დაბადების მოწმობას (დედანი), ხოლო თუ პირის დაბადების ფაქტი რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობას ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;
ბ) 2 ფერად ფოტოსურათს (3.5X4.5სმ);
გ) საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობას, რაც ნიშნავს საცხოვრისის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრისის დამქირავებლის წერილობით თანხმობას, საკუთრების ან ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის და სანოტარო წესით დამოწმების გარეშე;
დ) თუ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, პირი აგრეთვე წარადგენს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელ საბუთს;
ე) თუ პირს არ გააჩნია დაბადების მოწმობა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები და დადგენილი წესით გასცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.
61. ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის მოწმობის მისაღებად მიმართავს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, ავსებს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებული ფორმის განცხადება-ანკეტას და მასთან ერთად წარადგენს:
ა) დაბადების მოწმობას (დედანი);
ბ) 2 ფერად ფოტოსურათს (3,5X4,5სმ);
გ) დევნილის მოწმობას (დევნილად ცნობილი პირის შემთხვევაში);
დ) ერთ-ერთი მშობლის (მეურვის, მზრუნველის) პირადობის მოწმობას.
7. საქართველოში მცხოვრები ან დროებით მყოფი უცხოელი რეგისტრაციისათვის და ბინადრობის მოწმობის მისაღებად მიმართავს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, ავსებს ამ ინსტრუქციის №4 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადება-ანკეტას და მასთან ერთად წარადგენს:
ა) უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელ საბუთს;
ბ) 2 ფერად ფოტოსურათს (3.5X4.5სმ);
გ) ბინადრობის ნებართვას („უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა);
დ) საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობას, რაც ნიშნავს საცხოვრისის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრისის დამქირავებლის წერილობით თანხმობას, საკუთრების ან ქირავნობის დამადასტურებებელი დოკუმენტის წარდგენის და სანოტარო წესით დამოწმების გარეშე.
71. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადება-ანკეტა წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (ფორმა №1გ), წარმოების დასრულების შემდეგ განცხადება-ანკეტა ინახება როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური (ამობეჭდილი და ხელმოწერილი) ფორმით.“;
ბ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:
„72. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი არ ვრცელდება დროებითი ბინადრობის მოწმობის მიღების მსურველ უცხოელზე, რომლის მისამართად მიეთითება განცხადება-ანკეტის შევსების დროს მითითებული მისამართი.”;
გ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის შეცვლა
1. საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ნაცვლად პირადობის მოწმობის მისაღებად პირი მიმართავს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიულ სამსახურს, ავსებს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებულ ელექტრონული ფორმის განცხადება-ანკეტას (ფორმა №1გ) და მასთან ერთად წარადგენს:
ა) საბჭოთა სიმბოლიკიან პასპორტს;
ბ) 2 ფერად ფოტოსურათს (3,5X4,5სმ);
გ) თუ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, პირი აგრეთვე წარადგენს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელ საბუთს.
2. წარმოების დასრულების შემდეგ განცხადება-ანკეტა ინახება როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური (ამობეჭდილი და ხელმოწერილი) ფორმით.“.
4. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ახალი მოწმობის გაცემამდე დაკარგული მოწმობის პოვნის შემთხვევაში განცხადების განხილვა წყდება, თუ ახალი მოწმობა შევსებულია, იგი გაუქმდება და განადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ფოტოსურათები დაუბრუნდება განმცხადებელს.”.
5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მისი ახალ საცხოვრებელ ადილზე რეგისტრაციისთანავე;”;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ დასტურდება, რომ პირი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში;“.
6. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „43“ პუნქტი:
„43. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ თან უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი ფიზიკური პირის წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია განცხადებაში მითითებულ მისამართზე. რეგისტრაციის მოხსნასთან დაკავშირებით წარსადგენი განცხადებისა და ახსნა-განმარტების ფორმას განსაზღვრავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე.“.
7. 22-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად პირი პირადად ან სხვა პირის მეშვეობით მიმართავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო სამგზავრო პასპორტის მისაღებად – ამ უფლებამოსილების მქონე ტერიტორიულ სამსახურს. პასპორტის მისაღებად პირი ავსებს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებული ფორმის განცხადება-ანკეტას. განცხადება ივსება ქართულ ენაზე, შეცდომებისა და გასწორებების გარეშე. განმცხადებლის სურვილით, მის მიერ მიწოდებული მონაცემების განცხადების ბლანკში შეტანის უფლება აქვს განცხადების მიმღებ უფლებამოსილ პირს. განცხადებას ხელს აწერს უშუალოდ განმცხადებელი. პასპორტის მიმღების პირადად გამოცხადება სავალდებულოა მხოლოდ ხელმოწერისას, გარდა ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
41. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება-ანკეტა წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (ფორმა №1დ). წარმოების დასრულების შემდეგ განცხადება-ანკეტა ინახება როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური (ამობეჭდილი და ხელმოწერილი) ფორმით.“.
8. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 26-ე მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. სამგზავრო დოკუმენტის შესაცვლელად განმცხადებელმა შესაბამის ტერიტორიული სამსახურში უნდა შეავსოს ახალი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1დ) და წარადგინოს: ბინადრობის მოწმობა, შესაცვლელი სამგზავრო დოკუმენტი (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა) და 2 ფერადი ფოტოსურათი 3.5X4.5.“.
10. დანართი №4-ის:
ა) ფორმა №1 და №1ა ამოღებულ იქნეს;
ბ) ფორმა №2ა-ს შემდეგ დაემატოს ფორმა №2ბ თანდართული რედაქციით;
გ) ფორმა №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
დ) ფორმა №6 და №9 ამოღებულ იქნეს;
ე) ფორმა №10 და ფორმა №11 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
11. დანართი №5-ის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ საწყობიდან მიღებული ბლანკების მთელი მარაგი, ზედდებულში აღნიშნული ნომრების და რაოდენობის მითითებით, მიღების დღესვე აღირიცხება ამ დანართით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №2ა). იმავე ჟურნალში აღირიცხება მიღებული ბლანკების განაწილება შესაბამის თანამდებობის პირებზე, ამ უკანასკნელთა გვარების, მათზე გაცემული ბლანკების ნომრების და რაოდენობის მითითებით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ტერიტორიული სამსახურების უფლებამოსილი თანამდებობის პირები მათზე რიცხული ბლანკების ყოველდღიურ ხარჯვას და გაფორმებული დოკუმენტების მოქალაქეებზე გაცემას აღრიცხავენ ამ დანართით გათვალისწინებულ მატერიალურ და/ან ელექტრონულ ჟურნალებში (ფორმა №2 და ფორმა №2ბ).”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
„ფორმა №2ბ
სრს ტერიტორიული სამსახური
(ივსება ელექტრონული ფორმით)
პერიოდი 00/00/0000 – 00/00/0000
მკაცრი აღრიცხვის ბლანკი –-------- დიაპაზონი: 000000 - 000000
სულ გაიხარჯა – 0 ; მათ შორის გაიცა – 0 , ტექნიკურად დაზიანდა - 0 ბლანკი
| ბლანკი | გაცემის თარიღი | გვარი | სახელი | მამის სახელი | დაბადების თარიღი | პირადი ნომერი | მისამართი | დღე/ თანხა | ტექწუნი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მთავარი სპეციალისტი \ \
სამსახურის უფროსი \ \ “
„ფორმა №3
-------------------
საცხოვრისის მესაკუთრის (დამქირავებლის)
თანხმობა
საქართველოს მოქალაქის (საქართველოში მცხოვრები უცხოელის) რეგისტრაციაზე
მე, -------------------------------------------------------------------------- (სახელი და გვარი),
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პირადი №
პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სერია № ---------------------------------------
თანახმა ვარ ჩემს საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ბინაში (სახლში) მისამართზე
----------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------- (უჩვენეთ ზუსტი მისამართი)
რეგისტრირებულ იქნეს:
სახელი ------------------------------------------ გვარი --------------------------
------------------- დაბადების თარიღი -------------------------------- მოქალაქეობა -------------
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პირადი №
თანხმობას ვადასტურებ ჩემი პირადი ხელმოწერით:
____________________________(ხელმოწერა)
"___" _________________ 201__ წ."
|
|
| ა ნ გ ა რ ი შ ი | „ფორმა №10 |
| ||||||||||||||
|
| სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ___________ სამსახური |
|
| |||||||||||||||
|
| 20 წლის ______________ გაწეული მუშაობის შესახებ |
|
| |||||||||||||||
| № | გაცემული დოკუმენტის სახე | რაოდენობა | თანხა |
| ||||||||||||||
| I | გაცემული პირადობის მოწმობების რაოდენობა |
|
|
| ||||||||||||||
| მათ შორის | განცხადების შემოტანის დღესვე |
|
|
| ||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან 24 საათის გასვლისთანავე |
|
|
| |||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-3 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-5 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-10 დღეს |
| XXXXXX |
| |||||||||||||||
| II | გაცემული მუდმივი ბინადრობის მოწმობის რაოდენობა და საფასურის სახით შემოსული თანხა |
|
|
| ||||||||||||||
| მათ შორის | უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე |
|
|
| ||||||||||||||
| მოქალაქეობის არმქონე პირებზე |
|
|
| |||||||||||||||
| III | გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის რაოდენობა |
|
|
| XXXXXX |
| ||||||||||||
| IV | რეგისტრაციის დადგენილი წესებისა და სხვა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შედგენილი ოქმები; ჯარიმის სახით ბიუჯეტში შეტანილი თანხა |
|
|
|
|
|
| |||||||||||
| მათ შორის | რეგისტრაციის წესების დარღვევისათვის |
|
|
|
| |||||||||||||
| დაკარგული პირადობის (ბინადრობის) მოწმობისათვის |
|
|
|
| ||||||||||||||
| V | მოხსნილია რეგისტრაციიდან საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე |
|
|
|
|
|
| |||||||||||
| მათ შორის | საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით |
|
|
|
|
|
| |||||||||||
| გარდაცვალებასთან დაკავშირებით |
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| სხვა შემთხვევები |
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| VI | საანგარიშო პერიოდში მინიჭებული ბოლო პირადი ნომერი |
|
| |||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||
| __________________________ სამსახურის უფროსი _______________________________ ____________________ |
| |||||||||||||||||
|
|
|
|
|
| გვარი, სახელი ხელმოწერა |
| ||||||||||||
|
| „____" „____________“ 20 წ. |
|
| ბ.ა. |
|
| ||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||
| მონაცემები მივიღე და სისწორე შევამოწმე _______________________________ __________________________ |
| |||||||||||||||||
|
|
|
|
|
| გვარი, სახელი ხელმოწერა |
| ||||||||||||
|
| შენიშვნა: ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოში ყოველი თვის 2 რიცხვამდე.“. |
| ||||||||||||||||
|
|
|
|||||||||||||||||
|
|
| ||||||||||||||||
|
| „ფორმა №11
ა ნ გ ა რ ი შ ი | ||||||||||||||||
|
| სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ___________ სამსახურის | ||||||||||||||||
|
| 201 წლის ___________ გაწეული მუშაობის შესახებ | ||||||||||||||||
| № | ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრების მიერ გაწეული მომსახურების სტატისტიკა პასპორტის ტიპის და მომსახურების საფასურის მიხედვით | გაცემული პასპორტების რაოდენობა | თანხა | ||||||||||||||
|
| ბიომეტრიული პასპორტი | ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტი | ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტი | ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტი | ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტი | 32 -გვერდიანი პასპორტი | 48 -გვერდიანი პასპორტი | ||||||||||
| I | პასპორტების გაცემის ვადები და საფასურის სახით შემოსული თანხა |
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||
|
მათ შორის | განცხადების შემოტანის დღესვე |
|
|
|
|
| |||||||||||
| განცხადების შემოტანიდან 24 საათის გასვლისთანავე |
|
|
| ||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-3 დღეს |
|
|
| ||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-5 დღეს |
|
|
| ||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-10 დღეს |
|
|
| ||||||||||||||
| სრული ღირებულებით |
|
|
| ||||||||||||||
| ნახევარი ღირებულებით |
|
|
| ||||||||||||||
| უფასო |
|
|
| ||||||||||||||
| ელექტრონული ფორმით მიღებული განცხადება |
|
|
|
| |||||||||||||
| წარმომადგენლის მეშვეობით | განცხადების შემოტანიდან მე-5 დღეს |
|
|
| |||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-10 დღეს |
|
|
| ||||||||||||||
| II | ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრების მიერ გაწეული მომსახურების სტატისტიკა პასპორტის ტიპის და ტერიტორიული სამსახურების მიხედვით |
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||
| _____________ ბიომეტრიული დოკუმენტების პესონალიზაციის ცენტრი ____________ ___________ | |||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| გვარი, სახელი ხელმოწერა | |||||||||
|
| „____ „____________“ 20 წ. |
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||
|
|
|
|
|
|
| ბ. ა. |
|
|
|
|
|
|
| ||||
| მონაცემები მივიღე და სისწორე შევამოწმე ___________________ __________________ გვარი, სახელი ხელმოწერა | |||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||
|
შენიშვნა: ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოში ყოველი თვის 2 რიცხვამდე.“. | |||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები