"საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 927
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 17/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016080
  • Word
927
15/12/2010
სსმ, 165, 17/12/2010
230210000.22.033.016080
"საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №927

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის,  რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის,  რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1881) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები „საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №3) ერთად.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეგისტრაციის (C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭების) მომენტიდან დეკლარაცია ითვლება წარდგენილად და წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ საბუთს.

61. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ბარდება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა (გარდა მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე დეკლარაციის რეგისტრაციის შემთხვევაში ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ბარდება საქონლის წარდგენისას.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამობეჭდილი დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის აუცილებელ თანმხლებ დოკუმენტებთან და 2 ეგზემპლარად შევსებულ ,,საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (შემდგომში – განაცხადი, დანართი №3) ერთად ბარდება დოკუმენტების მიმღებ ფანჯარაში, (გარდა მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).“.

3. მე-11 მუხლის 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. გრაფა 44 ,,დამატებითი ინფორმაცია” – გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის ნაწილი 11-ის შესაბამისად. თუ საქონელი არ გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობით, გრაფაში აღინიშნება საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) კოდი (420 ან 421) კლასიფიკატორის ნაწილი 11-ის შესაბამისად, ხოლო დეკლარაციის უკანა გვერდზე მიეთითება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) მითითებისას, იმ შემთხვევაში, თუ მათი ნომრები აღებულია თანმიმდევრობით, მიეთითება პირველი და ბოლო ნომერი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით. ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში (საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) საბაჟო იდენტიფიკაციის ნიშნები მიეთითება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ.“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი:

„102. ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში (საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა):

ა) გრაფა „A“-ში დეკლარაციის რეგისტრაციის C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭება ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას;

ბ) გრაფა „C“ „გამშვები საბაჟო“ – არ შეივსება;

გ) გრაფა ,,B” – გრაფა ივსება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო-საბჟო დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევას.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                       კ. ბაინდურაშვილი